სხვა კამოდოს დრაკონი 2013, 22 აპრილი, 23:06 ეს უჩვეულო არსება სავარაუდოდ პრეისტორიული ხანიდან შემორჩენილი ერთერთი სახეობაა. მას "Varanus komodoensis" (ლათინურად) სახელით იცნობენ. კამოდოს დრაკონი ყველაზე დიდი ხვლიკია მთელს მსოფლიოში. ამ საოცარ ცხოველებს კარგად შეუძლიათ ცურვა, კარგად დაძვრებიან ხეებზე, აქვთ შესანიშნავი ყნოსვის უნარი და ყველა ამ თვისებასთან ერთად ისინი ძალიან შხამიანი არსებები არიან. მისი ნაკბენის ადამიანისთვის შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. კამოდოს დრაკონი ადგილობრივები "მიწის ნიანგადაც" მოიხსენიებენ. ისინი ცხოვრობენ ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით "სახლობენ" კუნძულ კამოდოზე. ზრდასრული მამრი 2.5-3 მეტრს აღწევს სიგრძეში, ხოლო წონით 70 კილოგრამამდე იზრდება, თუმცა აღმოჩენილია 3.13 მეტრი სიგრძისა და 166 კილოგრამი წონის მქონე ეგზემპლარებიც. მდედრები მამრებისგან განსხვავებით საკმაოდ პატარები არია, მათი სიგრძე 1.5-2 მეტრამდეა. ამ არსებების კუდის ზომები სხეულის ნახევრის ტოლია. ისინი ძირითადად მუქი ყავისფერი შეფერილობის მქონე ქერცლით არიან დაფარულნი, ახალგაზრდებს კი კანზე ყვითელი წინწკლებიც აქვთ. მის მძლავრ ყბებს ამშვენებს ბასრი კბილები, რომელიც განკუთვნილია ხორცის დასაქუცმაცებლად. ეს მონტრი არსებები დღისით გამოდიან საშოვარზე. ცხელ დღეებში ჩრდილს ეტანებიან, დღის მეორე ნახევარში კი ნადირობენ. ახალგაზრდა ხვლიკები უსაფრთხოების მიზნით ღამით ხეებზე ძილს ანიჭებენ უპირატესობას. კამოდოს დრაკონებს კარგი ცურვის შესაძლებლობის გამო, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ ერთი კუნძულიდან მეორეზე, მაგრამ მათ არ შეუძლიათ 15 წუთზე მეტხანს ცურვა, ამიტომ მხოლოდ ახლომდებარე კუნძულებზე გადასვლას ახერხებენ. ალბათ სწორედ ეს ფაქტორი ახდენს მათი საცხოვრებელი ადგილების ბუნებრივ საზღვარს. ამ საოცარ ხვლიკებს, მოკლე დისტანციაზე, შეუძლათ 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. იგი ცურვის დროს კუდთან ერთად უკანა ფეხებსაც იყენებს. მათ ბუნებრივი მტერი თითქმის არ ჰყავთ. მხოლოდ ახალგაზრდა ხვლიკებს ემტერებიან დიდი ზომის ფრინველები და დიდი გველები. ისინი საშინელი მტაცებლები არიან. დიდი მწერებიდან დაწყებული ყველაფერს ჭამენ, ცხენები, კამეჩები და ა.შ. ამ ხვლიკებისთვის არც კანიბალიზმია უცხო. შიმშილის პერიოდში თავისზე პატარა თანამოძმის შეჭმა არაა მათთვის უცხო ხილი. ისინი ჩასაფრების ტაქტიკას იყენებენ ნადირობისას. კუდის მძლავრი დარტყმით შეუძლიათ ფეხების მომტვრევა. საკმაოდ ხშირია იმის შემთხვევები, რომ მსხვერპლი გაექცეთ, თუმცა მისი შხამი ღია ჭრილობიდან ანთებასა და ინფექციას იწვევს, რის გამოც ცხოველი იღუპება. კამადოს დრაკონი კი თავისი უნიკალური ყნოსვის წყალობით აგნებს მას და ძირითადად ლეშით იკვებება. მათ სუნით მიგნება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. ამიტომ სუნზე მოსულ სხვა ხვლიკებს შორის იმართება დაუნდობელი ბრძოლა ნადავლისათვის. მათი შეჯვარება ხდება ზამთარში, მშრალ სეზონზე. მამრები 2-ჯერ მიდიან მდედრებთან. აქედან გამომდინარე ამ პერიოდში საკმაოდ ხშირია სარიტუალო ბრძოლები. ამის შემდეგ 6-7 თვის განმავლობაში მდედრი ეძებს ადგილს, თუ სად დადოს კვერცხები. ყველაზე ხშირად ისინი ბუდეს ხმელი ფოთლებით იკეთებენ, ღრმა ხვრელებში და 20-მდე კვერცხს დებენ. თითოეულის საშუალო წონა 200 გრამია. დაბადების შემდეგ (8-8.5 თვე) ისინი ერთმანეთის ჭამას იწყებენ, შემდეგ კი გადარჩენილები ინსტიქტურად გამორბიან ბუდიდან და ხეებზე ძვრებიან, სადაც მომდევნო 2 წელიწადს ატარებენ. 2009 წელს მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ხვლიკებს ქვედა ყბაზე აქვთ ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ "საიდუმლო" შხამს. შხამი შეიცავს ტოქსიკურ ცილებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, იწვევს კუნთების დამბლას და აქვეითებს გულის წნევას. ჯირკვლებიდან შხამი მილისებრი სადინარებით ერევა ნერწყვს და მისი კბილებიც მუდამ შხამშია "ამოვლებული". მონსტრი ხვლიკები ადამიანებისათვის საშიშები არიან. მათი კბენის შემთხვევაში ექიმის დროული დახმარების გარეშე სიკვდილი გარდაუვალია. ამის გამო ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ბავშვებისათვის. შიმშილის პერიოდში, არსებობს დოკუმენტური მასალა, ბავშვების სიკვდილიანობის მიზეზებიც ხშირად გამხდარან. ყოფილა შემთხვევაბი, როდესაც საფლავიდან მიცვალებულებიც შეუჭამიათ. ამ ცხოველების მოკლვა აკრძალულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ. სპეციალურად მათთვის შეიქმნა ეროვნული პარკი კუნძულ კამოდოზე. ცოტა რამ ამ ცხოველების ნადირობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ დართულ ვიდეო ფაილში. 276 16-ს მოსწონს
|