x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ბაჩო ახალაიამ ციხიდანაც შეძლო ქურდების "გაბოზება"
image ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყოფილიჩინოვნიკებიდან ერთადერთი ვინც ჯერჯერობითგისოსებს მიღმა აღმოჩნდა თავდაცვისა დაშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანაახალაია. 'ცოტნე დადიანად"შერაცხული ყოფილიმაღალჩინოსანი დღემდე ბრალს არ აღიარებს დახმაურიანად იბრძვის საკუთარი სიმართლისდასამტკიცებლად. რის გამოც სასამართლოპროცესიდანაც კი გამოაძევეს. არანაკლებხმაურიანია ბაჩო ახალაიას ძველი მეგობარი, უფლებადამცველი თეა თუთბერიძე, მართალიამას ჯერჯერობით ერთგულებისდასამტკიცებლად თაფლი არ წაუსვამს, თუმცა მისავით თავგამოდებით არცერთითანამებრძოლი არ იცავს მინისტრყოფილს .


geotimes.ge თეა თუთბერიძეს ბაჩანა ახალაის გარშემო განვითარებულმოვლენებზე ესაუბრა:


– თეა, ბაჩო ახალაიას ყველაზე გამოკვეთილი დამცველი ხართ, "ნაციონალთა" დიდმა ნაწილმა კი, როგორც საზოგადოება მიიჩნევს იგიფაქტიურად "გაწირა"... ყოველ შემთხვევაში თქვენსავით არავინხმაურობს...


- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ წინა ხელისუფლებაში მხოლოდ ბაჩო ახალაიაარ ყოფილა ჩემი მეგობრებიდან, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მაქსიმუმ ხუთადამიანზე თუ შემიძლია დავდო თავი ისე, როგორც ბაჩოზე. ბოლომდედარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ბრალდება, რაც აქვს წაყენებული არისსრული სისულელე და აბსურდი. რომლის უკან რეალურად დგას არადანაშაულისთვის ადამიანის პასუხისგებაში მიცემა და კანონის უზენაესობისაღსრულება, არამედ ანგარიშსწორება კანონიერი ქურდების მხრიდან. უშუალოდ იმადამიანების მხრიდან, ვინც მათ ინტერესებს ატარებდნენ, ე. წ.უფლებადამცველები და პოლიტიკოსები, კრიმინალური ავტორიტეტის მქონეადამიანები.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობას", ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ ამეტაპზე, მალე ალბათ ყველაფერს დაერქმევა სახელი. ბაჩო ახალაია კი ნამდვილადიყო წინა ხელისუფლებაში ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა, რომელსაც სხვამინისტრებისგან განსხვავებით პიარი არ უკეთებია თავის თავისთვის და სწორედამიტომა ზის დღეს ის სხვებისგან განსხვავებით გისოსებს მიღმა.



- მერაბიშვილს ხომ არ გულისხმობთ?


- ბევრს ვგულისხმობ, სააკაშვილის მინისტრების უმეტესობა, თითოეულ ნაბიჯსსადაც გადადგამდა, ყველგან კამერა დასდევდათ. ბაჩო ახალაიას წინააღმდეგაგორებული შავი პიარაკამპანია ახალი არ არის. ბაჩოს მთავარი შეცდომად სწორედიმას ვთვლი, რომ ის არ პასუხობდა ყველა იმ ბრალდებას, რაც მიმართული იყომისკენ . ბაჩო აგრძელებდა იმ საქმის კეთებას, რა პასუხისმგებლობაც ჰქონდააღებული.
მას დროის კარგვად მიაჩნდა ყველა სისულელეზე პასუხის გაცემა, თუმცა დღესალბათ ის ესე აღარ ფიქრობს და ხვდება, რომ ამ წლების განმავლობაშიადეკვატური, შესაბამისი პასუხების გაუცემლობის გამო შეიქმნა საზოგადოებაშიმცდარი აზრი, სწორედ ამ საზოგადოებრივი აზრის დამსახურების შედეგი არის ის, რომ დღეს ბაჩო ციხეშია.


- თქვენ ამბობთ, რომ ის " მონსტრი" რომელიც საზოგადოებამ შექმნასინამდვილეში არ არსებობს?


