x
image
ზურაბანდ
ელექტრონული პარამეტების გამზომი სტენდი უვადო რეჟიმში

სტენდისაინტერესო სიტუაცია შემემთხვა სამსახურში - საბჭოთა ხანაში დიდი წვალებისა დარწმუნების შემდეგ მექანიკოსებმა საჭირო გამზომი აპარატურა გამოვიტანეთ უფროსობის ნებართვით და რამაც ცოტა გაგვიადვილა დაზიანებების პოვნა - 70 -80 - იმ დროს თვით ამ გამზომი ხელსაწყოების ვარგისიანობას - მეტროლოგიის სამსახური გვიმოწმებდა 5 - 10 წელიწადში ერთხელ - ამ პროცესს ზედაპირული ხასიათი ჰქონდა, - საბჭოეთის დაშლის შემდგომ უკვე 22 წლის შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე მე ყველაფერი ვიღონე აპარატურა ვარგისიანი რომ ყოფილიყო, არავინ მის რემონტში არასოდეს დამხმარებია - ერთხელ ვიღაც სუბიექტები მესტუმრნენ 5 ოდე წლის უკან და კომისიად წარმოგვიდგინეს თავი - გაირკვა რომ ისინი იმათ რიცხვს განეკუთვნებოდნენ აპარატურაში ოქროსა და პლატინას რომ ეძებენ -... ნახევარი გრამი ოქროსათვის ისინი მრავალფუნქციურ გამზომ კომპლექსს ერთ საათში ჯართად აქცევენ ხოლმე, ზოგიერთი ხელსაწყო 1966 წლიდანაა და მაინც მემსახურება...საქმე ისა რომ ერთმა უფროსმა რომელიც ეტყობა დროსა და სივრცეში ორეანტაცია დაეკარგა - დამირეკა და მიბრძანა რომ საჭიროების გამო მათი მუშაობა 30 წლით შემენარჩუნებინა....

1
27
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურაბანდ
ზურაბანდ
27
  
2013, 18 აპრილი, 20:36
მე მგონი გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა გარანტირებული მაქვს - როგორც იტყვიან -ზოგი ჭირი მარგებელია...
0 1 1