x
Моей бабушке (прабабушке). ჩემი ბავშვობიდან

ეძღვნება ჩემს ბაბუშკას, ვარვარას, ბაალიკას, бабуля Седа-ს და დედას და დედუშკას. და ყველას, ვისაც ასე ვუყვარდი ბავშვობაში და ასეთი გამზარდა და ვისაც ვუყვარვარ. დედაჩემს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს რომ ნახოს, რა ბედნიერი ვიქნები :*
და დეას, ჩემს ჯიუტ დეას. და Ватруся-ს, რომ მას ისეთივე ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ, ჩვენ რომ გვქონდა. და სოფიკოს. სოფიკომ კი ყველა ომი ჩვენთან ერთად გადაიტანა და სუбабуля Седаლ ბრძოლაშია, ჩემი ყველაზე ძლიერი და და დეიდა.:* я люблю вас всех :*
Утро с баюна дея нестани Ёлка в детском садикебушкой (прабабушкой)

«Девочка должна быть скромной, хорошей»
моя прабабушка, Варвара Александровна Акопова

როგორ გადმოვცე, როგორ მენატრება ბავშვობა? ბავშვობას ვერ გადმოსცემ....იქ უნდა იყო...არ დაბრუნდე- სულ მანდ უნდა იყო, რომ სულ თან გქონდეს და არ გინდოდეს იყო დიდი....დილაა...ბაბუშკას არ

უნდა ჩემი გაღვიძება -დედაჩემის ბებიას, მაგრამ მე ხომ 5 წლის ვარ და ის ხომ 71-ისაა...ერთ ოთახში გვძინავს. ბაბუა დილის 6-ზე უკვე ადგა, ფლოსტების ტლაშა-ტლუშით მუხის ”მასტიკით” გაპრიალებულს იატაკზე და შუშაბანდის დერეფნის ”პალუბნი” წითელ იატაკზე ვეებერთელა ფეხების ლასლასით გაგვაღვიძა...ბაბუშკამ ტკბილად მიაწყევლა “ჰოღემ ქუ გელუხეტ”- მიწა დავაყარე შენს თავს- გადატრიალდა და დაიძინა) დავიძინე მეც...ბაბუშკა ცხრა საათისთვის იღვიძებდა....ქრონიკაში გადასული მძიმე ავადმყოფობისგან ქოშინით წამოიწია რბილი ბალიშებიდან მაღალ ლოგინზე, ისე, რომ ცდილობს არ გამაღვიძოს- მე ჩემს საყვარელ ”ლეჟანკაზე” მძინავს. დეა ბაალიკასთან არის და მე განებივრებული ვარ- დეას სქელ ლეიბზე ვწევარ, ის ადევს ზემოდან ჩემს თხელ ლეიბს და ვნებივრობ. იმდენად ფუმფულაა. თუმცაღა კიდეზე დეას ინიციალებია ამოქარგული სომხური ალფავიტით ბაბუშკას ხელით... ) როგორც იქნა, ვარვარა ალექსანდროვნა აკოპოვა -დედაჩემის ბებია- დაჯდა ლოგინზე, ჩამოწია ფეხები, ძლივს ჩაყო ”ჩუსტებში” და ნელა, მასიური ლოგინის თავის კიდეზე ხელის გაშვების გარეშე, გაუყვა ოთახს კარებისკენ...ვიცი, რომ დიდხანს მოუნდება დილის ტუალეტს და გადავტრიალდი და ვიხსენებ, რა ვნახე სიზმარში....მეძინება ისევ და ძილში ბალიშის ქვეშ ჩაყოფილი ხელები ეხება თეთრეულის ”კომოდს” და მეღვიძება ხეზე ხელის შეხებისგან...მალე ბაბუშკა ბრუნდება....ჯდება თავის სკამზე და იწყებს ჩაცმას....როგორც იქნა, ჩაიცვა...დაიდო წინ სარკე და გაისწორა თმები- უკან მუდმივად ”აივნად” კეფის ქვემოთ, ორი ნაწნავი ბაალიკას გაკეთებული იყო. ის ვარცხნიდა ბაბუშკას მისი თხოვნის სიხშირის მიხედვით...მე მძინავს. გამომხედა, ჩუმად დამიძახა- იონო, спишь?- (მე უნამუსო, ბავშვობაში სომხურად ვერ ვლაპარაკობდი- კომპლექსიანი ვირთხა....ამიტომ რუსულად მელაპარაკებოდნენ ბაბუშკა და დედუშკა- ”პლეხანოველს” მეძახდნენ დაცინვით, დედა ავლაბრიდან გათხოვდა, თუმცა სოლოლაკში და დიღომში ცხოვრობდა, მამა- პლეხანოველი). იფიქრა, რომ მძინავს, თბილად შემომიფინა საბანი, გადამისვა თავზე ხელი, ისევ ნელა გაუყვა ოთახს სიგანეზე, მოიხურა კარი და გავიდა სამზარეულოში- ”ოთახუმ ჩე მეტნეს, ერეხენ ჩე ზართნი”- ბაბუას ჩუმად ეუბნება- ”ოთახში არ შეხვიდე ბავშვს არ გაეღვიძოს”. ვიცი, რომ ბაბუა ახლა დაიხურავს ქუდს და გავა გარეთ. ისიც ელოდება ბაალიკას და დეას მოსვლას, ვერ ისვენებს, სანამ არ მოვლენ. შემოვა უკან სახლში მაშინ, როცა მოივლის სართიჭალის და ლაგოდეხის ქუჩას - მეტრომდე და უკან- ან დადგება შაუმიანის კიდეზე- იქნებ ბაალიკა ტაქსით მოვა ან მარშრუტკით და არა მეტროთი- დეა -”ერეხა”- (ბავშვი) მოჰყავს, მარტო ხომ არ მოდის- რა იცი? ....
...ოთახში მესმის სამზარეულოს კარის ზამბარის კვნესა ორ ნაწილად- კარი გაიღო და მიიკეტა -ზამბარამ იმუშავა და შუშის ფანჯრებიან კარზე აიწია და დაიწია მწვანე ჩითის ფარდა სამზარეულოს მხრიდან ჩამოკიდებულმა კარზე. მესმის, როგორ ნელა ანთებს გაზს და ადგავს ნიკელის პრიალა ვერცხლისფერ გაკრიალებულ, შავი ხის სახელურიან ჩაიდანს გაზზე ბაბუშკა, ვიცი, რომ მალე საუზმის დროა და ღიმილით ვიზმორები...გრძელ ფანჯრებში მზე ანათებს. ბროლის თორმეტ სანთლიანი, ჩემი ნამდვილი ბაბუშკას- სედას - მოსკოვიდან ჩამოტანილი ბროლის ჭაღიც იღვიძებს- ჭაღის ”ტოტებზე” ჩამოკიდებული მუხის ფოთლის, მსხლის ფორმის და კარტის რომბის და კლასიკური ჩეხური ბროლის -ვენეციური სარკის ფორმის- ფოთლები ტრიალებენ სხვადასხვა მხარეს, ჭაღის ღირსშესანიშნაობა- ბროლის ბურთი შუაში ცენტრში- ირეკლავს ფერებს და ბრლიანიტივით ბრდღვიალებს...ჩემი ყველაზე ლამაზი, ახალგაზრდობაში გარდაცვლილი ბაბულია სედას ფოტო ფანჯრებს შორის ზემოთ, კედელზე კიდია. ის ფოტოა, ”Заря Востока”-ში ”ქართველი ქალის სილამაზე”- ფოტოდ რომ დაბეჭდეს- ისეთი ლამაზი იყო...იმ გაზეთს ბაალიკა ინახავდა. მერე ვინ იცის, სად გაქრა...მძიმე გადასაფარებლით გადაფარებულ მაგიდაზე ემალის ჩინურ ლარნაკში კი იასამნის დიდი თაიგული დევს...ეს თაიგული გუშინ ბაალიკამ დედას- ვარვარას მოუტანა- ბაბუშკას უყვარს იასამანი......
