x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
როგორ ცდილობდა კუდის თანამშრომელი ჟურნალისტების “დავერბოვკებას”
მინდა ჩემი წერილი უაილდის გენიალური სიტყვებით დავიწყო, სადაც ის ამბობს „ჩვენ ყველანი ორმოში ვსხედვართ, მაგრამ ზოგი ჩვენგანი იქედან მაინც ჭვრეტს ვარსკვლავიან ცას“ საქართველო კი დღეს სწორედ იმ ორმოს ჰგავს, რომლიდანაც ძალიან ცოტა უყურებს ვარსკვლავიან ცას, რომლებიც ამის გულისთვის ხშირ შემთხვევაში ისჯებიან.


დღევანდელი სიბნელე, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას აიძულებენ სიარულს არ არის მხოლოდ ხელისუფლების შედეგი, რაზეც პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამინმა უნდა გაიზიაროს, რომლებიც ბრმად იქნევენ „მათრახს“ და როზგავენ ისედაც სიბნელით გაჭირვებულ ადამიანებს. ასევე ეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა გაიზიარონ, რომლებიც კარგი შემოთავაზების შემდეგ თავად ხდებიან ამ უსამართლობის „მუსიკოსები“.


იმისთვის, რომ ჩემი წერილი უფრო მკაფიო და ჟურნალიტურ პრინციპებს მოვარგო მინდა ფაქტებით ვისაუბრო, რომელიც არც თუ ისე ცოტა მოგვეპოვება იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.


იანვარში დასავლეთ საქართველოში ვიყავი, სადაც ბევრ ჟურნალიტს შევხვდი. (მათივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებ იმ ჟურნალიტის სახელს და, არც იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის სახელს, რომელმაც ამ ჟურნალიტების დავერბორკება გადაწყვიტა) მინდა დავაზუსტი, ეს არ იყო საქმიანი შეხვედრა, ეს უბრალოდ იმ ჟურნალიტებთან შეხვედრის სურვილი იყო, რომლებსაც დიდ პატივს ვცემდი და დღეს ეს პატივისცემა უფრო გამიმტკიცდა.



ჟურნალისტებს აღმაშენებლის ძეგლთან შევხვდი, რადგან სხვა ადგილებს კარგად არ ვიცნობJ 10 წუთში მე და სამი ჩემი მეგობარი ჟურნალიტი ღარიბულ სახინკლეში წავედით. ცოტა ლუდი დავლით, ვისაუბრეთ საქართველოს დღევანდელ სიტუაციაზე, ქართველი ჟურნალიტების ინდიფერენტულობაზე და მათ კომფორმიზმზე.
ვისაუბრეთ იმაზე თუ, როგორი გზებით ცდილობს ასევე ხელისუფლება იმ ჟურნალისტების დავერბორკებას, რომლებიც დღეს საშიშები არ არიან, თუმცა გამოსაყენებლები ნამდვილად.


ცოტა ხნის შემდეგ, ერთ–ერთმა ჟურნალიტმა, რომელმაც ჩვენზე მეტი დალია იქ მყოფ ორ ჟურნალიტს გადახედა და უთხრა ხალხო მოდით ამ კაცს მოუყვეთ ჩვენი ძმის ძმობის შესახებო. ამ სიტყვებმა დამაინტერესა და ნუგზარს (სახელი პირობითად მოვიყვანე) ვთხოვე მოეყოლა რას გულისხმობდა. ბევრს აღარ მოვყვები იმის შესახებ თუ რა დისკუსია უძღოდა წინ ამ ფაქტის ჩემთვის გაზიარებას მაგრამ პატარა შესავალს მაინც გაუკეთებ. მაშინ, როცა ბიჭებმა იგრძვნეს ჩემი დაინტერესება ქუთაისლურ სტუმართმასპინძლობას ვერ გაექცნენ და მოყოლა გადაწყვიტეს. ნუგზარმა შემომხედა და მითხრა ამ ფაქტს თუ დაწერ მაშინ არ გეტყვიო. მე ვუთხარი, რომ არ დავწერ მეთქი. კარგიო მითხრა მაშინ მოგიყვებიო მერე გაეცინა და დაიწყო.


ერთი თვის წინ ჩვენმა სტუდენტობის მეგობარმა და ჯგუფელმა, რომელსაც დღეს კუდში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია (ისინი სამივე ჯგუფელები იყვნენ, ხოლო ის ვისზეც ყვებოდა ამათი ჯგუფელი ასევე. ) დამირეკა და ქალაქის ცენტში ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში დამპატიჟაო. დილა იყო ავდექი და რესტორანში წავედი, რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ჩვმს ძმაკაცს ამათვისაც დაურეკია.


