x
პენსიონერმა სუპერმარკეტს 2 ცენტის გამო უჩივლა

imageაშშ-ში პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა პენსიონერმა, მერი ბაკმა სუპერმარკეტ "ვოლმარტს" სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ სოსისის შეძენისას 2 ცენტის ხურდა არ დაუაბრუნეს. ბაკმა სუპერმარკეტში 98-ცენტიანი სოსისი იყიდა, მაგრამ სალაროში 1-დოლარიანი ქვითარი ამოურტყეს. პენსიონერმა მოლარეს შეცდომაზე მიუთითა. მოლარემ ბაკს ბოდიში მოუხადა და 2 ცენტი დაუბრუნა. რამდენიმე დღეში ქალბატონი კვლავ ამ მარკეტს ეწვია და მოლარემ კვლავ იგივე შეცდომა გაიმეორა. ამჯერად ქალბატონი მოლარეს აღარ შეეკამათა და 1-დოლარიანი ქვითრით პირდაპირ სასამართლოს მიაშურა. საასმართლო განხილვაზე ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ მარკეტის თანამშრომლებს მყიდველები შეცდომაში სპეციალურად შეჰყავდათ, "ვოლმარტის" წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ რეალურად, სოსისი ფასი გაიზარდა, რადგან საქონლის შეფუთვა განაახლეს. მოლარის თავის მართლებამ შედეგი ვერ გამოიღო და "ვოლმარტი" მყიდველის მოტყუებაში დამნაშავედ ცნეს. მერი ბაკმა კი კომუნიკაციის სახით 100 დოლარი მიიღო.

0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:ოთო პაპიაშვილი
ოთო პაპიაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0