ჩემი ”ლეჟანკა” ებჯინება გარდერობის სარკეს- ხელებზე ამოვიწიე ბალიშიდან- ბაბულია სედას ფოტო პროფილშია. მეც ახლადგაღვიძებული პროფილი მივუშვირე სარკეს- ”ეჰ, არ ვგავარ” -გავიფიქრე, თუმცა ბაალიკა მთელი ჩემი ცხოვრება, სანამ ცოცხალი იყო, როცა დას იხსენებდა და მის სილამაზეს და როცა გადმოგვხედავდნენ მე და დეას სინანულით ნაცნობ-ნათესავები, მატრიალებდა პროფილში და ყველას სიამაყით ეუბნებოდა: ”შეხედეთ, Юнона სედას როგორ ჰგავს, აი ამ ნაწილით” - და ხელს ნაზად მოავლებდა ჩემი ცხვირის ქვედა ნაწილს და შემოხაზავდა ჩემს ნიკაპს...მომეფერებოდა ნიკაპზე- მერნემ ქეზ! (მოგიკვდი მე- სომხურად სიტყვასიტყვით ნათარგმნი ”მე შენს გამო მოვკვდები”-ს ნიშნავს და დიდ სიყვარულს გამოხატავს) თვალები ეგრევე ცრემლებით ევსებოდა....როგორ უნდოდა მსგავსების პოვნა დის შვილიშვილში....
....ავხტი ლეჟანკაზე ისე, რომ ლამის გადავატრიალე, გავექანე ტელეფონთან ღამის პერანგით
- Баалик, Дея спит???
-Да, Юнуся, спит пока.
- Скоро придёте?
- Да, Юна, вот укол сделела, позавтракаем, уберу немножко- თოზი მეჩ კორუმა ტუნეს ” მტვერში იხრჩობა სახლი”(რა მტვერში, დღე და ღამე ლოკავდა ბაალიკა თავის სახლს) и придём – до скорого - მიღიმის ტელეფონში და დებს ყურმილს.
ბაალიკას დიაბეტი აქვს, დაემართა 40 წლის ასაკში, ნერვიულობის ნიადაგზე. არ მოვყვები, რატომ- ძალიან მიყვარს, მე მის ხსოვნას ასეთი დეტალებით არ შე-ვ-ურაცხვჰყოფ... ყოველდღე ინსულინს იკეთებს, დილის 8 საათზე. მერე საუზმობს 40 წუთში -1 საათში და მერე იწყება მისი დღე. იმედია ახლა, სადაც არის, მისი ყოველდღიური ნემსის კეთება მორჩა. სულ ვაწყნარებდით- ვითომ ნარკომანი ხარ, დიდი რამე- ინსულინის ნემსი! თვითონ კი მწყრალად ქაჩავდა კაბას და გვიჩვენებდა ნემსების კეთებისაგან დალურჯებულ მუცელს და ბარძაყებს...ეეჰ ბაალიკ, как я по тебе скучаааю.......!!!!!!!....

....გავექანე ტუალეტში- ცივი წყლით დავიბანე სასწრაფოდ და ასევე სასწრაფოდ ჩავიცვი- ბაბუშკას უყვარს წესრიგი! ლოგინის დალაგება მე არ მევალება- ლოგინს დედუშკა ალაგებს- ერეხი ჰამა წანდერა! ”ბავშვისთვის მძიმეა”! – ( ეს ”ერეხა” ჩვენს ”ქართველ” მამას ამოჩემებულ სიტყვად ჰქონდა- ამდენი წლის სიძემ ვერაფრით ვერ აითვისა სომხური-თუ არ აითვისა, იმიტომ რომ რუსული ქართული და ოსური ბრწყინვალედ იცის და ინგლისურადაც ესმის მშვენივრად ყველაფერი და ლაპარაკსაც ცდილობს, ოღონდ მე და დეა ვარცხვენთ ვაჩუმებთ. ”ერეხა”- ს თქმა და - ჰა! - სარდიონის გამწარება ერთი იყო- იცოდა, რომ თუ ვარვარა იტყოდა- ”ერეხაია”! (”ბავშვია!”) ანუ ”ეპატიება”-ს ექვივალენტი ჩვენს ოჯახში- ვერავინ გაბედავდა მისი სიტყვის წინააღმდეგ წასვლას. ვარვარას სიტყვას უზარმაზარი წონა ჰქონდა!
სამზარეულოს კარი ნელა იღება- ბაბუშკას მოაქვს ჩაიდანი და დებს მას მაგიდაზე- ჩაიდნის დასადებზე. მე ვზივარ ტრილიაჟის სარკის წინ მაგიდის გვერდით კედელზე ჩამოკიდებულ ბატარეაზე- ეს ბატარეა მუდმივად ჩემი და დეას ჩხუბის მიზეზი იყო- თუმცაღა, დეას ჭირვეულობის მიუხედავად, რაღაც საოცარი გამონაკლისით, ამ ბატარეაზე სულ მე ვიჯექი, მაშინაც კი, როცა სადილობის დროს, ვარვარა შემწვარი კარტოფილის ტაფას დებდა ტაფის დასადებზე და გვინაწილებდა კარტოფილს თეფშებზე: ერთი ნაჭერი კარტოფილი -მე, ერთი- დეას...მეორე ნაჭერი კარტოფილი -მე, მეორე- დეას....მესამე ნაჭერი კარტოფილი -მე, მესამე- დეას...და ასე, თანაბრად...არ მახსოვს რომ რაოდენობა განსხვავდებული ყოფლიყო! მერე იწყებოდა ტაფაზე დამდარი კარტოფილის ერბოს დანაწილება: ერთი კოვზი ”იეღ” (ერბო) -მე, ერთი - დეას...) მერე- ”ჩულანიდან” გამოტანილი ”პიკულების” ქილიდან იღებდა ბაბუშკა კიტრებს...ერთი კიტრი- მე, ერთი- დეას....ორი კიტრი -მე, ორი დეას...) ტყემალი არ ნაწილდებოდა- ბოთლი იდო და არიქა- რომელი უფრო ”გემრიელად” დავასხავდით მას ერბოზე- რომ შერეულიყო ერთმანეთში...:) პური არ ითვლებოდა, პური იდო დაჭრილი)) აი ახლა გამახსენდა, რომ არაფერს ვაყოლებდით. ჰა, ჰა, ბაალიკა ”ბონუსის” სახით გამოგვიტანდა ”ჩულანიდან” საკუთარი მომზადების ატმის ან გარგალის კომპოტს ჭამის შემდეგ- ოჰ, როგორ გვიხაროდა მე და დეას! იქაც, რა თქმა უნდა, ჭიქებში ჩადებული ატმის ნაჭრები და გარგარის ნაჭრები ითვლებოდა, აბა რა! თანაბრად ორივეს! ) მე, ბავშვობიდან ძიძას ნასწავლი და ბრწინვალედ ათვისებული ტემპით, უცბად ვჭამდი ჩემს კარტოფილებს, მერე პურით აუცილებლად გავაკრიალებდი ჩემს ერბოს თეფშზე (”რომ ლამაზი ქმარი გყავდეს!”) და გადავდიოდი დეას თეფშში. დეა ჭირვეულობდა- კაი მჭამელი კი იყო, მაგრამ უნდოდა რომ ეთქვათ- ”ერეხენ ინჩორ ლავ ჩი უტუმ, ლალა!” ”ბავშვი რაღაც კარგად არ ჭამს, ლალა”- ყურადღებას იქცევდა...სამაგიეროდ, მე რომ დავერეოდი ჯერ მის ერთ კარტოფილს, მერე მეორეს და მერე ვიწყებდი მის ერბოში პურის ჩაწობას- იწყებდა ჭიჭყინს- ბაბოოოო, ნაი ინჩა ანუმ...ბაბოოო, ნაიიი....იმ კარტოფილნა უტუმ ბაბოოო......) – ”ბაბო ნახე რას აკეთებს ბაბო....ბაბო, უყურე...ჩემს კარტოფილს მიჭამს ბაბო....) და ვარვარა კი არ მეჩხუბებოდა- დამიყვირებდა ჩუმად- Юнона, სოვაწ ხომ ჩეს? თოღ დეაინ! – Юнона ხომ არ ხარ მშიერი, აცალე დეას ჭამა))....მაგრამ თვალებს ხუჭავდა, როცა დეას ვაცლიდი თეფშიდან საჭმელს...
