x
საგაზაფხულო იდეა
image

რა შეგვიძლია მოვიფიქროთ უბრალო ჩანთა რომ ვაქციოთ უფრო მეტად მიმზიდველად???


იდეები ჩვენს ხელთაა, მთავარია შევუდგეთ მათ განხორციელებას.


დარწმუნებული ვარ ასეთი ნაჭრის ჩანთა ძალიან ბევრს აქვს სახლში, იმისათვის რომ მასზე გულის ფორმის ნახატი დავატანოთ აუცილებელია გვქონდეს საღებავები, ან სულაც ფრჩხილის ლაქი, ფერის არჩევანში თავისუფლები ვართ.



ამოვჭრათ ან გამოვჭრათ გულის ფორმა, დავადოთ ის ნაჭრის ჩანთას და მოვხაზოთ მისი ფორმა.


ფანქრის ბოლოზე დამაგრებული საშლელი ამ შემთხვევაში ძალიან გამოგვადგება.


საღებავში ან ლაქში ამოვლებული საშლელით ნელ ნელა შევუდგეთ გულის ფორმის შეღებვას.


ალბათ გაინტერესებთ როგორ ხდება სარებავის გაფერმკთალება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აღარ ამოვლოთ საღებავში ფანქრის საშლელი და მასზე დარჩენილი ცოტაოდენი საღებავით შეღებოთ ნაჭერი.


წარმატებებს გისურვებთ !

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინუცკები
ნინუცკები
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0