- ამაზე რომ პასუხი გაგცეთ, უნდა გავიხსენო საიდან მოვიდა ბაჩო ახალაია. მე მასვიცნობ სტუდენტობიდან მოყოლებული, მაშინაც საკმაოდ აქტიური იყო. შემდეგჩვენ ერთდროულად მივედით "თავისუფლების ინსტიტუტში", სადაც ის წლებისგანმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომშეიძლება ჩემზე, აკაკი მინაშვილზე და საერთოდ სხვადანარჩენზე მეტს აკეთებდა, ის არასდროს არ ჩანდა და უფრო ხშირად ვჩანდით ჩვენ. რევოლუციის შემდგომპერიოდში, როცა სახალხო დამცველად ინიშნება სოზარ სუბარი, მას თავისმოადგილედ მიჰყავს ბაჩო ახალაია. ვინ ვინ და სოზარმა ძალიან კარგად იცის ვინიყო ბაჩო, ახლა სოზარი რასაც ბაჩოზე იძახის დარწმუნებული ვარ იმისი თავადაცარ ჯერა . სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ბაჩო ახალაიასძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მათ შორის ციხეში სწორედ ადამიანისუფლებების დარღვევის წინააღმდეგ იბრძოდა
იმ პერიოდში ვსარგებლობდი პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებით, მე დაკიდევ 20 ადამიანს გვქონდა მონიტორინგის უფლება დახურული ტიპისდაწესებულებებში, მათ შორის წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ასევე ვსარგებლობდი სახალხო დამცველისნდობით და მის თანამშრომლებთან ერთად ხშირად ვყოფილვარ ციხეებში. როცა ესსაბჭო რომლის ფარგლებშიც მე ვმოქმედებდი, ხვდებოდა პრეზიდენტს, ძალოვანმინისტრებს, როცა ადამიანის უფლებებისდარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზეგვქონდა საუბარი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი უარყოფდნენ ხოლმეწინასწარი დაკავების იზოლატორებში წამების და ძალადობის ფაქტებს. ამ ხალხმასაბოლოოდ დაგვბლოკა კიდეც, რევოლუციიდან რამდენიმე წელში პრეზიდენტთანწვდომა შემიწყდა. პრეზიდენტს სხვათაშორის აშორებდნენ ყველა მინისტრს ვისაცმასთან შეპასუხება შეეძლო და თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა.
ახლა ყვირიან რომ ახალაია "მონსტრიაო", მაშინ როცა ე. წ.უფლებადამცველებსმშვიდად ეძინათ, მე, ბაჩო ახალაია და ჩვენი საბჭოს წევრებიდავდიოდით რეგიონიდან რეგიონში, ციხიდან ციხეში, რათა აღმოგვეჩინადაზიანებით შეყვანილი ადამიანები. ვარდების რევოლუციის შემდეგ სისტემამთლიანად არ შეცვლილა, იყვენენ ძალოვან სტრუქტურებში ადამიანები, რომელთაც სასურველი ჩვენების მისაღებად ძალადობის გარდა სხვა ხერხები არიცოდნენ, ამიტომ იყო ელექტროშოკზე მიერთება და ა. შ. ყველა ასეთ შემთხვევასრეაგირების გარეშე არ ვტოვებდით და ყოველთვის ვითხოვდით შესაბამისექსპერტიზას.
რომ ვიცი ბაჩო ახალაიას დამოკიდებულება მსგავსი ძალადობის მიმართ, რაცსაზოგადოებისთვის უცნობია სწორედ ამიტომ ვდებ თავს მასზე . ყველა დედასხომ შვილი
ყველაზე მეტად უყვარს, და მისთვის საუკეთესო უნდა, სულ ვიძახი, ისეთი "მონსტრი", "ჯალათი" და "სადისტი" ჩემი შვილი გაიზარდოს, როგორიც ბაჩო ახალაიაა-მეთქი.


- მიუხედავად იმისა, რომ ციხის კადრების გავრცელების პერიოდში ბაჩო ახალაია კარგახნის წამოსული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, ყველაზე დიდი პროტესტი და აგრესია მაინც მისკენ იყო მიმართული, რადგან სწორედ მას მიიჩნევდნენ "სადისტური" სისტემის შემოქმედად...


