x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135704
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ის რაც წარსულია



imageრატომღაც მინდა შენთან, რატომღაც მინდა
გიგრძნო...ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ვინმეს სახეს ბედნიერს დავინახავდი იმ მიზეზით
რომ მე მხედავს.ორი თვალი და უამრავი სხივი, რომელიც ჩემ თვალებს
ანათებს და ჩემს არსებობას აზრიანს ხდის.ბედნიერი ვარ როცა გხედავ როგორ მოდიხარ
ჩემთან შესახვედრად, კიდე უფრო ბედნიერი ვარ მაშინ როცა მოხვალ და თბილი ხმით
მეტყვი:“როგორ ხარ ჩემო ლამაზო“?აი მაშინ ვხვდები რომ, როცა მოდიოდი და ისე შორს
ჩანდი რომ მხოლოდ სილუეტით მივხვდი რომ შენ იყავი, ასევე მაშინ როცა აქ არც იყავი
და მაშინ როცა საერთოდ არ იყავი, მაინც ჩემი იყავი და მაშინაც კი მე
გიყვარდი....მინდა კივილი, ხო სწორდ
გაიგე, არ მოგესმა, სიხარულის კივილი მინდა, რომ დაგროვილი ბედნიერება გავფანტო და სხვებსაც
გავუზიარო, მათაც იგივე ვუსურვო და დავიცალო....წუთი უშენოდ საუკუნეა და
1საათი უშენოდ__ სიკვდილი, ეს არასდროს არ მინდა გამოვცადო.მაგრამ....მინდა
დავტკბე იმით რაც დღეს მაქვს და არ მინდა ვიფიქრო სხვა დღეებზე, ღირს კი???ალბათ
არა, იმიტომ რომ იქ შენ არ ხარ....

image

2
16
13-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
16
  
2013, 30 აპრილი, 18:12
ძალიან კარგია)))
2013, 21 აპრილი, 21:50
kargiaa..
0 1 2