ჩემი ჭამა განსაკუთებით ”მნიშვნელოვანი” იყო მთელი ბავშვობა... ასფიქსიაში დაბადებულს, გაგუდულს, იზოლატორში გადაგდებულს, არ მაჩვენებდნენ დედას- დეას ვიღაც იტალიელი ბავშვი- დე ლა როსსა -მიუწვინეს და მხოლოდ დედაჩემის კივილზე- ეს შავი ხუჭუჭა ბავშვი ჩემი შვილი არ არის! ვერ ხედავთ- ჩემი თეთრია ! ეს შავი ბავშვი ჩემი შვილი არ არის! - გამომაჩინეს, ყვითელი, დაკუჭული, მკვდარი უფრო, ვიდრე ცოცხალი...დედაჩემმა ამის დანახვაზე ატეხა პანიკა და დააყენა ყველა ფეხზე- ბავშვი მკვდარია ისედაც და მიკლავენო! სახლში მინდაო! ...3 დღეში პირობით გამოგვწერეს სამშობიაროდან. დეა კარგად იყო, რა ენაღვლებოდა, ალბათ მუცელშიც თავზე მაჯდა 9 თვე, იმიტომ გამგუდა- და წონაშიც მთელი 400 გრამით ჩემზე მეტი დაიბადა- მე ვიყავი 2.300 და დეა იყო 2.700- როგორც ბაალიკა დაგვცინოდა რუბლსემდესიატპიატიანი ქათმების წონა დაიბადეთო...მე კი ”замороженная курица”-ს მეძახდა მთელი ბავშვობა. ახლაც, როცა დედაჩემს ჩემს ოცნებებით და შესრულებებით სავსე, მაგრამ არეულ ცხოვრებაზე სიბრალული აწვება, მოფერებით ”моя замороженная курица»-ს მეძახის...ალბათ 30 მარტს- ჩვენ ხომ 27-ში დავიბადეთ- დედაჩვენმა გამოგვიტაცა სამშობიაროდან ძალით: მაინც მოგიკვდებათ მეორე ქალი 2-3 დღეში, სად მიგყავთო...ჰაჰა, რა იცოდნენ, რომ ”ეროტიკას” დასწამებდნენ ამ გაყინულ ქათამს...35 წელიწადში, თანაც...მაშინ, პირველად დედაჩემმა როცა გამსხნა, გაკოჭილი, თურმე ისე გავშალე ხელები, ფეხები დავჭიმე, ”ნახევრადმკვდარმა” (აფერისტკა-აკტრისა!:)), რომ დედაჩემმა მამაჩემს უთხრა- настоящая Юнона...სულ მაგას ვეჩხუბები- საქართველოში, სადაც ”Ю” არ არსებობს ალფავიტში, Ю-იანი სახელი რატომ დამარქვიიით...კაი, ხომ გეძახიან როგორც გინდა, რას ერჩიო?)) მაშინ, ალბათ, 1976 წლის 30 მარტს, 23 წლის დედაჩემმა ხელწერილი დაწერა, რომ საკუთარი სურვილით და საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ გაყავს ”უიმედო” ბავშვი სამშობიაროდან, ამიტომ ჩემი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განხილვის საგანი გახდა...მთელმა ოჯახმა შვებით ამოისუნთქა, როცა ჩაის და ”პეჩენიიის” კვებაზე გადაგვიყვანეს 3 თვის ასაკიდან- მე ისეთი მონდომებით ვჭამდი, თურმე დეას ვახტებოდი და წონაში მატება მაშინ დავიწყე...მაშინ მიხვდნენ, რამდენად მაღალი იყო ჩემი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ შიში მაინც დარჩა- ამიტომ მე განსაკუთრებით მეფერებოდნენ, როცა დეა არ გვიყურებდა- ოჰ ტირანი, ტირანი დეა! - სიკვდილს გადარჩენილად მთვლიდნენ მთელი ბავშვობა.....

....ახლა კი დილაა და ბაბუშკაც ჩემია და ბატარეაც! ვუღიმი საკუთარ თავს სარკეში და მეზიზღება ჩემი თვალები- არასოდეს მავიწყდება რა ფერის თვალები შეიძლება მქონოდა და რა ფერის მაქვს! და რატომ არ ვარ ქერა და ეს სრიალა თმები შუბლზე ჩოლკით ასე სწორად რატომ ყრია შუბლზე! შევუბერავ- იშლება...თავს გავაქნევ- სრიალ-სრიალით თავს ირგვლივ წვება სწორად....სრიალებს....პრიალებს...მაინც რა თმები მაქვს! არ გვიზრდიდნენ, ჭრიდნენ- სრიალა თმები უხარისხოდ გვეთვლებოდა- ლამაზი ქალების ოჯახში გარეგნობით ”დაბრაკულ” юна და დეას თმა მოკლედ ჰქონდათ, მუდმივად ოდნავ ყურების ქვეშ ჩასული..რა ლოყები მაქვს! ვიბერავ და ვსინჯავ ხელით- ვჩქმიტავ- რატომღაც ყველას უკვირს ჩემი და დეას კანის ფერი- თეთრები არიანო, ძალიან თეთრები. დეა კი სულ ამბობდა (ახლა კიდევ კარგი, აღარ ახსოვს- მე იუნაზე თეთრი ვარ! იუნა ყვითელი დაიბადა!) ბებია კი ჩუმად ბურტყუნებს: გათვალავენ ბავშვებს... ინჩუ ნემანექ, ბეზოვ წაკაწ აჩკეროვ! (რას გავხართ, მახათით გახვრეტილი თვალებით!)))
- ძერქერეთ ლევაცირ? (ხელები დაიბანე?) - მეკითხება ბაბუშკა-
თავს ვუქნევ სარკეში ჩემს თავს დასტურის ნიშნად-
- აბა ცუც ტუ! (მაჩვენე!) - ვხტები ბატარეიდან ქვემოთ და ვდგები მის წინ- ვადებ ცხვირზე. ხელებზე დედუშკას მუდმივი მარაგიდან (დედუშკა მთელი ცხოვრება მაღაზიების დირექტორი იყო და სახლში ყოველთვის ყველაფრის მარაგი გვქონდა- პური, შაქარი, მურაბები, კომპოტები, ბურღულები, მწნილი, კანფეტები, შაქარყინული (!), კონიაკები....ფული....ოქრო...ბრილიანტები...ეეეჰ...სხვაგან წავედი..) საოცრად სურნელოვანი საპნის სუნი ამდის და მსიამოვნებს, რომ ვარვარა იღიმება.
