x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139003
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახლახანს შექმნილი საორგანიზაციო კომისია უხელმძღვანელებს
image საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რის შესახებაც საზოგადოებას მთავრობის ოფიციალური ვებგვერდიდან ეცნობა.კომისიას დაევალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა imageმოსაზრებებისა და წინადადებების წარდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის.

კომისიის თავმჯდომარედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილია დანიშნული. რაც შეეხება სხვა წევრებს, საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, აგრეთვე კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა imageბერიკაშვილ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუკაშვილი.კომისიის მდივნი კი პრემიერის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი იქნება.

გარდა ამისა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის imageმოადგილეებს ქალბატონ მანანა კობახიძეს და ბატონ ზვიად ძიძიგურს.დამოუკიდებლობის დღისადმი სამზადისში ჩართულები იქნებიან როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები.დახმარება ეთხოვათ აგრეთვე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრია გვაზავას და საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები.ეს არის სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ახალ ქართულ პოლიტიკას ქმნიან და სამოქალაქო საზოგადოებას 26 მაისისთვის ახალ სცენარს სთავაზობენ, რომელიც, როგორც უმრავლესობის წევრები საუბრობენ, ძალიან საინტერესო და imageდასამახსოვრებელი იქნება

ქართველი ხალხისათვის.


image







image

2
29
25-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
29
  
2013, 20 აპრილი, 16:02
მაპატიე,რომ ყველაზე მახინჯი ფოტოები დავდე.უკეტესი ვერ მოვიძიე.
2013, 20 აპრილი, 16:00
ამათი დანახვა აღარ მინდა :))
0 1 2