ტაილანდში, კერძოთ კი ბანგკოში შეყვარებული წყვილები ხანგძლივ კოცნაში გინესის რეკორდის დამყარებას ცდილობდნენ. მონაწილეებს შორის ყველაზე ასაკიანი 74 და 72 წლის წყვილი იყო, რომელთაც 50 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. მათ კოცნის ხანგძლივობამ მხოლოდ ერთი საათს გასტანა.
ფესტივალში მონაწილეობას სულ 9 ტაილანდელი წყვილი იღებდა და მათ წინარეკორდი, სულ მცირე, ერთ წამით მაინც უნდა გაეუმჯობესებინათ. მონაწილეებს ეკრძალებოდათ დაჯდომა. საპირპარეშოში გასვლა და წყლის დალევის უფლება კი შეჯიბრის დაწყებიდან მხოლოდ 6 საათის შემდეგ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი ტაილანდელ გეი წყვილს ეკუთვნით, რომლებიც 50 საათსა და 25 წუთის განმავლობაში კოცნიდნენ. ამჯერათ კი ახალგაზრდა წყვილმა გაიმარჯვა რეკორდის 3 წამით გაუმჯობესებით.
აღსანიშნავია, რომ რეკორდის დამყარების შემდეგ წყვილს ექიმების დახმარება დასჭირდა, რადგან ორივეს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდათ.