კულტურა ვარსკვლავები, რომლებიც არ აღიარებენ პლასტიკურ ქირურგიას 2013, 24 აპრილი, 11:24 ვარსკვლავთა უმეტესობა ვერ ეგუება იმას, რომ წლების მატებასთან ერთად მათი გარეგნობა საგრძნობლად იცვლება. ისინი ებრძვიან ყოველი ახალი ნაოჭის გამოჩენას და მიმიართავენ პლასტიკურ ქირურგებს, მაგრამ არიან ისეთი ვარსკვლავებიც, რომელთაც არასდროს მიუმართავთ მათთვის და ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. გაგაცნობთ იმ ცნობილ ვარსკვლავებს, რომელთაც არასოდეს არ უსარგებლიათ პლასტიკური ქირურგიით. ბრწყინვალე მერილ სტრიპი მშვენიერია ნებისმიერ ასაკში! მას არ სჭირდება პლასტიკური ქირურგია! იგი პლასტიკის წინააღმდეგია და სხვებსაც უწევს რეკომენდაციას: "რაში გჭირდებათ ეს სისულელე? ერთი წუთით მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, რა მოხდება თუ კი ოპერაციის შედეგი ისეთი არ იქნება როგორც საჭიროა? ეს ხომ კოშმარია!" 49 წლის ჯონი დეპს, როგორც ჩანს საერთოდ არ აშინებს მიმიკური ნაოჭები, რომელიც წლების მატებასთან ერთად გაუჩნდა. მართალიც არის! ის მშვენივრად გამოიყურება. ძნელი წარმოსადგენია ბრედ პიტი ქირურგიული დანის ქვეშ. ის არასოდეს გამოირჩეოდა ნარციციზმით, როგორც ეს უამრავ ცნობილ მამაკაცს ახასიათებს. ის ყოველთვის ქალებისათვის სასურველ და მიმზიდველ მამაკაცად რჩება. ბრიჯიტ ბარდო უკვე 78 წლისაა, მაგრამ იგი თავის პრინციპებს არ ღალატობს. იგი უპირატესობას ანიჭებს ფული ცხოველთა დაცვის ფონდში ჩადოს, ვიდრე პლასტიკურ ოპერაციებზე დახარჯოს. ჯულიანა მურს არასოდეს მოსვლია თავში, რომ რაიმე ოპერაცია გაეკეთებინოს. "არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ აახალგაზრდავებს ადამიანს-პლასტიკის საშუალებით შეიძლება მოიცილო კოსმეტიკური დეფექტები და ისიც მცირე ხნით. გარდა ამისა, ყველა ადამიანი კარგავს მისი სახისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. პლასტიკა ტოვებს ისეთ კვალს, რომლისგანაც ვერასოდეს განთავისუფლდები!" 39 წლის კეიტ მოსს, სიცილის დროს გაჩენილი მიმიკური ნაოჭები, სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ყველაზე მოთხოვნადი სუპერ მოდელი იყოს. 1980-იან წლებში სუპერმოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იქნა აღიარებული. წლების შემდეგ, 47 წლის ქალბატონი შესანიშნავად გამოიყურება პლასტიკური ოპერაციების გარეშეც. სიგურნი უივერი დაახლოებით 70 წლისაა, მაგრამ თავის ასაკში იგი მშვენივრად გამოიყურება. იგი უარყოფს ყველანაირ პლასტიკას და აღნიშნავს, რომ მსახიობის სახემ ცოცხალი ემოციები უნდა გამოხატოს.კეიტ უინსელტის თქმით, ის არასდროს არ მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის აღზრდას, მორალურ პრინციპებს და წარმოდგენებს ბუნებრივ სილამაზეზე. "მე მსახიობი ვარ და არ მინდა გავყინო ჩემი ემოციები!" ჯულია რობერტს დრო ვერაფერს აკლებს-ის ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია! ამ ყოველივეს მან ჯანსაღი კვებით მიაღწია. "სახე უნდა მეტყველებდეს ადამიანზე და არა მის ვიზიტზე ქირურგთან"-დარწმუნებულია 45 წლის მსახიობი. 298 10-ს მოსწონს
|