x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
რატომ გვატყავებენ საქართველოში?


imageმინდა შევეხო საქართველოში არსებულ, კიდევ ერთ მტკივნეულ თემას, ესაა კომუნიკაციის ტარიფები, ძირითადად ყურადღების გამახვილება მინდა ინტერნეტის ტარიფებზე.
ჩვენი ყოფილი თუ ახლანდელი მთავრობის წარმომადგენლები დღედაღამ რომ გაიძახიან ევროპა ევროპაო სადაა ეს ევროპა რაში ჩანს ეს ევროპელობა? მხოლოდ ცუდისკენ მიდრეკილებაში?

მაგალითისთვის ავიღოთ რამდენიმე ქვეყანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, რა ხდება ამ მხრივ იქ?

მინიმალური ინტერნეტ-პაკეტით(1Mbit/წ) სარგებლობა სომხეთში 2
დოლარი და 5 ცენტია, აზერბაიჯანში – 5 დოლარი და 7 ცენტი, საქართველოში კი 1
მეგაბიტი 10 დოლარი ღირს, რუსეთში იგივე მომსახურება 3 დოლარის
ფარგლებშია. უკრაინაში, სადაც გასულ წელს ტარიფების შემცირებაც მოხდა,
ინტერნეტ-პაკეტის საშუალო ტარიფი 52-53 გრივნაა, დაახლოებით 7-8 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა სწრაფი ინტერნეტ-კავშირის სიჩქარით
მსოფლიოს 30 ქვეყანას შორისაა. როგორც ირკვევა, საქართველოში
ინტერნეტ-პაკეტების ღირებულება მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო
სიჩქარე – ყველაზე დაბალი. ჩვენთან ინტერნეტით მომსახურების ტარიფებს თავად
პროვაიდერები ადგენენ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანია ამაში არ
ერევა. ამ უწყებაში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად მხოლოდ ის მოთხოვნაა, რომ ყველა პროვაიდერის ვებგვერდზე გამოქვეყნებული უნდა იყოს ინფორმაცია მომსახურების ტარიფების შესახებ გამოაქვეყნებს თუ არა როცა მეტი არჩევანი არ გაქვს რას გააკეთებ? მითუმეტეს რეგიონებში ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა?

მე მაგალითად maximal-ის 2000კბიტი/წამამდე სიჩქარეში 40 ლარს ვიხდი, ამას დამატებული მოდემის ქირა, 1თვე 15 ლარი,
თვითონ სიჩქარე გაცილებით დაბალია ვიდრე 2000კბიტი/წამში, ანუ ეს რას ნიშნავს რომ გადმოწერის სისწრაფე კილობაითებში იქნება 250 ანუ 2000/8=250
აქედან დასკვნა რომ 40 ლარს ვიხდი 250 კილობაითში.რეალურად კი არც მაგდენია სისწრაფე.
ვინც ვერ მიხვდა რატომ გავყავი 8-ზე, აგიხსნით რათა ამა თუ იმ ინტერნეტ პროვაიდერის ტარფიბში მითითებულმა ციფრებმა არ დაგაბნიოთ და შეცდომაში არ შეგიყვანოთ.
მოკლედ, კომპიუტერულ სისტემებში გამოყენებული საზომი ერთეულებია:
8 ბიტი = 1 ბაითი
1024 ბაითი = 1 კილობაითი
1024 კილობაითი = 1 მეგაბაითი
1024 მეგაბაითი = 1 გიგაბაითს
1024 გიგაბაითი = 1 ტერაბაითს
1024 ტერაბაითი = 1 პეტაბაითი
1024 პეტაბაიტი = 1 ექსაბაიტი
1024 ექსაბაითი = 1 ზეტაბაითი
1024 ზეტაბაითი = 1 იოტაბაითი
1024 იოტაბაითი = 1 ბრონტობაითი
1024 ბრონტობაითი = 1 გეოპბაითი
1024 ბიტი არის 1 კილობიტი
1024 კილობიტი = 1 მეგაბიტი

