x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
დღეს, არჩილ გეგეშიძე ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელებს გადასცემს

imageსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით დღეს საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელს გადასცემს- ამის შესახებ ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საჭირო პროცედურების ჩატარება ოპერატიულად და სწრაფად მოხდა და ამისათვის მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს. არჩილ გეეგშიძე ელჩის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფანჯიკიძის კანადაში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა. მინისტრი კანადაში თავის კოლეგას შეხვდება. საუბარი კი ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0