-ნესტი სკამი ვერა ! -სკამზე დაჯექი - მიბრძანებს და ვეხვეწები-
- ბააბ, я здесь посижу здесь удобно-
აღარაფერს მეუბნება და მიდებს წინ ჩემს ჭიქას-
-ძერქერეთ ჩე ვარეს! -ხელები არ დაიწვა- მეუბნება და მისხავს ჩაიდნიდან წყალს ჭიქაში, რომელშიც უკვე დასხმულია ჩაის ფერი და ჩაყრილია 3 კოვზი შაქარი- ჩემი გუშინდელი სიყვარულივით ნახევრად დამდნარ-გაუჩინარებული შაქარი ელოდება საკუთარ გასადნობ ცხელ წყალს ჭიქის ფსკერზე. ჭიქა ბაალიკასია- в горошек- ოი როგორ გვიყვარდა მე და დეას ბაალიკა! მისი ნივთების ”დამყრობაზე” ერთმანეთს ვეჯიბრებოდით....:*
....ბაბუშკამ დამისხა წყალი, დაისხა თავის ვერცხლის ჩასადებიან თხელი შუშის ჭიქაში ჩაი და შევუდექით:
თეთრი პური, ამოღებული ალუმინის დიდი ქვაბიდან; დედუშკას მიერ მზრუნველად დილის 6 საათიდან მაგიდაზე დატოვებული კარაქი- რომ რბილი ყოფილიყო და ჩვენ ადვილად წაგვესვა პურზე; ბაბუშკას ყველი- მაღაზიის, ძროხის და გვერდით მიდებული დედუშკას ყველი. როგორც მერე მივხვდი- ბაზრის და ძროხის, მაგრამ ბაბუშკა, ზიზღით, ”თხის” ”აყროლებულ” ყველს ეძახდა და არ ეკარებოდა...ბაბუშკამ დაიწყო კარაქის პურზე წასმა საკუთარი დანით. მე ჩემი პატარა ბლაგვი დანით ავყევი. ბაბუშკა ძალიან თხლად უსმევს და მე მეუბნება- ლავ ქესი! -კარგად წაუსვი! -მეც ვუსმევ და ვიწევი ყველის თეფშისკენ და ვიღებ დედუშკას ”აყროლებულ” ”თხის” ყველს...
ბაბუშკა პატარა ნაჭრებად ჭრის თავის ულუფას და ნელა, სივრცეში ყურებით, სადღაც ჩემს თავს ზემოთ, იწყებს ჭამას....მე თითით ვაწვები ჩემი ”თხის” ყველის ნაჭრებს ჩემს კარაქიან პურში- ვაჭყლიტავ მას პურის ნაჭრის მთელს ზედაპირში, ისე, რომ ადგილი არ დარჩეს უყველოდ და ჩქარა, ბავშვობიდან ძიძას ნასწავლი ტემპით, ვკბიჩავ ჩემს პურს და ვჭამ ბოლომდე.
ბაბუშკა კი მიყურებს და იმეორებს დროდადრო- юнона, волосы убери- ჩოლკა თვალებში მივარდება, რაზეც სულ ემდურის დედაჩვენს და გვაშინებს, რომ დაველამდებით. მეც ვიქნევ თავს პატარა პონივით და ვისვრი ”ჩოლკას” თვალებიდან გვერდით, მაგრამ ის მაინც სრიალებს ქვემოთ. ვიცი მაინც, რომ მერე ბაალიკა მოვა და თავისი ნაყიდი ”ნევედიმკით” დამიმაგრებს. დეა უკვე ”ნევედიმკა” დამშვენებული მოვა შუბლის შუაში, რატომღაც, მე კი გვერდით, მარჯვენა მხარეს, თითქმის ყურთან დამიმაგრებენ ”ნევედიმკას”. რა მესმოდა მე დებილს, რომ მუნჯი კინოს ვარსკვლავის ”პრიჩესკას” მიკეთებდა ბაალიკაც და დედაჩემიც! დეას კი ის ვარდიანი ”ნევედიმკა” მაინცდამაინც შუბლის შუაში უნდოდა...ჰაჰაჰა...რა გამახსენდა იცით? ვართ 8 წლის, ადლერში, ზღვაზე. დეას წინა დღეს დაეკარგა თავისი ვარდიანი ”ნევედიმკა” პლაჟზე და ვერ ვიპოვეთ. ტრაურშია. მე ჩემი ”ნევედიმკა” მიკეთია და დავცურავ. უცბად ვხედავ, დეა წამოხტა ნაპირიდან- ეშინოდა ზღვის, იშვიათად ცურავდა და სულ ნაპირზე იჯდა- და მიქნევს ხელებს. ზღვის რატომ ეშინოდა?:))) ბაალიკა ზღვაზე წასვლის წინ სულ გვაშინებდა: ზღვაში ზღვის ეშმაკი ცხოვრობს, ღრმად თუ შეხვალთ, ფეხზე მოგქაჩავთ და მოგიტაცებთ...მე ზღვას რომ ვხედავდი, ყოველთვის პირდაღებულს ტყუილად კი არ მეძახის დეა! პირს დავაღებდი და брилльянтовая рука-ში რომ ”ნეტარი” ბიჭია, ისე შევდიოდი, რაც არ უნდა ამინდი ყოფილიყო, სანამ ყელამდე წყალი არ მწვდებოდა და მერე ვცურავდი- до буйка и обратно....დედაჩვენს გული უსკდებოდა, მამაჩვენის სათვალის შუშები კი მზეზე შორიდან პრიალებდა) მუშტებს მიქნევდა და ნაპირთან ახლოს, რომ მოვდიოდი, მიყვიროდა: вот выйдешь ты на берег, вот выйдешь! ))) მე კი მიხაროდა, თავი მამაცი მეგონა....) დეა გაიზარდა და შორს ზღვაში დღესაც არ შედის)
”ნევიდიმკას” ვუბრუნდები. დეასთან ჩქარ -ჩქარა მივცურე, გამოვძვერი ნაპირზე. დეა დამახტა, ჩამეყუტა და ყურზე მეუბნება ვიღაცაზე ხელის გაშვერით- посмотрии...у неё моя невидимка на голове! иди забери!! она моя! მეც, დებილი, ტყუპისცალი, შევედი წყალში- ის გოგო ჩვენზე უფროსი იყო და წყალში ცურავდა აქეთ-იქით ნაპირის გასწვრივ და ვუთხარი- посмотри? видишь у меня на голове такая же невидимка? эту невидимку моя сестра вчера потеряла- - дай мне её пожалуйста- დეას კი ვენდე მაგრამ, ჯერ მაინც, რა თქმა უნდა, დავხედე მის ”ნევედიმკას”- აშკარად დეასი იყო! მე რომ მეკეთა, ზუსტად ისეთი :). იმ გოგომ ბოდიში მომიხადა- ვიპოვეო გუშინ, მოიხსნა და მომცა. დეას გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გეგონება ის ერთკაპიკიანი ”ნევედიმკა” ოქროსი იყო. რა გვიხაროდა? :) ერთი ”ნევედიმკით” მეტი თუ ნაკლები, რა მნიშვნელობა ჰქონდა? არა, იმას წითელი ვარდი ჰქონდა ზედ! :)
