x
image
cxvedo
კამოდოს დრაკონი
Varanus komodoensis

ეს უჩვეულო არსება სავარაუდოდ პრეისტორიული ხანიდან შემორჩენილი ერთერთი სახეობაა. მას "Varanus komodoensis" (ლათინურად) სახელით იცნობენ. კამოდოს დრაკონი ყველაზე დიდი ხვლიკია მთელს მსოფლიოში. ამ საოცარ ცხოველებს კარგად შეუძლიათ ცურვა, კარგად დაძვრებიან ხეებზე, აქვთ შესანიშნავი ყნოსვის უნარი და ყველა ამ თვისებასთან ერთად ისინი ძალიან შხამიანი არსებები არიან. მისი ნაკბენის ადამიანისთვის შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

კამოდოს დრაკონი ადგილობრივები "მიწის ნიანგადაც" მოიხსენიებენ. ისინი ცხოვრობენ ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით "სახლობენ" კუნძულ კამოდოზე.

Varanus komodoensis


ზრდასრული მამრი 2.5-3 მეტრს აღწევს სიგრძეში, ხოლო წონით 70 კილოგრამამდე იზრდება, თუმცა აღმოჩენილია 3.13 მეტრი სიგრძისა
და 166 კილოგრამი წონის მქონე ეგზემპლარებიც.

Varanus komodoensis

მდედრები მამრებისგან განსხვავებით საკმაოდ პატარები არია, მათი სიგრძე 1.5-2 მეტრამდეა. ამ არსებების კუდის ზომები სხეულის ნახევრის ტოლია. ისინი ძირითადად მუქი ყავისფერი შეფერილობის მქონე ქერცლით არიან დაფარულნი, ახალგაზრდებს კი კანზე ყვითელი წინწკლებიც აქვთ.

Varanus komodoensis

მის მძლავრ ყბებს ამშვენებს ბასრი კბილები, რომელიც განკუთვნილია ხორცის დასაქუცმაცებლად.


Varanus komodoensis



Varanus komodoensis


Varanus komodoensis


ეს მონტრი არსებები დღისით გამოდიან საშოვარზე. ცხელ დღეებში ჩრდილს ეტანებიან, დღის მეორე ნახევარში კი ნადირობენ. ახალგაზრდა ხვლიკები უსაფრთხოების მიზნით ღამით ხეებზე ძილს ანიჭებენ უპირატესობას.


Varanus komodoensis


კამოდოს დრაკონებს კარგი ცურვის შესაძლებლობის გამო, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ ერთი კუნძულიდან მეორეზე, მაგრამ მათ არ შეუძლიათ 15 წუთზე მეტხანს ცურვა, ამიტომ მხოლოდ ახლომდებარე კუნძულებზე გადასვლას ახერხებენ. ალბათ სწორედ ეს ფაქტორი ახდენს მათი საცხოვრებელი ადგილების ბუნებრივ საზღვარს.


ამ საოცარ ხვლიკებს, მოკლე დისტანციაზე, შეუძლათ 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. იგი ცურვის დროს კუდთან ერთად უკანა ფეხებსაც იყენებს.

მათ ბუნებრივი მტერი თითქმის არ ჰყავთ. მხოლოდ ახალგაზრდა ხვლიკებს ემტერებიან დიდი ზომის ფრინველები და დიდი გველები.

Varanus komodoensis


ისინი საშინელი მტაცებლები არიან. დიდი მწერებიდან დაწყებული ყველაფერს ჭამენ, ცხენები, კამეჩები და ა.შ. ამ ხვლიკებისთვის არც კანიბალიზმია უცხო. შიმშილის პერიოდში თავისზე პატარა თანამოძმის შეჭმა არაა მათთვის უცხო ხილი.

Varanus komodoensis


ისინი ჩასაფრების ტაქტიკას იყენებენ ნადირობისას. კუდის მძლავრი დარტყმით შეუძლიათ ფეხების მომტვრევა. საკმაოდ ხშირია იმის შემთხვევები, რომ მსხვერპლი გაექცეთ, თუმცა მისი შხამი ღია ჭრილობიდან ანთებასა და ინფექციას იწვევს, რის გამოც ცხოველი იღუპება. კამადოს დრაკონი კი თავისი უნიკალური ყნოსვის წყალობით აგნებს მას და ძირითადად ლეშით იკვებება. მათ სუნით მიგნება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. ამიტომ სუნზე მოსულ სხვა ხვლიკებს შორის იმართება დაუნდობელი ბრძოლა ნადავლისათვის.


