x
სხვადასხვა ქვეყნების უცნაური დელიკატესები

imageუამრავ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება ისეთი საჭმელები რომლებიც ჩვენ უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია. ამ სტატიაში მე გაჩვენებთ ყველაზე უცნაურ და ჩვენთვის საზიზღარ კერძებს. გაფრთხილებთ რომ, პოსტის წაკითხვა არც ისე სასიამოვნო იქნება, მაშ ასე დავიწყოთ:
1.ბალუტი (ფილიპინები)image
ეს არის იხვის კვერცხი, რომელშიც ნაყოფს გაზრდილი აქვს ფრთები და ნიკსარტი. მას მიირთმევენ მოხარშულ მდგომარეობაში და ამბობენ რომ, ძალიან სასიამოვნოა როდესაც ძვლები ხრაშუნობს პირში. მას აგრეთვე კამბოჯაშიც მიირთმევენ.
2.პაჩა (ერაყი)

image
ეს არის უბრალოდ ცხვრის მოხარშული თავი. ამ დელიკატესს ყაზახეთშიც მიირთმევენ და მას პირველ რიგში მიაწოდებენ მაგიდის ყველაზე საპატიო წევრს.
3.ღვინო თაგვებისგან (კორეა)
image
ამ ტრადიციულ გამაჯანსაღებელ სასმელს სვამენ კორეასა და ჩინეთში. გემოთი ამბობენ რომ ის ნავთს მოგვაგონებს. სულ ახალი დაბადებული წრუწუნები, თვალაუხილავები მოთავსებულები არიან ბრინჯის ღვინოში.

4.Casu Marzu (იტალია, სარდინია)
image
ეს არის დამპალი ცხვრის ყველი, რომელსაც ესევა მატლები. მისი ჭამის დროს აუცილებლად კარგად უნდა დააკვირდეთ ლუკამში მატლი ხომ არ შეგყვათ, რადგან მატლები არ მოინელება და შეიძლება გამრავდნენ კიდეც, რაც იწვევს გულისრევას და სისხლიან ფაღარათს. ყველიდან გადმოდის მყრალი წვენი რომელსაც ქვია "ცრემლები". ეს ყველი ძირითადათ სარდინიაშია მაგრამ, მისი წარმოება აკრძალულია.
5.ესკამოლეს (მექსიკა)
image
ეს არის გიგანტური შავი ჭიანჭველბის კვერცხები, რომლებიც ცხოვრობენ აგავაში. ამ კვერცხების შეგროვება ძალზედ რთულია, რადგან ეს ჭიანჭველები ძალიან შხამიანები არიან და არ უყვართ ადამიანები. ამბობენ რომ ეს კვერცხები იგივეა რაც ხაჭო. მექსკიაში თუ შეიძენ საკვებს, შეიძლება ვერც შეამჩნიოთ რომ ეს საჭმელი ჭიანჭველი კვერცხებია.
6.ტარანტული (კამბოჯა)
image
კამბოჯაჭი, დიდ დელიკატესად ისევე როგორც ევროპაში ხიზილალა, ითვლება დიდი ობობა "ა-პინგი" (შხამიანი ტარანტულას ნაირსახეობაა). ეს არის ქალაქ სკოუნის საფირმო კერძი. როდესაც მას იპოვიან აუცილებელია გამოიყვანონ ბუდიდან და მოაძრონ შხამიანი ეშვები. ამის შემდეგ ისინი წვავენ ცეცხლზე ( აუცილებლად შეშის) და უმატებენ დიდი ოდენობით მარილსა და ნიორს. გემოთი მოგვაგონებს ქათმის ხორცს. ასევე ეს ობობა ხსნის ზურგის ტკივილს და კურნავს სასუნთქ ორგანოების დაავდებებს. შეიძლება ჩაითვალოს ეს ობობა სასარგებლოც კია.
7.ღამურა
image
ვიეტნამის ქუჩებში შეხვდებით უამრავ ეგზოტიკურ დელიკატესს. მაგრამ ტრაპეზის მეტად ფასეულ კერძად გვევლინება ღამურა. რესტორნებში ისინი ყავთ დამწყვდეული გალიებში და კლიენტს შეუძლია თავად აირჩიოს თუ რომელი ღამურის მირთმევა სურს. ვიეტნამელებს სჯერათ რომ, ღამურის ხორცი აძლიაერებს მამაკაცის ძალას.
8.მაიმუნის ტვინი
image
ჰონკ კონგის საუკეთესო რესტორნებში ძვირფას დელიკატესად ითვლება მაიმუნის ტვინი. რა თქმა უნდა ეს კერძი არ არის სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის და ზოგი მის ჭამას ვერც ბედავს. მაიმუნის ტვინს პირდაპირ თავიდან მიირთმევენ ჩაის კოვზით. გემოთი ის მოგვაგონებს ცივ ბრინჯის პუდინგს. ის შეიცავს ორჯერ უფრო ნაკლებ ქოლესტერინს ვიდრე ხორცი.
9.ვირთხა
image
image
ადრე პარაგვაიში ვირთხის ხორცს ჭამდენენ მხოლოდ პატარა სოფლებში, მაგრამ ეხლა ეს კერძი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მას მიირთმევენ ნებისმიერი სახით, შემწვარს, მოხარშულს, ფარშირებულს. გემოთი ის შემწვარ იხვს გავს. პარაგვაელები თვლიან რომ ვირთხის ხორცი მდიდარია ცილებით, არ არის ცხიმიანი და აუჯომბესებს სახის კანს.



4
308
6-ს მოსწონს
ავტორი:ელენიკო99
ელენიკო99
308
  
2013, 18 ივნისი, 21:05
დიდი მადლობა
2013, 18 ივნისი, 20:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 27 აპრილი, 14:57
საინტერესოა !
2013, 21 აპრილი, 3:57
მსგავსი სტატიები მრავლად მინახავს მაგრამ პირველი შემთხვევაა როცა ზემოთ ხსენებული (როგორც თქვენ ამბობთ სასარგებლო და სასიამუვნო) კერძებიდან ნამდვილად ვერცერთს ვერ შევჭამ
0 1 4