x
image
t.x.
მეცნიერებმა ამოხსნეს ათწლიანი საიდუმლო უცხოპლანეტელებზე. რა აჩვენა დნმ-ს ანალიზმა

imageათი წელი მაინც იქნება, რაც ატაკამას უდაბნოში, ჩილეში, აღმოაჩინეს ექვსდიუმიანი უცხოპლანეტელის ნაშთი. ეს აღმოჩენა უტყუარ მტკიცებულებად გამოდგება იმის თაობაზე, რომ დადასტურდეს მითები მათი არსებობის შესახებ. ის ცნობილი გახდა "ატაკამას ჰუმანოიდის" სახელით და "ატა" დაარქვეს.image მეცნიერებმა ერთხანს გადაწყვიტეს, რომ ესაა ადამიანი. თეორიულად დაუშვეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჯერ კიდევ დაუბადებელი ნაყოფი ან მაიმუნი, ის უცხოელი ყოფილიყო, რომელმაც განიცადა ავარიული დაშვება დედამიწაზე ან სულაც აბსოლუტური ტყუილი- სატყუარა. მაგრამ ორშაბათს ჰოლივუდში აჩვენეს ახალი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით - "სირიუსი", სადაც ჩანს, რომ ამ უჩვეულო არსებას ჩაუტარდა დნმ -ის ტესტი და გამოარკვიეს მთელი საიდუმლო.image

დოქტორმა სტივენ გრიგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა პროქტს და ფლობდა ყველა ინფორმაციას, გააქარწყლა კრიტიკოსების ვარაუდები იმის შესახებ, რომ სხეული მისტიფიკაციაა. მან თქვა: "ტომოგრაფიამ ნათლად გვაჩვენა შინაგანი ორგანოები, გული, ფილტვები. არავითარი ეჭვი არაა იმისა, რომ ეს ნამდვილად არის ორგანიმი და არა ბუტაფორია. ამ ფაქტს მხარი დაუჭირეს დოქტორმა ნოლანმა და დოქტორმა სტენფორდმა. უფოლოგები ძალიან დააინტერესა ფილმმა. ისინი ფიქრობენ, რომ გაეხსნებათ გზა თავიანთ საქმიანობაში. ექსპერტები ამბობენ, რომ ციცქნა ჩონჩხი ძალიან ჰგავს ადამიანების მიერ წარმოსახულ უცხოპლანეტელს. image

"ატა" ნაპოვნი იყო 2003 წელს ოსკარ მუნიოსის მიერ, ლა ნორიაში, ატაკამაში, (ლა ნორიას ქალაქ-მოჩვენებას ეძახიან). მუნიოსმა ეს 15 სანტიმეტრიანი ჩონჩხი ეკლესიის მახლობლად იპოვა.image

8
2357
11-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2357
  
2013, 24 აპრილი, 23:42
რა ვიცი, ეგ დასაწვავი ასე ეწერა და გადმოვთარგმნე, მე ხომ არ ვიკვლევდი?
2013, 24 აპრილი, 23:40
ხო მაგარმ ამას 10 წელი რათ უნდოდაა?:D
2013, 24 აპრილი, 23:32
არ დაგაინტერესა, რომ ასეთი რამ, 15 სანტიმეტრიანი არსება ნამდვილად არსებობს და ბუტაფორია არ არის? ალბათ აქამდე ვერ ამტკიცებდნენ.
2013, 24 აპრილი, 23:28
დაადგინეს, რომ ეს ნამდვილი ორგანიზმია და არა გაკეთებული სატყუარა
2013, 24 აპრილი, 23:27
ხო რავი. ათწლიანი საიდუმლო ამოხსნესო და მე საიდუმლოს ამოხსნის ვერაფერი წავიკითხე. ორგანიზმი როა რაღაც ეგ ისედაც ფაქტი იყო და მაგაზე არა მგონია ათწლიანი კვლევა ყოფილიყო საჭირო
2013, 24 აპრილი, 23:24
მეც ეგ უნდა მეკითხა რაღაც ბუნდოვანი სტატია იყოო
2013, 24 აპრილი, 21:18
:) და რა საიდუმლო ამოხსნეს? :) ორგანიზმი როა ფაქტია მაგრამ რა ორგანიზმია?
0 1 8