სპაგეტის, კარნავალების და მაფიის, ყავის, მოდის და პიცის სამშობლო - აი, როგორია იტალია. თუკი ამ ქვეყანაში მოგზაურობაზე ოცნებობთ, მაშინ ამ ქვეყანაზე საინტერესო ინფორმაციასაც უნდა გაეცნოთ.
იტალიის რუკაზე ამოცნობა ძალიან ადვილია, ის ჩექმის ფორმისაა. იტალიის შემადგენლობაში პატარ-პატარა კუნძულებიც შედის. ქვეყანას გარსს 5 ზღვა ერტყმის. ძირითადი მდინარეებია პო და ტიბრი. იტალიაშივეა ორი მოქმედი ვულკანი - ვეზუვი და ეტნა. ბუნებრივია, თუკი ამ ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, იტალიურის ცოდნა დაგჭირდებათ. თუმცა ფრანგულისა და ინგლისურის ცოდნაც გამოგადგებათ. იტალიაში ხშირად იმართება ფესტივალები. მათი უმრავლესობა გაზაფხულზე იწყება. იტალია ასევე ცნობილია მუზეუმებით, მოდური მაღაზიებისა და კაფე-ბარების სიმრავლით.
იტალიაზე საუბრისას შეუძლებელია, რომ ყურადღება ვენეციაზე არ შეაჩერო. აქ ძველებური სახლების გარდა, მუდმივი წყლის ხმაური და გონდოლიერების ხმაც გაგაოცებთ.
ვენეციის გული სან-მარკოს მოედანია. სწორედ აქ დგას ვენეციის სიმბოლო, ფრთიანი ლომი.
აქვე დგას ისტორიული დოჟების სასახლეც (მისი სიმაღლეა 100 მეტრი). სწორედ ამ შენობაზე დაამონტაჟა 1609 წელს გალილეო გალილეიმ პირველი ტელესკოპი.
ვენეციის მთავარი ქუჩა "დიდი არხი"-ა (Ganal Grande). მას რუსული ასო Я-ს ფორმა აქვს და სიგრძით 3800 მეტრია.
ვენეციაში შეგიძლიათ წყლის ტრამვაით (Vაპრეტტო) გადაადგილდეთ. არსებობს მდინარის ტაქსები, თუმცა მათი მომსახურეობა უფრო ძვირი დაგიჯდებათ. უძველესი, ვენეციური ტრანსპორტი კი გონდოლაა. ის განსაკუთრებით ტურისტებს იზიდავს. კუნძულ მურანოზე კიდევ ერთი საოცრების ხილვის საშუალება აქვთ ტურისტებს - ეს ცნობილი ვენეციური მინის ხარხანაა. იქ ტურისტებს საკუთარი თვალით შეუძლიათ იხილონ როგორ იქმნება ეს საოცრება.
ეს მხოლოდ ძალიან მოკლე ჩამონათვალია იმ ღირსშესანიშნაობებისა, რომლებიც ვენეციაში შეგიძლიათ იხილოთ. ასე რომ აუცილებლად ეწვიეთ იტალიას.