შოუბიზნესი კიდევ ერთი სკანდალი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გარშემო, რის სანაცვლოდ ითხოვს სცენარისტი ქეთი დევდარიანი 250000 ხელმოწერას? 2013, 19 აპრილი, 22:49 "ჩემი ცოლის დაქალები" ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია. სულ ცოტა ხნის წინ სერიალი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კატოს როლის შემსრულებელმა ნინო გაჩეჩილაძემ დატოვა. ახალი კატო კი ლელა მებურიშვილი გახდა. ამ ცვლილებამ სერიალის რეიტინგს ბევრი ვერაფერი დააკლო, "ჩემი ცოლის დაქალები" კვლავ ერთ-ერთი პოპულარული გადაცემაა. სერიალის ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. ოჯაზე მზრუნველ მამასა და სამაგალითო ქმარს, დავით გოცირიძეს კბილი ასტკივდა, რომანიც გაჩაღდა... ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ადრე სამაგალითო ქმარი და მეოჯახე ბევრისთვის გაკიცხვის საგანი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთეულები ამართლებენ მის საქციელს. რეჟისორი ამტკიცებს, რომ ეს ჰაერიდან მოსული სიტუაცია სულაც არ არის, ასე ბევრ ოჯახში ხდებაო. სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი კი ხალხის ასეთ რეაქციას ნამდვილად არ მოელოდა. "მწერენ წერილებს, ზოგი თხოვნით, ზოგი მუქარით, რომ ეს წესიერი ქართული ოჯახი არ დავანგრიო. თავიდან სასაცილო იყო, მაგრამ ახლა შევწუხდით, რომ ხალხი ასე დარდობს. თუ შეაგროვებენ 250000 ხელმოწერას იმ საკითხზე, რომ დათომ ნინას არ უღალატოს და ნათიასთან რომანი არ ჰქონდეს, მაშინ მე სცენარს შევცვლი"-გვპირდება სცენარისტი. სტომატოლოგ, ნათიას როლის შემსრულებელს კი ხშირად საყვედურობენ. მსახიობი უკვე ხალხის კომენტარებს აღარ კითხულობს, რას გააწყობს?! დათოს როლის შემსრულებელი, დავით ყოჩიაშვილი საკუთარ გმირს საქციელს არ უწონებს, თუმცა აღიარებს, რომ სათამაშოდ ძალიან საინტერესო როლია. "თუ სერიალმა გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი საზოგადოებაში ბარაქალა რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობებს, მაგრამ თუ მივიღებთ ამ პერსონაჟს, როგორც რეალობას და განვიცდით მას, მაშინ ჩვენი თავი ამოგვიცვნია. ასეთი დაინტერესება საზოგადოებისა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ღალატის თემა ძალიან აქტუალურია"-ასე აფასებენ ამ ფაქტს ფსიქოლოგები... ასეა თუ ისე, ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ დათოს საქციელი დასაძრახია, ცოლ-ქმრული ღალატის თემა კი ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული... ვნახოთ ვინ შეეცდება დათოსა და ნინას ოჯახის გადარჩენას და ვინ აიღებს საკუთარ თავზე 250000 ხელმოწერის შეგროვებას... ოჯახური სკანდალი კი მგონი ნამდვილად არ აგვცდება... 923 11-ს მოსწონს 1-ს არა |
მე პირადად არ ვუყურებ მარა აზრზე ვარ რაც მოხდა .))) და ჩემთვის პირადად აწი უკვე გვიანია აზრის შეცვლა ასეთ კაცზე..
ძაღლმა ... გასინჯა :D