x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134670
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
ირინა შეიკის საუკეთესო გამოსვლები წითელ ხალიჩაზე
რუსი მოდელი და ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდოს მეგობარი გოგონა ირინა შეიკი სარეკლამო მოღვაწეობას წარმატებულად უთავსებს საზეიმო წვეულებას და მიღებებზე სტუმრობას. ის მოდურ და გემოვნებიან ქალბატონად ითვლება ცნობილი ქალბატონების საზოგადოებაში.

ირინა ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე და უმრავლეს შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს ლაკონურ სამოსს, რომელიც ხაზს უსვამს მის იდეალურ სხეულს.

ლეგენდარული სპორტული ჟურნალის Sports Illustrated ახალი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებულ წვეულებაზე მოდელი გამოჩნდა Givenchy-ის იისფერი კაბაში. ირინა მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა.

image


მაიკლ კორსის და ჰოლი ბერის საქველმოქმედო სადილისთვის კი ირინამ აირჩია Michael Kors-ის სექსუალური კაბა.

image


ოსკარის შემდგომ წვეულებაზე Vanity Fair- მოდელი Stephane Rolland თოვლივით ქათქათა კაბაში გამოცხადდა, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა.

image


სპორტ-შიკის სტილის შავ კაბაში ირინა MTV-ის წვეულებას ესტუმრა საბერძნეთში.

image


Katharine Kidd-ის პროვოკაციულ თეთრ კაბას და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამოცხადდა ირინა Marc Tetro Art Gallery-ის გახსნაზე.

image

MTV EMA-ს ცერემონიისთვის ირინამ აირჩია ნაცრისფერი, ჭრილიანი კაბა, რომელიც ეფექტურად უსვამდა ხაზს მის გრძელ ფეხებს.

image


კანის კინოფესტივალზე მოდელი Roberto Cavalli-ის წითელ კაბაში იწონებდა თავს.

image


ზოგჯერ ირინა შეიკი კაბებს სმოკინგებს ამჯობინებს, რომელიც მოდელს არანაკლებად უხდება.

image


Calvin Klein-ის თეთრ კლასიკურ ანსამბლში ირინა დაესწრო ფილმის "როკი საუკუნოდ" პრემიერას.

image




0
311
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0