"ფეისბუქს" ერთი თვის სიცოცხლეღა დარჩა.
ამ ინფორმაციის შემცელი ექსკლუზიური ვიდეომასალა სულ რამდენიმე საათით გავრცელდა. უცნობი ჰაკერების მიერ გადაღებული ვიდე მალევე აიღეს საიტებიდან, თუმცა უცხოურ მედიაში მისმა შინაარსმა წერილობითი ფორმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერების ჯგუფი "ფეისბუქზე" მასობრივ თავდასხმას გეგმავს. საკუთარ განძრახვას ვირტუალური ბოროტმოქმედები იმით ხსნიან, რომ "ფეისბუქი" ყოველდღიურად არღვევს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის წესს და მათ პირად ცხოვრებაში ერევა. "ფეისბუქის" გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ამ ცნობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა წინასწარ დასკვნებს არავინ აკეთებს და ყველა 19 მაისს ელოდება.