x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138942
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
დედა რომელიც 7 წლის ქალიშვილზე ნაკლებს იწონის

imageერთი შეხედვით დები გეგონებათ, მაგრამ ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით, მასზე 26 წლის დედა 7 წლის ქალიშვილთან ერთადაა აღბეჭდილი.

დედას და ქალიშვილს ერთი ზომა ტანისამოსი სჭირდებათ. განსხვავება მხოლოდ
იმაშია, რომ ერთი თუ სუპებს მიირთმევს, მეორეს შოკოლადი და პიცა ურჩევია.


თავისი სიცოცხლის ნახევარი, რებეკა ჯონსი, ანორექსიითაა დაავადებული, იგი
32 კილოგრამს იწონის. მისი ქალიშვილი, მეიზი, კი 37 კილოგრამია. ამის
მიუხედავად, მის ჯონსს მოსწონს, როგორც გამოიყურება: „ვატარებ იმავე
ტანისამოსს, რასაც ჩემი ქალიშვილი და ამით ვამაყობ. არ ვთვლი, რომ ძალიან
გამხდარი ვარ. ვფიქრობ, იმაზე მსხვილი ვარ, ვიდრე ეს სარკეში ჩანს“.

დედის კვების რაციონს, რომელიც სამედიცინო ცენტრში მდივნად მუშაობს, სუპები და ენერგეტიკული სასმელები შეადგენს.


კვების რაციონი რებეკას მაშინ აერია, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ.
გოგონა 11 წლის იყო. მაშინ გოგონამ არანორმალურად ბევრი საკვების მიღება
დაიწყო და სულ ცოტა ხანში ბურთს დაემსგავსა – 95 კილოგრამი გახდა. სკოლაში
დასცინოდნენ, ასე რომ, სულ მალე დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდა.
როდესაც 13 წლის გახდა, ჭამა თითქმის შეწყვიტა, მეგობრები კომპლიმენტებს
არ იშურებდნენ, რადგან წონაშიც იკლებდა. 50 კილოგრამს რომ მიაღწია,
მენსტრუაცია შეუწყდა.

რებეკა მეიზის მამას მანჩესტერის
უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდა. 19 წლის გოგონამ მას ანორექსიის შესახებ
მოუყვა და ისიც უთხრა რომ შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. წარმოდგენაც კი არ
ჰქონდა, რომ ორსულად იყო მანამ, სანამ ბავშვმა მუცელში მოძრაობა არ
დაიწყო. გაირკვა, რებეკა 26 კვირის ორსული იყო.

ექიმებმა
სთხოვეს, ქათმის ხორცი მაინც ეჭამა, რომ ორგანიზმს საჭირო ცილა და
ვიტამინი მიეღო. თუმცა, რებეკას კუჭმა „უარყო“ ასეთი საკვები. ორსულობის
დროს, იგი პურითა და ჭარხლით იკვბებოდა, წონაში მხოლოდ 3 კილოგრამით
მოიმატა.

საბედნიეროდ, მეიზი ჯანმრთელი დიაბადა. თუმცა პატარა იყო –
2 კილოგრამი და 200 გრამი. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, რებეკამ
დიეტის დაცვის დახმარებით, 31, 7 კილოგრამამდე მოიმატა.

დღეს,
რებეკა თავისი 7 წლი ქალიშვილის ტანისამოსს იცვამს. მეიზის ძალიან უყვარს
ნამცხვრები, შოკოლადი და ტკბილეული. „ტკბილეულის ჭამას არ ვუშლი“ –
აცხადებს რებეკა ჟურნალ Closer–თან ინტერვიუში.

გოგონამ იცის, რომ
დედას კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ ზუსტად არ იცის,
რა საფრთხე ემუქრება დედიკოს ჯანმრთელობას. ცოტა ხნის წინ, ჩატარებულმა
სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მის ჯონსის ორგანიზმი კალიუმის ნაკლებობას
განიცდის, ეს კი კუნთების დასუსტებას გამოიწვევს. ექიმებმა რებეკა
გააფრთხილეს, თუ არ გასუქდება, ინფარქტი გარდაუვალი იქნება.

0
6339
8-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
6339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0