ფსიქონევროლოგია პლაცებოს ეფექტი – განკურნება წამლის გარეშე 2012, 18 მარტი, 11:53 პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფს აძლევენ რაიმე სახის აბს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას ან ატარებენ მასზე ცრუოპერაციას. ექიმი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს პლაცებოს ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ.
ხშირად პლაცებოს ჩვეულებრივი წამლის საწინააღმდეგოდაც იყენებენ – ახალი წამლის შემოღებისას პაციენტთა ნაწილს პლაცებოს ასმევენ, ნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებს აკვირდებიან. მხოლოდ მაშინ, თუკი წამალს გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე პლაცებოს, ხდება მისი აღიარება ვარგისად. ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი რამ უპატიოსნო და არაეთიკურია, რადგან პაციენტს რაღაცას ატყუებენ.
ერთხელ პლაცებო პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში გამოიყენეს. შედეგებმა აჩვენა, რომ პლაცებოს მიღების შედეგად პაციენტებს ტვინში იგივე ცვლილებები აღენიშნებოდათ, რაც პრეპარატ ლევოდოპათი. ლევოდოპა იწვევს ქიმიური ნივთიერების, დოპამინის ზრდას. წესით ეს ეფექტი პლაცებოს არ უნდა ჰქონოდა. გამოდის, ამ შემთხვევაში საქმე რწმენაში ყოფილა. დაახლოებით ისეა, საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ 40 მეტრის გარბენა 4 წამში შეგიძლია და შემდეგ ეს რეალობაში განახორციელო. პლაცებოთი გამოწვეული მსგავსი ცვლილებები დაფიქსირდა დეპრესიისა და ტკივილის შესწავლის დროსაც.
![]() როგორ მუშაობს პლაცებო, ეს ჯერ კიდევ გამოცანაა. რატომ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისიც და ექიმიც მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან? სავარაუდოდ პოზიტივის მოლოდინი ტვინში ხსნის და ააქტიურებს გარკვეულ ბილიკებს, ზუსტად ისე, როგორც წამალი. თუკი მეცნიერთა და მედიკოსთა მიერ მოხდება პლაცებოს ეფექტის დაწვრილებით შესწავლა, შესაძლებელია წამალი აღარ იყოს საჭირო და პაციენტები თვითონ დაეხმარონ საკუთარ თავს საკმაოდ მოკლე დროში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველანაირი სახის პლაცებო არ არის ეფექტური. თუკი ზოგიერთი პაციენტი პოზიტიური განწყობით უკეთ ხდება, ზოგიერთის მდგომარეობა უარესდება და გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობის კურსის მიტოვება უწევს. მეცნიერები დაახლოებით 1 საუკუნეა, პლაცებოს ეფექტს იკვლევენ, თავად ცნება კი მე-18 საუკუნეში გაჩნდა. 1955 წელს მკვლევარმა ჰენრი ბიჩერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ეწერა. 26 სხვადასხვა სახის დაკვირვებიდან ნათელი იყო, რომ პაციენტთა 35% რეაგირებდა პლაცებოზე. 60-იან წლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა აღმოჩენამ, რომ უმოქმედო აბებს შეეძლოთ გავლენის მოხდება ორგანიზმზე. როცა პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ ამგზნებ საშუალებას აძლევდნენ, შეინიშნებოდა გულისცემის სიხშირის გაზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რეაქციის სისწრაფის ზრდა. ხოლო როცა ეუბნებოდნენ, რომ ძილის წამალს ასმევდნენ, მალევე ითენთებოდნენ. რეალურად კი ორივე შემთხვევაში აბი ზუსტად ერთნაირი იყო. ![]() 3167 2-ს მოსწონს
|