ტურისტი სახელად ლინ ვანგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. იგი თავის მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა ჩინეთის ბუდისტურ ტაძარში. ლინი მეგობრებს ჩამორჩა და თვალიერება დაუწყო ბეტონის კონსტრუქციებს. მეგობრებმა გადაწყვიტეს თავის მეგობარს გახუმრებოდნენ და ხშირად დაიწყეს ზარის რეკვა. საუბედუროდ კონსტრუქცია ჩამოინგრა, ზარი ჩამოვარდა და დაეცა ლინ ვანგის. ეს ყველაფერი მოხდა წამებში მეგობრები შეშინდნენ, როდესაც გაიგეს ლინის ხმამაღალი ყვირილი. მაშინვე გამოიძახეს სამაშველო ბრიგადა, რომ ეს უძველესი ძვირფასი კულტურული ზარი დაუზიანებლად გადაეადგილებინათ. მათ ამწე კონსტრუქციაც კი შექმნეს, რომ გადაერჩინათ ბიჭი. ახალგაზრდა მამაკაცმა ამ ხაფანგში ორი საათი დაჰყო. მას გაუმართლა, რომ მხოლოდ ნაკაწრებით შემოიფარგლა.