x
image
ლულუ
ჭადრაკის ისტორია

image ჭადრაკი შორეულ წარსულში, ინდოეთში იქნა გამოგონებული, თუმცა ზოგიერთებს მიაჩნიათ რომ იგი სპარსეთში გამოიგონეს.ამ თამაშზე უამრავი ლეგენდა არსებობს, მე კი ინდური ლეგენდის მიხედვით გიამბობთ მისი შექმნის ისტორიას.ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი.მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა.რაჯა ძალზედ აღფრთოვანებულა ნაბოძებით და სამაგიერო საჩუქარი რა გნებავსო უკითხავს გამომგონებლისთვის, რომელსაც იმდენი ხორბალი უთხოვია რამდენიც ჭადრაკის დაფიდან მოუწევდა, თუ ერთ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებდნენ, მეორეზე-ორს, მესამეზე-ოთხს, მესამეზ- რვას და ა.შ.რაჯას გასცინებია ეს რა მარიტივი რამე მთხოვეო და ბრძანება გაუცია დაეანგარიშებინათ გამომგონებელს რამდენი მარცვალი ეკუთვნოდა.მხოლოდ საბოლოო შედეგის დაანგარიშების შემდეგ მიხვდა რაჯა, რომ დანაპირებს ვერასოდეს შეუსრულებდა:64 უჯრაზე მიღებული ციფრის რაოდენობის ხორბლის მასა, მთელ დადემიწას დაფარავდა 5 სანტიმეტრის სისქის ხორბლის ფენით.

თავდაპირველად ჭადრაკს ჩატურანგა ერქვა, რაც სანსკიტზე ნიშნავს ოთხთა თამაშსოთხი სახეობის ჯარით:საბრძოლო ეტლები, სპილოები, მხედრები და ქვეითები.შემდეგ სპარსელების ზეგავლენით ჩატრანგი ხოლო შემდეგ არაბებმა კი მათთვის უცნობ თამაშს შატრანჯი უწოდეს, წლების განმავლობაში სახელწოდებაც და წესებიც იხვეწებოდა, ხოლო 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მოევლინა.

image

20
2105
10-ს მოსწონს
ავტორი:ლულუ
ლულუ
2105
  
2013, 26 მაისი, 13:29
ბევრნაირი ვერსიაა
2013, 26 მაისი, 13:21
რაჯამ ეგ გამომგონებელი მოკლა თუ არ ვცდები. მაგდენი ხორბლის მიცემას მოეკლა ჯობდა ხო.
2013, 11 მაისი, 16:41
ეგ ბოლო მიშლის ნერვებს :)
2013, 11 მაისი, 16:41
:) ცოტა მათემატიკა ჭირდება, მეტი არაფერი :D და მეხსიერება :D
2013, 11 მაისი, 16:35
კაი რა ჩემთვის ეგ კატასტროფაა მითუმეტეს კვირაში მინიმუმ ორჯერ ვისმენ ყველაფერს რაც ჭადრაკს შეეხება :)
2013, 11 მაისი, 16:33
ყოჩაღ შენ :)
2013, 11 მაისი, 16:31
1844674473709551 არც სეთი ბევრი ციფრია ადამიანმა რომ ვერ დაიმახსოვროს :)
2013, 11 მაისი, 16:31
:) რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს... :D
2013, 11 მაისი, 16:29
ეს ზეპირად იცოდი? :)
2013, 11 მაისი, 16:28
რაჯას 18 კვინტილიონ 446კვადრილიონ 744ტრილიონ 73მილიარდ 709მილიონ 551ათასი მარცვალი ჰქონდა მისაცემი, რაც 922 337 203 685 კუბური მეტრის მოცულობის ხორბალია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10