x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135661
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მარტოხელა გოგოს ღამის კოშმარი

დაღამდა ისევ, ჩემი ხეტიალის დრო მოსულა, ხალხი სახლისაკენ მიიჩქარის მე კი ახლა გამოვედი, ღმერთო არასოდეს მითქვამს შენთვის რატომ შეიცვალა დღე და ღამე ჩემთვის, სულ მარტო ვარ და ეს ღამე მაშინებს, სახლში შიში უფრო საზარელია, ვიცი ეს შიში სისულელეს ჩამადენინებს და ამიტომაც ვსეირნობ ყოველ ღამე, უფრო სწორად დავხეტიალობ ჩემი პატარა ველოსიპედით. ჰოი საოცრებავ გათენებულა, რა თბილია შენი სხივები მზეო, არასოდეს ჩამძინებია გათენებამდე, ალბათ გუშინ უფრო დამღალა ამ ფიქრმა. ღმერთო რატომ მოაქვს ღამეს ჩემთან ფიქრი სიკვდილზე? და მაშინ როცა ისევ დაღამდა, და მაშინ როცა დაბნელდა ზეცა, დამგლოვიარდა ირგვლივ ყოველი, სიკვდილზე ფიქრი მოვიდა ჩემთან. გარდაცვალება მომინდა მალე, ვიფიქრე ნეტავ არ ვიყო ხვალე, მაგრამ განათდა უეცრად ზეცა, და ეს ფიქრებიც თან გაჰყვა ღამეს. ყოველთვის იმ აზრამდე მივყავარ რომ ავიღებ შუშის ნამსხვრევს, თავის მოკვლას დავაპირებ და ამ დროს მოდის ფიქრი სამუდამო სატანჯველზე, მეც მოვისვრი შუშის ნამსხვრევს უსასრულობაში და ვაგრძელებ სიცოცხლეს. ნეტავ სულ მზე ანათებდეს ღმერთო.

4
15
3-ს მოსწონს
ავტორი:NNG
NNG
15
  
2013, 19 აპრილი, 22:15
არაუშავს :)
2013, 19 აპრილი, 22:14
"მაპატიეთ და ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ, ძალიან ბედნიერი ვარ"

ესე იგი, არასწორი ინტერპრეტაცია მივეცი თქვენ მასალას, ბოდიში
2013, 19 აპრილი, 22:11
მაპატიეთ და ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ, ძალიან ბედნიერი ვარ და ზოგადად ყველა ადამიანის მიმართ კეთილშობილი აზრები და განზრახვა მამოძრავებს მაგრამ დღემდე თან დამყვება ღამის შიში.
2013, 19 აპრილი, 22:07
ქალიშვილო, ალბაათ ძალიან უხასიათოდ...უფრო ზუსტად, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული იყავით, როდესაც ამ ჩანახატს "ძერწავდით"
0 1 4