შოუბიზნესი მადონამ რუსეთის სავიზო რეჟიმი დაარღვია 2013, 17 აპრილი, 12:40 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ამერიკელმა პოპვარსკვლავმა მადონამ რუსეთის სავიზო კანონმდებლობა დაარღვია. სამინისტროს ინფორმაციით, მადონას, ვიზის მიხედვით, არ ჰქონდა რუსეთის ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის უფლება, მომღერალმა კი 2012 წლის აგვისტოში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში კონცერტები გამართა და შემოსავალიც მიიღო. კონცერტების ორგანიზატორი კომპანია სავარაუდოდ 800 000 რუსული რუბლით დაჯარიმდება. 19 3-ს მოსწონს
|