სხვა მან შეჭამა თავისი ხორცი, ძვლები კი შეინახა 2013, 19 აპრილი, 0:29 ძნელია შეხვდე ადამიანს, რომელმაც თავისი ხორცი ჭამა, მაგრამ ეს რეალობაა. დეივ ფლეიფენზი 30 წლის იყო, როცა მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა. მას მერე, რაც ხელმა გაშავება დაიწყო, ქირურგები იძულებულნი გახდნენ ხელის ნაწილი და თითი მოეჭრათ. იმის ნაცვლად, რომ თითი გადაეგდოთ, დეივმა მოითხოვა ის სახლში წაეღო. მან თქვა, რომ თითი მაცივარში ჰქონდა შენახული, იქ, სადაც ექთნები რძეს ინახავდნენ. დეივი ადრეც იყო დაინტერესებული კანიბალიზმით და მაშინვე თავში მოუვიდა შეეჭამა თავისი თითი და შეენახა ძვლები. მან თქვა: "მე ყოველთვის მაინტერესებდა როგორი გემო ჰქონდა ადამიანის ხორცს. მე მიყვარს ის. ეს არ იყო უბრალოდ ცნობისმოყვარეობა, თითი ჩემი სხეულის ნაწილი იყო და არ მინდოდა დამეკარგა. გადავწყვიტე, რომ თუ შევჭამ ხორცს და შევინახავ ძვლებს, არ დავკარგავ ჩემს ნაწილს". დეივმა მოხარშა ხორცი მარილწყალში და თან დაამატა: "მე თითი შემწვარი მერჩია, მაგრამ შემეშინდა, რომ შეწვისას ძვლებს დავაზიანებდი და მოხარშვა გადავწყვიტე. არ მოვასხი არანაირი სოუსი, არც ღვინო მივაყოლე, რომ სრულყოფილად შემეგრძნო მისი გემო". თავისი ძვლები კოლოფში აქვს შენახული და აჩვენებს მეგობრებს. დეივი ამბობს, რომ მისი საქციელი ზოგიერთს აშფოთებს, ზოგი კი ამართლებს. "ცხოველებს ხომ არ სთხოვენ ნებართვას, შეჭამონ თუ არა ისინი? მე კი ჩემს თავს დავრთე ნება. თუმცა ამას არ ვუქცევივარ კანიბალად, ეს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, ცნობისმოყვარეობის გამო მოხდა და აღარასოდეს გავიმეორებ". 2392 10-ს მოსწონს
|