x
image
SnowRider
ქართული ყველი

image

მიზესთა და მიზეზთა გამო ქართულმა ბაზარმა დიჯერა - რომ მას მხოლოდ ოთხი ტიპის ყველი აქვს - „სულგუნი“, „იმერული“, „გუდა“ და ე.წ „ქართული ყველი“, რომელსაც სხვაგვარად ქარხნულ ყველსაც ეძახიან ყოველდღიურობაში. არადა, მეხსიერებას, რომლის უერთგულესი აღმწერელი - ეთნოგრაფიაა, რუდუნებით აქვს შემონახული ინფორმაციები, ქართული რძისა და რძის პროდუქტების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობაზე.


სამეგრელო, ზემო სვანეთი

მეგრული სულგუნი
სამეგრელოს ყველებს შორის გამორჩეულია მეგრული სულგუნი, რომლის დასახელებაშიც, გადმოცემით, ორი ქართული სიტყვაა წარმოდგენილი - სული და გული. მზადდება ძროხის, ცხვრის, კამეჩის და თხის რძისგან. გვხვდებაროგორც ახალი, ისე დავარგებული, შებოლილი სულგუნები.


ასევე გამოირჩევა მეგრული ყველი „კაზლა“, მზადდება ძროხის, კამეჩის, ცხვრისა და თხის რძისგანაც. მაღალი, ნახევრად მყარი ყველია.

სვანური სულგუნი
სვანური სულგუნი. სვანეთში სულგუნის დასამზადებლად ყველს კალათაში ამწიფებენ. კიდებენ სამზადისში. მომწიფების ეტაპებით განსხვავდება მეგრული სულგუნისგან.


იმერეთი

იმერული ყველი
ამ რეგიონის ყველა ყველი ერთი სახელის ქვეშაა მოქცეული. გვხვდება, როგორც მრგვალი და ოვალური, ასევე კუთხოვანი იმერული - ნასვრეტებიანი, მაგრამ ძნელად შეხვდები ერთი ტიპის ნასვრეტს. ზოგს მრგვალი ნასვრეტები გამოსდის ზოგს, ოვალური. საქართველოში იმერული მასობრივ, ხელმისაწვდომ და პოპულარულ ყველად ითვლება გავრცელების არეალის, ფასის და შედარებით ადვილი ტექნოლოგიურიპროცესის გამო. კეთდება ძროხის, კამეჩის, თხის, ცხვრის და ნაერთი რძისგანაც.


სამცხე-ჯავახეთი

ყველი "ტენილი"
ყველი ტენილი. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული ყველის ეს სახეობა, გვხვდება მხოლოდ ამ რეგიონში. ითვლება საოჯახო წარმოების ყველად და ერთგვარ დელიკატესადაც კი, საუკეთესო თვისებებისა გემოს გამო. ერთნაირად გემრიელია მწიფობის ადრეულ ასაკში და რამოდენიმეთვიანი დაძველების შემდეგაც. მზადდება ძროხის რძისგან, იშვიათად - კამეჩის და თხის რძისგანაც. ასევე ჯავახეთის ქართულ და სომხურ მოსახლეობაში გავრცელებულია მწვანე ყველი - ობიანი ჩეჩილი. ასევე გვხვდება აჭარის მთიანეთშიც.



კახეთი

კახური გუდის ყველი
თუშური ყველი - გუდა. განსაკუთრებული ყველია ქართულ ფერმერულ წარმოებაში, მზადდება ცხვრის რძისგან. ძირითადათ ამზადებენ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ალპურ ზონებში. საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული ყველისგან სრულიად განსხვავდება. ნამდვილ გუდის ყველს არ აზდის ისეთი მკვეთრი ცხვრის სუნი როგორიც სხვა რეგიონებში დამზადებულს. მას პიკანტური და არომატული სურნელი აქვს

5
991
6-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
991
  
2013, 27 აპრილი, 23:09
მადლობა :)
2013, 27 აპრილი, 22:00
საინტერესო სტატიაა და გემრიელი :)
2013, 19 აპრილი, 23:18
ვგიჟდები ყველზე საერთოდ, ყველანაირი ყველი მიყვარს მარა განსაკუთრებით სულგუნი და გუდის ყველი
2013, 19 აპრილი, 21:46
მადლობთ ;)
2013, 19 აპრილი, 21:45
საინტერესო სტატიაა!
0 1 5