ფეხბურთი დღეს დიდი საფეხბურთო ზეიმია!!!!! 2013, 23 აპრილი, 12:41 ყველა ფეხბურთის მოყვარულთათვის ცნობილია და არა მოყვარულთათვისაც, რომ დღეს იმართება ევროპული საკლუბო ჩემპიონატის “ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალური მატჩები.
დღეს დიდი საფეხბურთო ზეიმია ერთმანეთს დაუპირისპირდება ევროპის ორი საუკეთესო გუნდი გერმენიის ბუნდესლიგის უკვე ჩემპიონი “რეკორდმაისტერები'' მიუნჰენის “ბაიერნი'' და თითქმის ესპანეთის ლა ლიგის ჩემპიონი კატალონიის “ბარსელონა''.
![]() გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 51 თამაშში “ბარსას” 29 მოგება, 11 ფრე და ამდენივე წაგება დაუგროვდა. სტუმრად, კატალონიელებმა 9-ჯერ მოიგეს, 8-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. დღეს შეგახსენებთ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და იმ იმედით დასრულდება, რომ ბარსა ვერაფერს გახდება. სავარაუდო შემადგენლობები ბაიერნი : ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, გომესი. ბარსელონა : ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია. მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი). პ.ს რეალის გულშემატკივარი ვარ “Hala Madrid", ბარსას გულშემატკივრებო არ გამინაწყენდეთ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და რატომაც ზემოთ ავღნიშნე. . 19 8-ს მოსწონს
|