საქართველო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა ერიკ რუბინთან 2013, 18 აპრილი, 16:32 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ერიკ რუბინთან გამართეს შეხვედრა.ლევან დოლიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქართული კონტინგენტის ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 1 შეფასება არ არის
|