ბიჭები ვნახე მოვიკითხე და შეკრების მიზეზიც ვიკითხე; ჩვენმა „კუდელმა“ მეგობარმა ჩაიცინა და მიპასუხა „არ შეიძლება მეგობრები დაგპატიჟოთო?“ ამ პასუხმა და მისმა ორაზროვანმა ღიმილმა ცოტა დამაფიქრა და ტვალეტში გავედი, ხელები დავიბანე და ის გავაკეთე, რაც არასდროს თავში არ მომივიდოდაო პირველად ვიგრძენი მეგობრების მიმართ უნდობლობა. ავდექი და დიქტაფონი, რომელსაც სულ ჯიბით დავატარებ ჩავრთეო.


ამ საუბრის შემდეგ ჯიბიდან დიქტაფონი ამოიღო ჩართო, მაგიდაზე დადო და თვალით მიმანიშნა მოისმინეო. მე სმენად ვიქეცი, იმის ჩემთვის უცხო ხმა, რომელიც ამბობდა.


კუდელი „ბიჭებო მე ყოველთვის მინდოდა თქვენი ნახვა მაგრამ ვერასდროს მოვახერხე სანამ ისევ სამსახური არ დაგვეხმარა ამ შეხვედრის მოწყობასა და ჩვენი მეგობრობის გახსენებაში. (იცინის) მოკლედ რახდება, გუშინ სამსახურში თათბირი გვქონდა, სადაც ვსაუბრობდით იმ საკითზე, რომელიც ცენტრიდან მივიღეთ. მოკლედ, იცით ალბათ საპარლამენტო არჩევნები კარზეა, ეს გამოსირებული ოპოზიცია კიდევ იმ ბაგაჟით ვერ დაიკვეხნის, რომელიც ჩვენთვის მნიშვენოვანი იქნება. მოკლედ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება ჭკვიანი ხალხი, რომლებსაც ლუბოი პარტიაში შევუშვებთ… ლ უ ბ ო ი პატრიაში, იცოდეთ იქ პირველი კაცია თუ არა მეორე კაცი ჩვენია. შეუშვებთ, სადაც იაქტიურებს დავეხმარებით ფინანსურად ყველამხრივ, რაშიც ჩვენი დახმარება დაჭირდება გაუკეთებთ რეიტინგს, მერე არჩევნებიც მოვა, შეხვალთ პარლამენტში და იქაც ჩვენს საქმე, ერთ საქმეს გავაკეთებთ.
ჟურნალიტი –(დუმილი) მომისმინე დიქტაფონი მაქვს ჩართული…… რა ვქნათ ეხლა…. მომისმინე მე აქ მეგონა საქეიფოდ მოვედი…… რომ გამოვაქვეყნო ეს სტატია ხომ იქნები ღირსი…..
კუდელი (იცინის) ჯერ ერთი ვიცი არ გამოაქვეყნებ, მეორეც, რომც გამოაქვეყნო ვის რას უზავ ამით…. (იცინის)
სხვა ჟურნალიტის ხმა – კაი რა შენც ხომ იცი ამის გამკეთებლები ჩვენ არცერთი არ ვართ და არც იმის, რაც შემოგვთავაზე. ცუდათ მოხვედი. მაგის დე……. ამდენი ხანია გვიცნობ და ვერ გაგვიცანი?
ისევ პირველი ჟურნალიტი აი ჩვენ ნამდვილად ვერ გიცნობდით თურმე… კარგი რა……


აქ გაითიშა დიქტაფონი.


ფაქტმა იმდენად დამთრგუნა, რომ საკუთარი თავი ჩავაყენე ამ ხალხის ადგილზე ძალიან გავბრაზდი მათ მეგობარზე და ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ამ შემთხვევიბის დროს იყიდებიან და ასეთი ძალიან ბევრია დეღეს ჟურნალიტიკაში და ჟურნალიტიკის გარეთ. მერე გონზე მოვედი და მათ ამ მასალის მოცემა ვთხოვე და დავპირდი, რომ პრივატულობას მკაცრად დავიცავდი, რაც მგონი გამომივიდა კიდეც. ამ მასალის მოცემა ბიჭებმა კიდევ იმით გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ორ–ორი რუნკა დალეული გვქონდა უკვე ლუდთან ერთადJ მადლობა მათ ამ მასალისთვის, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს დიქტაფონში დადუმებას.


ეს მასალა მაინც დაიბეჭდებოდა, როდისმე მაგრამ შეიძლება უფრო გვიან. იმ კუდელმა თუ „კურდღელმა“ კიდევ ფრანკლინის სიტყვები არ იცოდა ეტყობა, როცა ამბობდა, რომ ამ ჩანაწერს ეს ჟურნალიტები არ გაახმაურებდნენ. მინდა შევახსენო ფრანკლინის სიტყვები მათ, რადგან ასეთი ქმედება მათვის უხო არ იქნება. ფრანკლინის აზრით სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია. არც ეს გაუჭირდება ჩვენს ხელისუფლებას.


ავტორი უტა ბიწაძე

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:უტა
უტა
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0