ტენდენციები გაინტერესებთ რა არის მოდური 2013 წელს? 2013, 23 აპრილი, 18:30 2013 წელს ბევრი სიახლეა მოდაში, განსაკუთრებით აქსესუარებსა და ტანისამოსში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მოდის მხრივ არც ისე ჩამორჩენილია და დროთა განმავლობაში განვითარებას განიცდის, რაც დიდად საამაყოა. მინდა წარმოგიდგინოთ ის აქსესუარები და ტანისამოსი რაც მოდაშია და აქტუალურია დღეს-დღეობით. ძალიან მოდურია ასეთი სტილის ქურთუკები და პიჯაკები, ჩვეულებრივი ნაჭრისა და ტყავის ნაზავი. აქტუალურია ელასტიკები, განსაკუთრებით ტყავის და ასევე ნახევრად ტყავის. მოდაშია ჯინსის პერანგები და საერთოდაც პერანგების ფართო არჩევანია. წარმოგიდგენთ კეპებს და კედებს, რომლებიც ნამდვილად მოდურს გაგხდით, თუკი გექნებათ გარდერობში. ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი ჩანთაა და შეგიძლიათ იხილოთ, როგორი ჩანთებია მოდური. ახლა კი განახებთ მაისურებს, სათვალეებს და ა.შ რაც ძალიან მოდურია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ეს მცირედია რაც შემოგთავაზეთ, მადლობთ ყურადღებისთვის! 568 6-ს მოსწონს
|