...მე და ბაბუშკა აივანზე ვზივართ. ”ბალკონი” - ასე ვეძახდით შუშაბანდიან ვერანდას- ჭერამდე პატარა ფანჯრებს ყოველთვის ბაალიკა წმენდდა და სძულდა ეს შუშაბანდები- ავლაბრის ეზოებში შუშაბანდის პატარა ფანჯრების სისუფთავე სახლის სახე იყო, ამიტომ ჩვენი შუშაბანდი სულ კრიალებდა, სამაგალითოდ...ბაალიკა სულ ამბობდა: როცა ადლერში სახლი გვქონდა (ბებიაჩემის, სედას ქმრის, ჩემი დიდი ბაბუის- სიომა ტიშჩენკოს სახლი), იქ ბევრ სახლს ეწერა ”дом показательной чистоты» - სამაგალითო სისუფთავის სახლი. სხვათა შორის, ეს წარწერები მეც მახსოვს....როცა ადლერში ვისვენებდით. მე და დეა, თბილისელი დამსვენებლების მოუსვენარი ბავშვები, ჩამოვეკიდებოდით ადლერში ლამაზად შეღებილი მოვლილ-ბაღებიანი სახლების ხის დაბალ ღობეს, რომლის ჭიშკარს აუცილებლად ეწერა ”во дворе злая собака” და პირდაღებულები გარედან ვათვალიერებდით სახლებს, რომლებსაც ჰქონდათ ეს წარწერა- «дом показательной чистоты» - სამაგალითო სისუფთავის სახლი და ერთმანეთს ვუაიზრებდით შთაბეჭდილებებს და აზრებს- როგორი დალაგებულია ეს სახლი შიგნიდააან! რა მზრუნველი და სამაგალითო დიასახლისი ჰყავს მას! ადლერული ზაფხულის ეს შემართება მიგვყვებოდა თბილისამდე და პირველ დალაგებამდე. დედაჩვენი რომ იყვირებდა მეორე ოთახიდან ჩვენს სახლში - кто пропылесосит, девочки- ორივე დები ეგრევე ვყრუვდებოდით, სანამ დედაჩვენი არ გამოიტანდა მტვერსასრუტს და წამებული დიასახლისის სახით არ ჩართავდა მას ჩვენს ოთახში და დაიწყებდა ხალიჩის ზედაპირზე მტვერსასრუტის ცხვირის ტარებას- ნამუსზე გვაგდებდა აშკარად მამაჩვენი სკოლაში იყო- სამსახურში, არ გვიშველიდა სიტყვებით- ляля, дай я сделаю- бессовестные, маму заставляете работать! და მე და დეა უკვე სირბილით გავრბოდით დედის ”ნატანჯი” ხელებისკენ, რომ გამოგვეგლიჯა ეს დასაწვავი მტვერსასრუტი და გვეჩვენებინა, როგორ გვიყვარს ის- სანამ მტვერსასრუტის ცხვირი არ გამოძვრებოდა მტვერსასრუტის შავი შლანგიდან და მტვერი არ დაიყრებოდა იატაკზე...მაშინ დედა იტყოდა- дайте я сама- მაგრამ ჩვენში უკვე გაღვიძებული ”ნამუსი”- ერთმანეთის შეჯიბრების ჟინი, ვინ უკეთესი შვილია, არ გვაძლევდა უფლებას, დავნებებულიყავით და იმარჯვებდნენ შვილები დედასთან მტვერსასრუტისთვის ბრძოლაში......:))))))

...ავლაბრის იტალიური ეზოს სახლის შუშაბანდი. ივნისის დასასრულია. კაკლის მაგიდა მიდგმულია შუშაბანდის ფანჯარასთან. კარი ღიაა და ჩვენი კატა შემოდის. ჯდება კართან. დილის მზის სხივი შემოსულა კარში, იატაკზე გრძელკუთხედად დევს. კატა ამ ლაქაზე ჯდება და იწყებს თათების ლოკვას. უყურებს ბაბუშკას. აღმერთებს დიასახლისს და გაუნძრევლად უყურებს, როგორ ჭამს ის. კატამ იცის, რომ მას ახლა არავინ აჭმევს- კატას აჭმევს დედუშკა, რომელსაც კატისთვის სპეციალურად აქვს კალბასი, რომელიც მაცივარში დევს და თხელ ნაჭრებად დაჭრილი, დაიდება კატის თათებთან ოჯახის სადილობამდე, რომ კატა მერე გავიდეს გარეთ, ეზოში.
ფანჯრებზე მოკლე თხელი მაქმანიანი აჟურული ფარდები ჰკიდია - ისე, რომ ეზოში შემომსვლელ-გამსვლელი ჩანს და მათ ეს იციან. მეზობლები და სტუმრები ეზოში შემოსვლისას თავს ატრიალებენ ჩვენი ფანჯრებისაკენ და ხრიან მას- მისალმების ნიშნად- ბაბუშკა არ ინძრევა, მისი სახე მაინც არ ჩანს.
ეზოს ნახევარი ჩვენი საკუთრება იყო, ნახევარი- თუთიკასი, ქურდის. ეზოს- თუთიკას ეზო ჰქვია. თუთიკა დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სახელი ეზოს შემორჩა და მის ოჯახს ყველა დიდი პატივს სცემს. მხოლოდ ერთი ბინა დარჩა თუთიკას ოჯახს ეზოში ძველი საკუთრებიდან- იქაც იშვიათად თუ მოვა თუთიკას ცოლი ან შვილიშვილი, ულამაზესი გოგო...სახელი არ მახსოვს, ბაალიკა კი ცოცხალი არ არის, რომ ვკითხო, თუთიკას ცოლის ან შვილიშვილის სახელი...როზაა, მგონი, ცოლის სახელი და შვილიშვილის სახელს ახლა რა გაიხსენებს...დედასაც სძინავს.
თუთიკას ძალიან უყვარდა ბაალიკა. ერთხელ, როცა ბაალიკა 13-14 წლის თუ იქნებოდა, თუთიკა შემოვარდნილა ეზოში, ბაალიკა პატარა სკამზე მჯდარა, ეზოს შემოსასვლელ ჭიშკართან, ჩაცუცქული, კაბა გაშლილი მუხლებზე. თუთიკას ბაალიკას კალთაში დაუგდია იარაღი და გაქანებულა სახლში, ეზოს ბოლოში. ბაალიკამ, გაოცებულმა, დააფარა იარაღს კალთა. როცა ეზოში მილიცია შემოსულა, ”შმონი” ჩაუტარებიათ თუთიკასთან, ვერაფერი უპოვიათ და წავიდნენ. თუთიკას კი ბაალიკას მიამიტი ბავშვის ერთგულება არ დავიწყებია არასოდეს და მთელი ცხოვრება განსაკუთრებით აქცევდა ყურადღებას...

...შუშაბანდის მაგიდაზე გადაფარებულ კლიონკაზე, ფანჯარასთან დგას გრაფინი, წყლით სავსე- და მის გვერდით- ჭიქა. ვუყურებ ამ გრაფინს და ვერანაირ სილამაზეს ვერ ვპოულობ სტალინისდროინდელი თეთრ ფრად შეღებილი კერამიკული გრაფინის რელიეფურ ზედაპირში- ხილია რელიეფად. ისევ ჩემი -ბაალიკას- კოპლებიანი ჭიქის თვალიერება მირჩევნია. მზის სხივები ცერად ეშვება ფანჯრებს და ჩრდილში მოიტოვებს წინ, ეზოს მეორე მხარეს აგურის კედელს და შემოდის ფარდების აჟურების გავლით და ფარდის აჟურებადვე წვება შუშაბანდის წითელ იატაკზე... ჩემს თავს ზემოთ - კედელზე - ჰკიდია დედუშკას მრგვალი სარკე- რომელსაც ბაალიკაც ხმარობდა. დედუშკა სახის გასაპარსად ჩამოიღებდა ხოლმე, დადებდა მაგიდაზე, ”კლიონკაზე” დააფენდა პატარა ”კლიონკას”, დაადებდა საპარსს და ნელა იპარსავდა წვერს....ბაალიკა კი, როცა ბაბუშკას სახლის გაუთავებელი ლაგების პროცესში ნახავდა ”ფანჯარას”, ჩამოიღებდა ამ სარკეს, დადებდა მაგიდაზე და იპუტავდა წარბებს....ან იკეთებდა ”ნიღბებს” სახეზე- რაღაც უცნობი რაღაცის ნიღბებს- მაგრამ ნიღბების დადების პროცესი იყო მაგიური....)
