x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
პატარას, რომელსაც თავი ბურთივით ეზრდება, ოპერაციას შეჰპირდნენ
imageორიოდე დღის წინანდელ სტატიაში პატარა რუნას შესახებ გაცნობეთ მის მძიმე მდგომარეობაზე. ბავშვი იტანჯება უიშვიათესი დაავადებით, რომელმაც გამოიწვია პატარას თავის გაზრდა 3-ჯერ.

რუნა ბეგუმი სულ 18 თვისაა. მისი დაავადება, ჰიდროცეფალია არის იგივე წყალმანკი-პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის(ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება. image

რუნას ოჯახი უკიდურესი გაჭირვების გამო ვერ ახერხებდა ბავშვის მკურნალობას.

მისი მამა აგურის ქარხნის მუშაა, რომლის ხელფასი დღეში მხოლოდ 2 დოლარია.


ბავშვი ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, რომ თუ არა სასწრაფო ოპერაცია, სულ მალე შეიძლება დაინვალიდდეს ან საერთოდ დაიღუპოს. რუნას მამა ძალიან განიცდიდა შვილის ავადმყოფობას და ყველას სთხოვდა გულთან მიეტანა მისი გასაჭირი. ყველანაირი საინფორმაციო საშუალებებით ითხოვდა დახმარებას.

რუნას "healthcare group Fortis"-მა დახმარებას შეჰპირდა და დააფინანსა მისი ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯები.image

ახლა ყველაფერი ქირურგების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. იმედია პატარა მალე შეძლებს იცხოვროს ნორმალური, ჯანმრთელი ბავშვის ცხოვრებით.

საინფორმაციო საშუალებები გვაუწყებენ, რომ ყოველწლიურად 310 000 ბავშვი იბადება ჰიდროცეფალიით და დახმარების მსურველებს სთავაზობენ საიტის მისამართს: www.uk.cure.org

1
421
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
421
  
2013, 23 მაისი, 18:59
ვაიმეე ეს ნამდვილი არ მგონიაა
0 1 1