x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134669
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
ორსული კიმ კარდაშიანი ექიმის აკრძალვის მიუხედავად მაინც განაგრძობს ფიტნეს-ცენტრში სიარულს !!!
imageმოგეხსენებათ რომ კიმ კარდაშიანმა ორსულობის პერიოდში საგრძნობლად მოიმატა წონაში, თუმცა იმის მაგივრად რომ კვების რაციონიდან ტკბილეული ამოიღოს, მან გადაწყვიტა კვლავ დაბრუნებოდა ფიზიკურ დატვირთვას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ორსულობას.


კიმს უკვე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, რის შემდეგაც ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს ფიტნეს-ცენტრში სიარული, რათა თავიდან აეცილებინა ბავშვის დაკარგვა, ან ნაყოფის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. თუმცა, როგორც ჩანს, სილამაზე მისთვის ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.


კიმ კარდაშიანი არაერთხელ "გამოუჭერიათ" პაპარაცებს სპორტულ ფორმაში ფიტნეს-ცენტრის გვერდით. არაერთ ჟურნალში დაიბეჭდა უკვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ კიმ კარდაშიანი მისი ორსულობისგან ქმნის შოუს, რომ მასზე უფრო მეტი ისაუბრონ. მან არაერთი ფოტო დადო სოციალურ ქსელებში, სადაც კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი. ასევე არსებობს ჭორი იმის შესახებ, რომ კიმი სპეციალურად სუქდება, რათა მშობიარობის შემდეგ საგრძნობლად დიდი თანხა იშოვოს ახალი დიეტით გახდომის საშუალებით. აქედან გამომდინარე არ გაგვიკვირდება ის ფაქტი, თუ კიმ კარდაშიანი მხოლოდ პრესის დასანახად დადის ფიტნეს-ცენტრში, რათა მის გარშემო ახალი ჭორები აგორდეს.


გთავაზობთ რამდენიმე სურათს.



imageimageimageimageimageimageimage






0
60
შეფასება არ არის
ავტორი:sunshine
sunshine
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0