x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ისე, უბრალოდ
გამარჯობა

მომენატრე

ეს ზედა ახალია? გიხდება

რამდენი ხანია არ მინახიხარ


ასე მგონია საუკუნეა გასული

ლამაზი ხარ

ხო ვიცი, მამრობით სქესზე არ ამბობენ ლამაზს, მაგრამ შენ ლამაზი ხარ

შენი თვალების ბრალია ყველაფერი

შენთვის არასდროს მითქვამს პირლივე დანახვაზე რომ შემიყვარდი?

თუმცა არა, ერთი ნახვის სიყვარულის მეც არ მჯერა

უბრალოდ ვიგრძენი რომ შენ იყავი ვისაც ვეძებდი

მერე შემიყვარდი ......

შენ კი გამიშვი

შენ მკითხე მაშინ - გაწუხებო?

შენ ხომ იცოდი რომ არ მაწუხებდი, მერე მკითხე

-წავიდე?

მე გითხარი წადი თქო

თუმცა გზაზე მიმავალს ცრემელიანი თვალებით გემუდარებოდი დაბრუნებულიყავი

იცი იმ დღეს ვიტირე

ბევრი ვიტირე

მაგრამ არ დაბრუნებულხარ ..


მართალი უთქვამთ, მოგონებები ერთადერთი ჯოჯოხეთია, სადაც ადამიანი უდანაშაულოდ ამოჰოფს ხოლმე თავს.


მაგრამ მე ეს მოგონებებიც არ მაქვს. სასაცილოა, რამდენს ვფიქრობ შენზე, და რამდენჯერ წამომსვლია ცრემლი შენს გამო, ჯამში კი თითებზე დავითვლი რამდენჯერ გნახე თვეების განმავლობაში.


მართლა ძაან ლამაზი ხარ

უკვე გითხარი რო მომენატრე?

ხო, მართალი ხარ

გრძნობებს ვერასდროს ვმალავ ხოლმე

ეს ყოველთვის იყო ჩემი პრობლემა


შენი ტუჩების ბრალია ყველაფერი, შენ თვალები რა შუაშია....


image

1
402
9-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
402
  
2012, 29 აგვისტო, 12:54
,,მოგონებები ერთადერთი ჯოჯოხეთია"... კარგი იყო, მაგრამ მე უმაგისობას მირჩევნია მქონდეს ასეთი ჯოჯოხეთი
0 1 1