Varanus komodoensis


Varanus komodoensis


მათი შეჯვარება ხდება ზამთარში, მშრალ სეზონზე. მამრები 2-ჯერ მიდიან მდედრებთან. აქედან გამომდინარე ამ პერიოდში საკმაოდ ხშირია სარიტუალო ბრძოლები.

Varanus komodoensis

ამის შემდეგ 6-7 თვის განმავლობაში მდედრი ეძებს ადგილს, თუ სად დადოს კვერცხები. ყველაზე ხშირად ისინი ბუდეს ხმელი ფოთლებით იკეთებენ, ღრმა ხვრელებში და 20-მდე კვერცხს დებენ. თითოეულის საშუალო წონა 200 გრამია. დაბადების შემდეგ (8-8.5 თვე) ისინი ერთმანეთის ჭამას იწყებენ, შემდეგ კი გადარჩენილები ინსტიქტურად გამორბიან ბუდიდან და ხეებზე ძვრებიან, სადაც მომდევნო 2 წელიწადს ატარებენ.

Varanus komodoensis

2009 წელს მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ხვლიკებს ქვედა ყბაზე აქვთ ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ "საიდუმლო" შხამს. შხამი შეიცავს ტოქსიკურ ცილებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, იწვევს კუნთების დამბლას და აქვეითებს გულის წნევას. ჯირკვლებიდან შხამი მილისებრი სადინარებით ერევა ნერწყვს და მისი კბილებიც მუდამ შხამშია "ამოვლებული".

Varanus komodoensis

მონსტრი ხვლიკები ადამიანებისათვის საშიშები არიან. მათი კბენის შემთხვევაში ექიმის დროული დახმარების გარეშე სიკვდილი გარდაუვალია. ამის გამო ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ბავშვებისათვის. შიმშილის პერიოდში, არსებობს დოკუმენტური მასალა, ბავშვების სიკვდილიანობის მიზეზებიც ხშირად გამხდარან. ყოფილა შემთხვევაბი, როდესაც საფლავიდან მიცვალებულებიც შეუჭამიათ.

Varanus komodoensis

ამ ცხოველების მოკლვა აკრძალულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ. სპეციალურად მათთვის შეიქმნა ეროვნული პარკი კუნძულ კამოდოზე.

Komodo National Park

ცოტა რამ ამ ცხოველების ნადირობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ დართულ ვიდეო ფაილში.

14
274
16-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
274
  
2013, 11 მაისი, 0:41
მართალი ხარ
2013, 11 მაისი, 0:39
იდეალური სიკვდილის მანქანაა ლაითად რომ ვთქვათ :)
2013, 11 მაისი, 0:38
საინტერესო და საშიში სტატიაა! ამ ცხოველზე თუ დინოზვრზე ა~ეზლა გავიგე :)
2013, 23 აპრილი, 18:00
ორი ცალი, ნელ-ნელა რომ გავწმინდო :D
2013, 23 აპრილი, 18:00
:) შენ მასე გაწმენდა თუ გაქვს გადაწყვეტილი მაშინ ერთი არ ეყოფა :დ ფერმა უნდა გააკეთო :D
2013, 23 აპრილი, 17:58
შემოაჩამოს... ცოტააა თბილისში ისეთი, რომ არ დაგენანება ? :D
2013, 23 აპრილი, 17:58
:) ვინმე თუ შემოეჭმება გზაზე მერე არ იწუწუნო :D ერთი ლომის რჩენა ჯობია მაგის გამოკვებას :D
2013, 23 აპრილი, 17:57
:D ქუაჩაში რო ასეირნებ საინტერესო იქნება რეაქცია ხალხის :D
2013, 23 აპრილი, 17:55
კი, არსებობენ მოშინაურებულებიც.
2013, 23 აპრილი, 17:53
ისე რო მოვიშინაურო და რამე არა?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10