სამარხვო კერძები გნოჩი - იტალიური პილმენი. 2013, 18 აპრილი, 0:07 მასალა: 1 კგ. კარტოფილი.
3/4 ჭიქა(ან ცოტა მეტი) ფქვილი.
1/2 ჩ.კ. მარილი.
მომზადების დრო: 45 წუთი.
გნოჩი იტალიური პილმენია, რომელსაც მიირთმევენ როგორც ცალკე, ასევე ყველანაირ კერძთან, სოუსთან ერთად ან ამატებენ სუპში. ძალიან მოსახერხებელია მისი მოხარშვა და შემდეგ გაყინვა. გნოჩისთვის კარტოფილს არ ხარშავენ, არამედ ღუმელში აცხობენ 200 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. კარტოფილს ირჩევენ დიდი ზომისას რომ გული დარჩეს რბილი. როგორც კი გამოიღებთ ღუმელიდან შუაზე ჩაჭერით და აცალეთ გაცივება. ამოიღეთ კარტოფილის გული და ან დააბლენდერეთ ან კარგად დასრისეთ, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე. მოაყარეთ მარილი. ცომის გასაკეთებლად ფქვილი დაყარეთ ისეთ ზედაპირზე, რომ ცომი არ მიეკრას. დაუმატეთ პიურე და მოზილეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი. როცა შესაძლებელი იქნება ცომის გაბრტყელება, გააკეთეთ გრძელი გუნდა და დაჭერით, თითებით ცოტა გააბრტყელეთ. გნოჩი მზადაა მოსახარშათ. როგორც კი პილმენი ზედაპირზე ამოტივტივდება ე.ი. მოხარშულია. გემრიელად მიირთვით! 417 2-ს მოსწონს
|