მერე ამ ნიღბით ისევ იღებდა იატაკის ტილოს და უსმევდა შუშაბანდის იატაკს ხმამაღალი ყვირილით- ვოტნერეთ! ვოტნერეთ ჰანექ ! სიტყვასიტყვით- ფეხები, ფეხები გაიხადეთ!- რაც ნიშნავდა- ფეხსაცმელი გაიხადეთ, მაგრამ ვინ აქცევდა ამას ყურადღებას, ვიცოდით, რასაც ნიშნავდა- ოთახის პარკეტი უნდა ყოფილიყო სარკესავით კრიალა და ან უნდა გაგვეხადა ფეხზე ან ”ქეჩებით” შევსულიყავით...) პარკეტზე გამახსენდა...ისე იცოცხლა ბაალიკამ, რომ სულ ოცნებით ამბობდა: ჯულიეტას სახლში (ჯულიეტა დედუშკას დის შვილი იყო) პარკეტი რა კვერცხის გულისფერია- ყვითელი! ეს ჩვენი პარკეტი როგორ გავხადო ასეთი ფერის? მე და დეა კი ჯულიეტასთან სტუმრობისას მხოლოდ ბასტურმას და სუჯუხს და წნილს და სათალს ვიხსენებდით, სამარხო ტოლმას და ინგას, რა თქმა უნდა - ჩვენ დად გვეთვლებოდა (четвероюродная). და მხოლოდ წლების შემდეგ, პოდმოსკოვიეს ქალაქ კირჟაჩში, როცა იხსენებდა ავლაბრის სახლს, რომელიც უკვე გასხვისებული გვქონდა 1993 წლის ზამთარში და ამიტომ ენატრებოდა საკუთარი ბავშვობის სახლი გაგიჟებამდე, ბაალიკამ თვითონვე გააკეთა დასკვნა: -გახსოვთ, ჯულიეტას რა ფერის პარკეტი ჰქონდა ბელინსკზე? ის პარკეტი სხვა ჯიშის ხისგან იყო, ალბათ...ჩვენი პარკეტი ნამდვილი მუხის პარკეტი იყო და ჯობდა, მე ვერ ვხვდებოდიო................

....მოვრჩი ჩემი გემრიელი კარაქიანი პურის ჭამას. ვარვარა ჯერ ჭამს თავისი პურის ნაჭრებს.
-Юно, ეს ორ ინჩ ორნა? -დღეს რა დღეა? - მეკითხება
-Четверг, бааб- ვპასუხობ და ვიღებ პატარა ნაჭერ პურს, თან საათს ვუყურებ- როდის მოვა ბაალიკა და მოიყვანს დეას, რომ ეზოში ერთად ვითამაშოთ. მარტო ბურთით კედელთან მე ბაბუშკა არ გამიშვებს, თან პატარა წითელი ზოლებიანი ბურთი მარტომ უნდა ვურტყა კედელს და ვიხტუნაო... დიდი ბურთი ჩვენ არ გვაქვს-გასკდა, მანქანამ გადაუარა როცა ქუჩაში გადაგვიგორდა დიდი ეზოდან. მანანა მუსტაფას კი ჯერ ალბათ სძინავს - ან არ გამოვა ასე ადრე სათამაშოდ... პიანინო გასაღებზეა დაკეტილი და ზემოდან ნაჭერი აქვს გადაფარებული...ბაბუშკა არ მიმაკარებს რომ დავუკრა ჩემი პირველი კლასის დაზეპირებული პროგრამა და ვივარჯიშო სანამ დედა არ მოვა, რომ არ მეჩხუბოს...ტელევიზორის ჩართვა, სანამ საუზმე არ მორჩება- არ შეიძლება...სისხლის გათეთრება დამემართება (ასე ვიცოდით). ვუყურებ საათს- ოი, თერთმეტი საათი დაიწყო!
-Бааб- пойду телевизор включу, можно? «Цискара» начнётся скоро??
-ჩე! ჯერ კერ პერწი! -არა ჯერ ჭამე მორჩი- მიბრძანებს ბაბუშკა..მერე ხედავს რომ ”кристалл» -ის საათს შევყურებ მოღრეცილი ტუჩებით და მეუბნება:
-ლავ, გენა, ძერქერეტ ლევა უ ნაი! კარგი, წადი ხელები დაიბანე და უყურე!
მე სიხარულით ორივე ხელით ვიღებ ჩემს მეორე პატარა ნაჭერ პურს, ვიტენი პირში, სამსახურში მუდმივად მოჩქარე 27 წლის დედისგან და 30 წლის მამისგან ნასწავლი ტემპით ვყლაპავ დარჩენილ გაციებულ ჩაის, ვეხუტები ”ბაააბს” ორივე ხელით უკნიდან წინ, ისე, რომ ვახრჩობ- წინსაფარი აქვს წაკრული-
-ჰა, ხელოქ, ხელოქ!- ჰა, წყნარად, წყნარად!- მიყვავებს და გავრბივარ სამზარეულოსკენ- ტუალეტისკენ.
სპარტანულ ტუალეტში მუზეუმის სისუფთავე სუფევს. უნიტაზი, მის უკან ზემოთ თაროები, ჩამოკიდებული ჩითის ფარდა უნიტაზის უკან- იქ მე და დეას ხელები არ მიგვიწვდება; თუმცა ფარდას ვწევთ და ზოგჯერ ჩამოვწევთ ხოლმე ლურსმანზე დამაგრებულ თოკზე და მერე ძლივს-ძლივობით ვასწორებთ- უნიტაზზე დადგომის გვეშინია, რომ ფეხი არ დაგვისხლტეს და არ ჩავვარდეთ- მერე უფროსები მიხვდებიან რომ ფარდას ვწევდით რომ გვენახა, თაროებზე რა დევს ფარდის უკან...სამაგიეროდ, ვიცით წინა კედელზე სამივე თაროზე რა დევს! ზედა თაროს გარდა- იქ დედუშკას საპარსი დევს, ვერ ვწვდებით და ქვედაზე კი...ქვედაზე რაღაც შამპუნის მაგვარი რაღაც დევს და თმის ზეთი! აწერია с витамином «Д» -აუცილებლად ვხსნით და ცოტ-ცოტას ვითხაპნით წამწამებზე- ბაალიკა ამბობს, რომ ვგავართ тыква-ს с глазами и ресниц у вас нету- თვალებიან გოგრებს ვგავართ (მამაჩვენს ანუ). განა იმიტომ მამაჩვენს, რომ ”სარდიკა” არ უყვარდა. არა, იმიტომ, რომ დედაჩვენის და ბაალიკას ლამაზი მწვანე თვალები არ გვაქვს და იმიტომ! ჰოდა ამიტომ ჩვენც- მე და დეა- მივადებთ თითებს ამ ზეთის ქილის თავს და ვითხაპნით წამწამებზე... მერე ყოველ წამს ვიმოწმებთ თვალებს სარკეში- დაგვიგრძელდა წამწამები? ჰაჰაჰა...აქვე გამახსენდა დებილმა დეამ რა ქნა მერე, წლების შემდეგ...ეკამ, ჩვენმა კლასელმა, თქვა კლასში, რომ თუ წამწამებს ოდნავ ბოლოებში წაიჭრი, გაგეზრდება და გაგიხშირდებაო...ჰო და დეამ აიღო და წაიჭრა)) ვიქნებოდით უკვე მეშვიდე კლასში))) ბაალიკას რისხვას საზღვარი არ ჰქონდა!!!!)))
