საზოგადოება როგორ გახდეთ კაცისთვის ერთადერთი 2013, 24 აპრილი, 20:23 იყავით მრავალსახეობრივი. ყველა მამაკაცი ოცნებობს ქალზე, რომელიც სხვადასხვა ტემპერამენტის ათამდე საყვარელს აერთიანებს: ნაზსა და დამყოლს, ჟინიანსა და ვნებიანს, მორცხვსა და კდემამოსილს, მომხიბლელსა და კადრიერს. მხოლოდ მაშინ არ მოიწყენს დაგვერძე რაღაც ახლის ძებნას არ დაიწყებს. პირიქით, დაინტერესდება შემდეგში რა ელის. შეაქეთ. ყველამ ვიცით, მამაკაცები პირში ქების (თუნდაცყველაზე უხეშის) ხარბები არიან. ასე რომ, თქვენს პარტნიორს ხშირად უთხარით კომპლიმენტები. თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ქალის ცხოვრებაში სუპერმამაკაცია, უფრო მეტად დააფასებს საყვარელ არსებას, რომელმაც თავი ასეთათ აგრძნობინა. თავს მოუარეთ. ნებისმიერ მამაკაცს სურს, გვერდით ლამაზი ქალი დაინახოს. როგორც ცნობილია, ულამაზო ქალი არ არსებობს, არიან მოუვლელები. რბილი კანი, აბრეშუმივით თმა, სხეულის სასიამოვნო სუნი თქვენს ქალურობას პლუსებს შეჰმატებს. საძინებელი საყოფაცხოვრებო პრობლემების განხილვის ადგილი არ არის, დასვენებისა და სასიყვარულო გართობიისთვისაა. არავითარი სამსახურებრივი და ცხოვრებისეული პრობლემები, არავითარი კამათიწვრილმანზე. საძინებლის კარი გამოიხურეთდა ამქვეყნად ყველაფერი დაივიწყეთ. 62 4-ს მოსწონს
|