x
image
თეო777
ინდონეზიელი უხელო ფოტოგრაფი

imageინდონეზიელმა
რუსიდა ბადაუიმ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტად შემოქმედი ადამიანისთვის
ფიზიკური ნაკლი პრობლემა არ არის. 44 წლის ქალბატონმა უბედური შემთხვევის
შედეგად ხელები დაკარგა, მაგრამ პროფესიონალი ფოტოგრაფია და უამრავი
შეკვეთაც აქვს.
რუსიდა 20 წელია საკუთარ სტუდიაში მუშაობს. ის არა
მარტო წარმატებული ფოტოგრაფი, არამედ კარგი დედა და მეუღლეა. რუსიდა
მეუღლესთან და 13 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს.

მას ხშირად იწვევენ
ქორწილების, კარნავალებისა და სხვა ღონისძიებების გადასაღებად. ზოგჯერ
მისი მომსახურებით ადგილობრივი ხელისუფალნიც სარგებლობენ.

ის 12
წლის იყო, როდესაც ავტოავარიაში მოყვა და ინციდენტის გამო იდაყვამდე ორივე
ხელის ამპუტაცია დასჭირდა. პატარა გოგონასთვის ეს დიდი ტრაგედია იყო და
მან სკოლაში სიარულზე უარი განაცხადა. როდესაც წამოიზარდა, მშობლებს
სთხოვა მისთვის ფოტოაპარატი ეყიდათ და ამ პროფესიით სწორედ მაშინ
დაინტერესდა. შემდეგ სწავლა პროფესიულ სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო და
წარმატებული კარიერა შეიქმნა.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0