1კილობაითი = 8192 ბიტი
1კილობიტი = 0.125 კილობაითი
1მეგაბაითი = 8388608 ბიტი
1მეგაბაითი = 8192 კილობიტი

სწორედ ბიტებშია მოცემული ინტერნეტ პროვაიდერების მიერ შემოთავაზებული სიჩქარეები.ასევე სიჩარის საზომი საიტებიც ბიტებში ითვლის და შეგიძლიათ შეამოწმოთ რომელიმე speed test საიტზე თქვენი ინტერნეტის სიჩქარე.
კიდევ ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ:
თუ ინტერნეტ პროვაიდერი გვთავაზობს 5Mbit/s (5მეგაბიტი/წ) და არა 5Mbyte (5მეგაბაითი/წ) სისწრაფეს, ჩვენ მომხარებლები ვინც ვერ ვერკვევით ამ საზომ ერთეულებში, წარმოვიდგენთ რომ გადმოწერის სისწრაფე(download) გვექნება 5000 კილობაითი, კიდევ უარესი, როგორც ვიცი პროვაიდერები ანგარიშობენ არა 1024-ობით არამედ 1000-ობით, აქედან 5000/8 ანუ 5000 კილობიტი გავყოთ 8 ბიტზე და მივიღებთ 625 კილობაითს რაც იქნება ჩვენი გადმოწერის მაქსიმალური სისწრაფე და არა 5000 როგორც ერთი შეხვედვით გვეგონა.ამას უნდა გამოივაკლოთ რაიმე ხელშეშლა და მცირე დანაკარგებიც გამოვა 600კბ/წ, ატვირთვა(upload) კიდევ უფრო დაბალია რა თქმა უნდა.
10მბ რეალური გადმოწერის სისწრაფე იქნება:
10 000 კბ/წ გავყოთ 8-ზე ეს იქნება 1250 კბ/წამში და არა 10 000 კილობაითი.

ამას დავამატოთ მობილური ოპერატორების თუ მობილური ტელეფონების ფასები, მედიკამენტების, მგზავრობის რაც ევროპულ ფასებზე გაცილებით მაღალია, მერე შევადაროთ ჩვენი და ევროპული ხელფასები პენსიები და ცხოვრების დონე.

დანარჩენი თქვენ განსაჯეთ, თუ სად მიდის ჩვენი ფული.

image


კიდევ მინუსების წერას თუ რამე შეცდომით მაქვს ნააზრევი კომენტარებში შემისწორეთ, თუ ვცდები რამეში..
მადლობა ყურადღებისთვის
ავტორი: ზ.პ


5
197
5-ს მოსწონს
ავტორი:SILENT-25
SILENT-25
197
  
2013, 15 მაისი, 16:54
ვაი ჩვენს უპატრონობას.... ბედნიერი ერი ვართ
2013, 8 მაისი, 16:01
ვაი ჩვენს პატრონს არა:)) იმიტომ რომ პატრინი რომ გვყვავდეს ეგრე ხო არ იქნებოდა :
2013, 7 მაისი, 22:05
წყლის გადასახადიც კი ჩვენთან იმაზე ძვირია, ვიდრე ყველაზე უწყლო ქვეყანაში. მობილურ ოპერატორებითა და საბანკო პროცენტებით ხომ საერთოდ ლიდერები ვართ. ვაი, ჩვენს პატრონს! (
2013, 7 მაისი, 21:29
მეც ანალოგიური... შესრულებით თან..
2013, 24 აპრილი, 17:01
თავიდან დავდე,რავიცი რაც გინდათ ის იფიქრეთ მაგრამ მე გინების სურვილი მიჩნდება ამდენ უსამართლობას რომ ვყლაპავთ და მეტის ღირსებიც ვართ
0 1 5