...მერე ვასრულებდით ტუალეტის სერიოზულ რიტუალს...ჩუმად ერთი ფეხაკრეფით გამოვიდოდით ტუალეტიდან და ვიპარავდით სამზარეულოში ასანთს და იწყებოდა დღის ერთ-ერთი მთავარი საქმე: ცოცხის დაწვა! მე ან დეა ვანთებდით ასანთს და ვუკიდებდით ცოცხს...არ ვიცი, ადრე რა ცოცხები იყო, მაგრამ იმ ცოცხის ზედა ტარები ახლაც მახსოვს: პრიალა, ჩვენი დიდი ოთახის მუხის პარკეტივით და მათ ძნელად ეკიდებოდა ცეცხლი...აჰა...ნელ-ნელა დაინთო და დაიწყო წვა..ქრება...ისევ ვანთებთ ასანთს და ვუკიდებთ...სუნი დგებოდა რაღაც ტკბილი, საძაგელი, ჩვენ კი გვიხაროდა) სანამ უფროსებიდან ვინმე არ მიხვდებოდა, რომ სახლში სიჩუმეა და იუნა-დეა რაღაც სასწაულად ჩუმად იქცევიან...იწყებოდა ყვირილი- აუცილებლად რატომღაც ჩემით: юнонааа вы гдее? დეა, ურექ? -დეა სად ხარ-თ?...ჩქარა ხელების კანკალით და ჩუმი სიცილით ვაქრობიდთ ცოცხს- არ ქრება და გამოვრბოდით ტუალეტიდან))) ვითომ ვერ ხვდებოდნენ...ცოცხს ვინ ჩივის...ცოცხი ეხებოდა ტუალეტის შეღებილ კედელს და ნამწვარ კვალს ტოვებდა მასზე....ამ ლაქაზე კი გვხვდებოდა...ტუალეტშივე გვკეტავდნენ, დასჯის მიზნით.....
გამახსენდა დედაჩვენის ყველაზე მწარე მოგონება ჩვენი ბავშვობიდან. ჩვენ ვიყავით 2 თუ 3 წლის - ნუ დედაჩვენი იქნებოდა 24-25 ის და მაშინ იყიდებოდა პოლონური კრემი- ქალების ფუფუნება- POND’S, Lancome. მამაჩვენს უყიდია მოუტანია, 3 მანეთად, მგონი. არ ვიცი, მე და დეამ როგორ შევამჩნიეთ სად დამალა დედაჩვენმა მაგრამ მოგვიპოვებია ეს სასწაული და რა?
ისევ თურმე სიჩუმეა სახლში, ბავშვების ჩამიჩუმი არ ისმის...გაგიჟდნენ დედაჩვენი, ბებიაჩვენები და ნათესავი ძიძა...გვეძებენ სახლში და ჩვენი სიცილით და გახარებული ხმამაღალი ბურტყუნით გვიპოვეს ფარდის უკან ფანჯრის რაფაზე ამძვრალები: მე და დეა ერთმანეთის პირისპირ ვზივართ და ამ POND’S -ში ამოთხვრილები, კრემიან ხელებს ერთმანეთს ვუსმევთ სახეზე და თავზე და ვიცინით ”юна ჭუპ ჭუპ ჭუპ” - მეუბნება დეა და კვდება თურმე სიცილით და მე კიდევ -”დეა ჭუპ ჭუპ ჭუპიიიიიი” - და ვკვდები სიცილით....დედაჩვენის ერთადერთი კრემი დავცალეთ ასეთი თამაშით...დედა ისე გამწარებულა, უტირია....მეორედ კრემის ყიდვის საშუალება ნამდვილად არ იყო) ....ახლა კი რა გამახსენდა...სოფიკო რომ იყო წლინახევრის - არ ვიცი როგორ გაგვისხლტა მე და დეას ხელიდან და მოახერხა- აძვრა საძინებლის ”სტენკის” ზედა თაროზე და ჩამოიღო დედიკოს სანაქებო და საყვარელი ფრანგული ”დუხი” ”Fidji”. ამ მაიმუნმა ბავშვმა აიღო მეორე “Magie Noire”, ორივე გადმოაპირქვავა სოფაზე- ხის იყო და დაესხა ზედაპირზე და ბოდიში- დაასველა თავისი ოქროსფერი შარდით ზემოდან...ფერი კი ერთი იყო, მაგრამ სუნი აშკარად ბავშვის, თუმცაღა შარდის, დომინირებდა ოქროსფერ ლაქაზე...მე და დეამ ეს კოშმარი რომ ვნახეთ, წესიერად გაზრდილები ხომ ვიყავით და სოფიკოსთვის ყურადღების მიქცევა და თვალის-არ-მოშორება ჩვენს იურისდიქციაში შედიოდა- მაშინ 14 წლის ვიყავით- ამიტომ ბავშვი სასწრაფოდ მოვაშორეთ ”დანაშაულის” ადგილს; ერთს გვეჭირა სოფიკო- იმიტომ რომ ისევ იწევდა არომატული ”ტბისკენ” სოფაზე და მეორე - მე თუ დეა აღარ მახსოვს- სასწრაფოდ ვიღებდით სააფთიაქო ნაკრებიდან ამოღებული ერთჯერადი შპრიცით სუნამოს რიგრიგობით ხან ”Fidji”, -ს ხან “Magie Noire”-ის ქილაში...სოფიკო იყო უბედნიერესი! ხვდებოდა, რომ მისი შარდი სუნამოს მაგიერ ისხმეოდა დედიკოს საყვარელი სუნამოების ქილებში და სიხარულით იცინოდა) ჩემი და დეას სასოწარკვეთილებას კი საზღვარი არ ჰქონდა, როცა დავასრულეთ ”გენიალური” გადასხმის პროცესი და აღმოვაჩინეთ, რომ ორივე სუნამოს, ”რატომღაც”, სოფიკოს შარდის შლეიფი დასდევდა... დედაც მოვიდა....მაგრამ სასწაული! ისეთ კარგ ხასიათზე იყო, რომ შემოვიდა, ეგრევე სუნამოს სუნი იგრძნო, ნახა სოფაზე დასხმული სუნამო, არეული ჩვენი ნებიერა სოფიკოს შარდში და დაიწყო სიცილი...აიღო ”Fidji” -ს ქილა და დაისხა...ახლა ვხვდები, რა არის საკუთარი ბავშვის სიყვარული -მის შარდსაც კი საყვარელი სუნი აქვს შენთვის...კი, მერე აღარ იხმარა და შევინახეთ სოფიკოს შარდიანი სუნამო, მაგრამ მერე, როცა საკმაოდ ვიცინეთ, გადავაგდეთ...

