კულტურა რატომ გამოიწვია რიანამ მოზარდთა მშობლების განრისხება და რის პოპულიზაციას უწყობს ის ხელს?! 2013, 22 აპრილი, 0:36 მომღერალი ეწევა სიგარეტს და პოზირებს ტორტთან, რომელსაც უცნაური, კანაფის ფოთლის ფორმა აქვს, თანაც სიგარეტიანის. მოღერალმა თავისი თაყვანისმცემლების ყურადღება "ღირსშესანიშნაობის" აღნიშვნით მიიქცია. რიანამ ასე მარიხუანის საერთაშორისო დღე აღნიშნა, სურათები კი ტვიტერზეა განთავსებული. სურათები არც თუ ისე სახარბიელოა, ერთ მათგანში მომღერალი ეწევა სიგარეტს და "გადმოუყრია" თავისი ტიტველი ფეხები. მეორე სურათში ფოკუსი მიმართულია მწვანე ფერის ნუგბარზე, რომელსაც კანაფის ფორმა აქვს, ორი წითელი დასისხლიანებული თვალი და პირი, რომელშიც სიგარეტია გაჩრილი. სიგარეტიც რა თქმა უნდა, შაქრისგანაა გაკეთებული. ტორტს წარწერაც ამშვენებს: “Happy 4/20 Riri!!!” წარწერა კი ნიშნავს: 20/4, ე.ი. 20 აპრილი, ეს დღე კი მსოფლიოში აღინიშნა ფესტივლებით და მსვლელობებით, რომლითაც მხარს უჭერდნენ მარიხუანის ლეგალიზაციას. ამ ტორტის სურათის გამოქვეყნებაც რაღა თქმა უნდა, მის მხარდაჭერას აღნიშნავს. ამ საქციელით რიანა იწვევს თავის მოზარდ თაყვანისმცემელთა მშობლების განრისხებას, რადგან, ისევ აგრძელებს თავისი მიდრეკილების გამოხატვას ნარკოტიკების მიმართ. მომღერალმა აქამდეც ხშირად დაწერა თავის სიყვარულზე თამბაქოს შესახებ და გამოაქვეყნა ისეთი სურათები, სადაც ეწევა. ალბათ ისიც გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ რიანამ გამოაქვეყნა თავისი უკანალის სურათები, სადაც ტატუ აქვს გაკეთებული და ეს ტატუ მარიხუანას ფოთოლია. 339 6-ს მოსწონს
|