სამარხვო კერძები უგემრიელესი სამარხვო თაფლაკვერები 2013, 24 აპრილი, 0:30 შემადგენლობა:
1ჭიქა შაქარი
1ჭიქა წყალი
2 სადილის კოვზი თაფლი
1 ჩაის კოვზი სოდა 2 სადილის კოვზი კაკაო ან ყავა 0.5 ჭიქა ქიშმიში 0.5 ჭიქა დაფერფლილი თხილი 0.5 ჭიქა მცენარეული ზეთი 1.5-2 ჭიქა ფქვილი მომზადების წესი: ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავამატოთ წყალი და მცენარეული ზეთი, ცოტა შევათბოთ და დავამატოთ თაფლი. მოვურიოთ, რათა თაფლი და შაქარი გალღვეს. ცალკე ჭურჭელში ავურიოთ ყავა ან კაკაო სოდასთან მიღებული დავუმატოთ თაფლს წყალსა და ზეთს და ისე მოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთიანი მასა დავამატოთ ქიშმიში და თხილი დავამატოთ ფქვილი და ისე ავურიოთ, რომ მასა დაემსგავსოს სქელ სმეტანას. გამოვაცხოთ რაიმე ფორმაში, 30-35 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით. 396 2-ს მოსწონს
|