....ხელები (თითები) მიშვერილი მაქვს ავლაბრის ცივი წყლის ონკანის ქვეშ (ავლაბრის წყალი, ყველაზე გემრიელი წყალია, ლენინაკანის წყლის შემდეგ, ოცოდით? ამას ყველა თბილისში ჩამოსული სომეხი აღნიშნავდა, ეს ზუსტად მახსოვს, რომ აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტი იყო!) ხელების თითებს ვდებ საპონზე, რომ როცა ბააბ შემეკითხება- ძერქერეტ ლევაცირ? -მინდა ბავშვის სუფთა ნამუსით მივადო ცხვირთან, რომ იგრძნოს საპნის სუნი! ვიყურები ეზოში- ვუყურებ მაღალ ხეს - ხასხასა მწვანე ფოთლები პრიალებს მზეზე, ზოგი მწვანედ, ზოგი უკუღმა მხრიდან- ფოლადისფრად...ვუყურებ, რომ არ ირხევა და ვფიქრობ: თუ დღეს კარგად მოვიქცევით მე და დეა, დიდ ეზოში გაგვიშვებენ და იქ წრეში ბურთს ვითამაშებთ სხვა ბავშვებთან...ან დამალობანას...და ვფიქრობ, რომ დავიმალები დიდი ეზოს ბოლოში, იქ, სადაც არც შევდივართ ხოლმე- მოსახვევში, სადაც დიდი გატეხილი ხეა, იქ ვერავინ მიპოვის...სიხარულით თვალებს ვჭუტავ და ვგრძნობ, რომ ხელები (თითები უფრო სწორად) უკვე გამეყინა თბილისში ყველაზე გემრიელი ცივი წყლის ქვეშ..მარცხენა ხელს ნიჩბად ვხრი, ვუშვერ ცხვრის ონკანს და ვსვავ ამ ცივ წყალს....
ხელებს ვუსმევ (იგულისხმევა რომ ვიმშრალებ) ბაალიკას ჩამოკიდებულ თეთრ ”ვაფლის” პირსახოცზე (ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე ცვლის) - და გამოვრბივარ სამზარეულოდან- ”ცისკარა” იწყება, კინოს უნდა ვუყურო!
შევრბივარ დიდ ოთახში, სარკესავით გაკრიალებულ მუხის პარკეტზე დადებულ ”ქეჩებზე” მისრიალდება ფეხი და ხმაურით ვბრახუნდები იატაკზე, მტკივა უკანა რბილი ნაწილი და ვისრისავ ხელებით. სრიალით გავრბივარ ”ბუფეტისკენ” და ჩუმად ვაღებ მისი ქვედა უჯრების კარს...ზედ ჯერ ეტყობა სახლში შემოპარული- როცა დედაჩემი 16 წლის იყო- ბოშა ქალების კვალი. საკეტი რომ ვერ გააღეს, ამოჩიჩქნეს დანებით და ხვრელი დარჩა- карельская береза-ს ბუფეტის გასაღების ჭუჭრუტანაზე...ვაღებ ამ ხვრელი-ჭუჭრუტანიან კარს და არც ვიხედები, ისე ვყოფ ხელს სიღრმეში...აი, ერთი ალუმინის პატარა კასრი..აი მეორე...აი ლარნაკი...ვერ ვპოულობ, მეჩქარება ((( დავდექი მუხლებზე და ვიჭყიტები შიგნით. აი ისიც! ვიპოვე ალუმინის ქილა, ხუფიანი. გამოვწიე, ვხდი ხუფს, ვყოფ ხელს და ვიღებ დიდ ნაჭერ შაქარყინულს....
- юнона ძერქერეტ ლევაცირ?- ხელები დაიბანე? -მესმის ბაბუშკას ხმა შუშაბანდიდან- შიშით მივარდება ხელიდან შაქარყინული ქილაში, ისევ ვიღებ მას და კბილებით ზემოდან სულ-სულ პატარ ნაჭერს ვატეხავ...დიდი ტყდება და ისევ კბილებით ვატეხავ მას
-дааа, бааб, помыла- ვპასუხობ ოთახიდან ყვირილით, ვდებ ქილას უკან. არ მავიწყდება- შინდის მურაბის მაღალ ქოთანს ვხდი ქაღალდის თავს, თითს ვყოფ შიგნით და ვილოკავ. სასწრაფოდ ვკეტავ ჭუჭრუტანიან კარს და ვძვრები ბუფეტის გვერდით მდგარ ”ტუმბოჩკაზე”, რომ მივწვდე შავ-თეთრი ტელევიზორი горизонт-ის კაბელს როზეტამდე...ჩავრთე! ტელევიზორმაც დაიტკაცუნა, წერტილი გაჩნდა მის შუაში და ნელ-ნელა ეკრანმა დაიწყო გაღიავება! უურაა!!! ვუყურებ საათს- თერთმეტის ოცდასამი წუთია! ეკრანი იშლება! სადაცაა დაიწყება ”ცისკარა”!
დიდ ოთახში შემოდის მზე- სხივები ფართო ზოლებად ფარავენ იატაკს. ოთახის ცენტრში მდგარ მძიმე გადასაფარებელზე დგას იასამნის თაიგული, ჩინური ემალის ლარნაკში. მივდივარ მაგიდასთნა, ვძვრები სკამზე, ვეყრდნობი იდაყვებით მაგიდას, ვიხრები ლარნაკთან და ყურადღებით ვუყურებ იასამანს- ვიპოვე ყველაზე გაშლილი, ყველაზე იასამნისფერი ყვავილი, მოვწყვიტე, გადმოვატრიალე და ენით მოვქაჩე ნექტარი- რა ტკბილია! უცბად გამახსნედა რომ დეას არ დავურეკე-
სასწრაფოდ გავრბივარ ტელეფონისკენ-
-да мягкуся, да, смотрю- იქიდან მეუბნება დეა და ჩვენ ვაგდებთ ყურმილს ორივე მხრიდან...
...ფანჯრებს შორის კედელზე, დიდ შავ-თეთრ ფოტოზეა ჩემი ბებია. ჩემი ყველაზე ლამაზი ბებია. ბებია, რომელიც ახლა უკვე ჩემზე უმცროსია დროში და სივრცეში..ყველა განზომილებაში. 36 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ბებია- бабуля Седа- იღიმება პროფილში, უსასრულობაში. სომეხი ბებია, ცნობილი თბილისში თავისი ქართული სილამაზით, ბებია, რომელიც არასოდეს მინახავს და რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს....
მე ვუღიმი მას, ხელით კოცნას ვუგზავნი- ფოტო იმდენად მაღლა კიდია, რომ სურათს ვერ მივწვდები, რომ ვაკოცო. კბილებით ვამტვრევ შაქარყინულის ნამსხვრევებს პირში და ვუყურებ ეკრანს.
კინო იწყება!

იუნა შაფათავა
Ёно- როგორც ჩემი დედუშკა მეძახდა...
19 აპრილი, 2013 - ღამე-დილა.

6
91
7-ს მოსწონს
ავტორი:yuna
yuna
91
  
2014, 17 ივნისი, 11:26
დიდი მადლობა :*
2014, 2 მაისი, 13:36
დიდი სიამოვნებით წავიკითხე ბოლომდე! :) მეც დავბრუნდი ბავშვობაში... მარტივად, გულწრფელად და შესანიშნავად არის გადმოცემული ბავშვობის დაუვიწყარი ემოციები :)
2013, 11 ნოემბერი, 23:02
ბოლომდე არ წავიკითხე, მაგრამ კარგად დაიწყო. აი როგორი შეგრძნება დატოვა იცი? სიშიშვლე რომ სიხარულს იწვევს, ბავშვის სიშიშვლით გამოწვეული სიხარულის მსგავსი შეგრძნება :)))
2013, 30 აგვისტო, 17:26
ძალიან კარგია,გულიდან წამოსული ბავშვობის ლამაზი მოგონებები,ძალიან მომეწონა:)
2013, 6 მაისი, 6:25
спасибо :*)
2013, 22 აპრილი, 0:23
ძალიან მაგარია, გამახსენდა ჩემი ბავშვობაც :))) gjveci es inch lav axchikes P.S моё имя тоже с буквой Ю don't worry :)
0 1 6