ტექნოლოგიური სიახლეები პირველი კომპიუტერი 2013, 23 აპრილი, 21:29 XX საუკუნეში ტექნიკის მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო, კერძოდ კი კომპიუტერული სისტემების. კომპიუტერმა ჩვენი ცხოვრების წესი დიდად შეცვალა, ადვილი გახდა: ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, კონტაქტის დამყარება მსოფლიოს მაშტაბით და ა.შ. აქამდე სასურველი ინფორმაციას თუ ვიძიებდით ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა ლიტერატურულ დაწესებულებებში, დღეს უკვე მარტივად, მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია ვიხილოთ კომპიუტერის დახმარებით.
პირველი კომპიუტერის შექმის იდეა გაჩნდა 1940 წელს. იდეა კი 1945 წელს განხორციელდა ამერიკელი ფიზიკოსების ჯონ ეკერტმისა (Jon Eckert) და ჯონ მოუჩის (Jone Mauchiy) მიერ. პირველ კომპიუტერს კი სახელად ENIAC უწოდეს.
ეს უზარმაზარი "ყუთი" ერთ დიდ ოთახში იდგა და მას მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლები შეეძლო. მართალია იმ დროისთვის პირველი კომპიუტერი იყო, მაგრამ, სრულიად უსარგებლო, რადგან მხოლოდ გამოთვლებისთვის დაახლოებით მოიხმარდა იმდენ ელექტრო-ენერგიას რამდენსაც 1 დიდი ფაბრიკა-ქარხანა.
ალბათ ჯონ ეკრეტმი და ჯონ მოუჩი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ XXI საუკუნეში გამოიგონებდნენ იგივე შესაძლებლობის პატარა მანქანას, ე.წ კალკულატორს, რომელიც სიგრძით და სიგანით სულ რამდენიმე სანტიმეტრია და ძალიან ცოტა ელექტრო-ენერგიას მოიხმარს.
დღესდღეობით კი კომპიუტერულმა ტექნიკამ განვითარების პიკს მიაღწია, XX საუკუნის ტექნიკასთან შედარებით და მგონია, რომ მომავალში ისეთი განვითარება შეიძლება ვიხილოთ, რასაც დღეს ვერ წარმოვიდგენთ, როგორც ვერ წარმოიდგენდა XX საუკუნის 2 ფიზიკოსი, რომლებმაც პირველი კომპიუტერი შექმნეს. 12064 10-ს მოსწონს
|