ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ შტატ ჩიკაგოში ძალიან საინტერესო და ამავდროულად ტრაგიკული ამბავი მოხდა. ორი მეგობრის ნიძლავი ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა.
სიტუაცია კი შემდეგში მდგომარეობდა. ორი მეგობარი დანიძლავდა, რომ თხუთმეტი-ოცი წუთის მანძილზე ერთ-ერთი მათგანი 15 ბანანს შეჭამდა და შეჭამა კიდეც. თუმცა დაახლოებით ერთ საათში ის პიროვნება რომელმაც ტხუთმეტ ბანანს მუსრი გაავლო კრუნჩხვებში ჩავარდა. როდესაც სასწრაფო მოვიდა ის უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ცხედრის გაკვეთა მოითხოვეს და ექიმებსაც ძალიან დიდი ინტერესი ეტყობოდათ, თუ რა მოუვიდა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს რომელსაც არანაირი დაავადების და შეტევის კვალი არ აღენიშნებოდა. ეჭვი გარდაცვლილის მეგობარზე მიიტანეს, გამოძიება ფიქრობდა, რომ მან სავარაუდოდ მოწამლა თავისი მოგბარი. თუმცა ყველაფერს ნათელი მალევე მოჰფინეს ექიმებმა, რომლებმაც კვეთის შედეგი გააცნეს გამოძიებას. დასკვნა კი ასეთი იყო: გარდაცვლილის სხეულში, კერძოდ კი კუჭში აღმოჩენილია ძალიან დიდი რაოდენობის ბანანის ფაფისებრი მასა, რომლის გადამუშავება კუჭმა ვერ შეძლო. ბანანი დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს და კუჭისთვის მისი დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა.
ვინც სანაძლეოს მოიგებდა პრიზად რას მიიღებდა არ გაინტერესებთ?
წაგებული და მოგებული უნდა წასულიყვნენ "McDonalds" -ში და რასაც მოგებული შეუკვეთავდა ყველაფრის საფასური წაგებულს უნდა დაეფარა.