x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135658
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
RIVER ISLAND - ს ბრალი დასდეს ანორექსიის პროპაგანდაში !

image ბრენდმა River Island-მა წარმოადგინა ახალი კოლექცია, რომელიც შექმნა ბრიტანელ დიზაინერთან - ჯორჯია ჰარდინგთან ერთად. თუმცა ბრიტანელებმა ვერ შეძლეს მოდელიერის ნიჭის ბოლომდე შეფასება. როგორც კი გამოქვეყნდა ბრენდის ლუქბუქი, მაშინვე გაჩნდა უამრავი კრიტიკა და ბრალდება.


ადრე თუ გვიან ყველა ცნობილი და მოდური ბრენდის გარშემო ხდება კრიტიკისა და ბრალდების ბუმი. მაგალითად ამერიკული ბრენდი Americal Apparel-ი არაერთხელაა მოხვედრილი "დარტყმის" ქვეშ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კი მსოფლიო მოდის ყველაზე ცნობილი სკანდალების სიაშიც კი მოხვდა.

ამჯერად River Island-ის ჯერიც დადგა. ბრიტანული ბრენდის ახალი კოლექცია, რომელიც უნდა გამოშვებულიყო მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, კრიტიკულად შეაფასეს ამ ბრენდის მომხმარებლებმა. მათ River Island-ს დასდეს ბრალი ანორექსიის პროპაგანდაში, რასაც ნაწილობრივ შეიძლება ბევრი ჩვენთაგანიც დაეთანხმოს იმის ფონზე, რომ საკმაოდ მინიატურული ზომის მოდელები უკეთებენ რეკლამირებას ახალ კოლექციას. თითქმის შეუმჩნეველი წელი, ნული ზომის მკერდი, ჩაცვენილი ლოყები, ძალზედ გამხდარი ფეხები - ესაა ის სტანდარტები, რასაც აკმაყოფილებენ მოდელები, რომლებიც უკეთებენ რეკლამირებას River Island-ის ახალ კოლექციას.


ბრიტანული გამომცემლობა Daily Mail-ი მხარს უჭერს ამ კოლექციის გაკრიტიკებას და აცხადებს: "იმედი გვაქვს ბრენდი River Island-ი ჭკუას ისწავლის ამ მაგალითზე და მომავალში აღარ ჩაიდენს მსგავს შეცდომას. მათი კოლექცია უკეთესად გამოჩნდებოდა ჯანსაღ სხეულზე."



0
17
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:sunshine
sunshine
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0