x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134620
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
პოლ მაკკარტნი უმდიდრესი მუსიკოსების სიის სათავეშია.
imageSunday Times-ის ვერსიით სერ პოლ მაკკარტნი ხსნის მსოფლიოს უმდიდრესი მუსიკოსების სიას. მისმა ქონებამ 680 მლნ. ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით მილიარდ დოლარს) მიაღწია. სიის შემდგენლებმა გაითვალისწინეს მაკკარტნის ახალი ცოლის, ამერიკელი ნენსი შეველის კაპიტალიც, რომელმაც მეუღლის ოჯახში 150 მლნ. ფუნტი სტერლინგი (225 მლნ. დოლარი) შეიტანა.

მაკკარტნი ამ სიაში უცვლელად შედის 1989 წლიდან, როდესაც იგი "მოკრძალებულად" ფლობდა 80 მლნ. ფუნტ სტერლინგს (120 მლნ.დოლარი).image

მეორე ადგილი ერგო ენდრიუ ლლოიდ ვებერს 620მლნ. ფუნტით (მილიარდ დოლარზე ცოტა ნაკლები), მესამე ადგილი კი - ირლანდიურ როკ-ჯგუფს U2-ს 520 მლნ. ფუნტი სტერლინგით (დაახლოებით 750 მლნ. დოლარი).
ვიკტორია ბეკჰემი 200მლნ ფუნტს (300მლნ. დოლარს) იყოფს თავის ფეხბურთელ ქმართან, დევიდ ბეკჰემთან ერთად. მეხუთე ადგილზეა მიკ ჯაგერი.

სიაში ასევე მოხვდნენ როკერი ოზი ოზბორნი და მისი ტელევარსკვლავი ცოლი შერონი და Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი მისი ცოლით - გვინეტ პელტროუთი.


imageსიმდიდრით არც ბრიტანეთის ახალგაზრდა მუსიკოსები ჩამორჩებიან.
ადელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ოსკარი, ახალგაზრდა მილიონერების სიის სათავეშია. მისი ქონება შეფასებულია 30 მლნ. ფუნტად (45მლნ. დოლარი).
წინა წელს მისმა შემოსავალმა 10 მლნ. ფუნტი შეადგინა და ეს იმის მიუხედავად, რომ მან გადაიტანა მძიმე ოპერაცია და გააჩინა შვილი.

ასეთი ფინანსური წარმატება მას მოუტანა სიმღერამ "Skyfall", ჯეიმს ბონდის ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკმა.image
საგრძნობლად გაუმჯობესდა ჯგუფ Girls Aloud-ის წევრის შერილ ქროუს ფინანსური მდგომარეობა, რასაც ხელი შეუწყო ახლადგაერთიანებული ჯგუფის ახალმა ტურნემ.შერილ ქროუს ქონება 14მლნ. ფუნტად შეფასდა, რაც 21 მლნ. დოლარს შეადგენს და ახალგაზრდა მილონერთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.

მეოთხე ადგილს იკავებენ ბოიბენდ One Direction-ის ხუთივე წევრი, თითოეული 5-5მლნ. ფუნტი სტერლინგით (7.5მლნ. დოლარით).

image


0
34
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0