- ბაჩო ახალაიას მოუწია იმ სისტემაში მისვლა, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან აფსოლიტურად გაუკონტროლებელი იყო. მოგეხსენებათ კანონიერი ქურდების, კრიმინალური ავტორიტეტების და მაყურებლებისგან ხდებოდა ციხის სისტემის კონტროლი და არა მხოლოდ ციხის. ქვეყნის შიგნით მთელი დანაშაულებები გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები და ა. შ იყო სწორედ ციხიდან დაგეგმილი.
აღარ გავაგრძელებ საუბარს თუ რა იდეალურ პირობებში იმყოფებოდნენ, ე. წ. ქურდები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათი აპარტამენტები, ადვოკატებსაც არ უშვებდნენ იქ . მათი კარებიც კი არ იკეტებოდა, ნებისმიერ თანამშრომელს აძლევდნენ მითითებებს, ნებისმიერ პატიმართან ჰქონდათ წვდომა, საზოგადოებას როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ მათ გარეთაც დაასეირნებდნენ . მე პირადად ორი მათგანი ნამდვილად აღმოვაჩინე მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში, ერთი კვირის შემდეგ კი ეს პიროვნებები პატიმრის ამპლუაში მომევლინნენ . არ უნდა დაგვავიწყდეს ორთაჭალის აბანოებში მოსეირნე კანონიერი ქურდის "წრიპას" მაგალითიც. ქურდული სისტემის მავნებლობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მაგრამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი სწორედ ამას უკავშირდება. ამ სისტემაში იგი მივიდა სრულიად გამოუცდელი, უფლებადაცვითი სფეროდან. მაშინ ეუთოს დახმარებით საქართველოში ჩამოიყვანეს პოლონელი ექსპერტი, რომელმაც თავის დროზე პოლონეთში ჩაატარა საჯელაღსრულების სისტემის რეფორმა . ეს ადამიანი უშუალოდ გაეცნო საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას, თავად დადიოდა საპატიმროებში, ის იყო ბაჩოს მრჩეველი და მოადგილე. თითოეული რეფორმა რაც პირველ პერიოდში გატარდა ამ ადამიანის კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა. მისი უპირველესი რჩევა კი იყო კანონიერი ქურდების გადაყვანა ცალკე დაწესებულებაში, სადაც მათ აღარ ექნებოდათ შესაძლებლობა ემართათ ციხეები და კრიმინალური პროცესები ქვეყანაში. სწორედ ამ იდეის განხორციელებას მოჰყვა პირველი დიდი წინააღმდეგობა, რადგან ამ ადამიანებს მანამდე არავინ შეხებია. მეტიც მათ ციხის უფროსები ბატონობით მიმართავდნენ, წინამორბედი სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსებს კი თავად იბარებდნენ. მათგან იმართებოდა ნარკოტიკების გასაღებაც ციხის შიგნით და გარეთ. ერთ დღეს კი ამ ადამიანებს ამ ყველაფერზე უარი უთხრეს . თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები, ვინ აპროტესტებდა ქურდული სისტემის შეზღუდვას და გადაავლოთ თვალი ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში, ასევე თავად კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი უფლებედამცველები ვინც მაშინ ახალაიას წინააღმდეგ გამოდიოდა, ნანა კაკაბაძისგან დაწყებული ახლა სად არიან? ფაქტიურად მოხდა ის, რაც თავის დროზე მოხდა იატალიაში. მაშინ იტალიური მაფია დაუპირისპირდა იტალიის ხელისუფლებას, იგივე მდგომარეობა გვაქვს ამ წუთას საქართველოში.


-ანუ ამბობთ, რომ საქართველოში მაფია დაბრუნდა?


- რა თქმა უნდა, მათი პირველი სამიზნე კი ყოველთვის იყო და დღემდეა ახალაია.


- 2006 წლის ციხის ბუნტის სისხლიანი ჩახშობა ბაჩო ახალაიას ბრალდებებს კიდევ უფრო ამძიმებს, თეა ესეც არ არის მის "კისერზე"?


– დამისახელეთ ქვეყანა, უფრო განვითარებულიც კი, სადაც ციხეში ბუნტი ხდება და მას ხელისუფლება ყვავილებით ახშობს! საზოგადოებას ალბათ სამწუხაროდ დაავიწყდა რასთან დაკავშირებით იყო ბუნტი. დაავიწყდათ, საიდადან მიიღეს ე. წ. მაყურებლებმა დავალებები, თუ რა უნდა და როგორ უნდა დაეწყოთ. ახლა ვეცნობი ამ საქმესაც და უნდა ნახოთ საკუთარი ხელით როგორ წერენ ე. წ. კანონიერი ქურდები ჩვენებებს. დაიწყეს " თანამშრომლობა" გამოძიებასთან, ეს არის უპრეცედენტო რამ, რადგან ესეთი რამ ქურდულ კანონებში არ წერია და არ "მოსულა" . ეს ბაჩოს კიდევ ერთი გამარჯვებაა, ვინაიდან მან არამარტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან შეძლო გაეტეხა ქურდული სამყარო, არამედ ციხეში მყოფმა კიდევ ერთხელ შეძლო ამ სამყაროს დამარცხება, რადგან ქურდებმა დაიწყეს ჩვენებების მიცემა. უკაცრავად გამონათქვამისთვის და ბაჩო ახალაიამ ქურდები ციხიდან "გააბოზა" .


- თეა, მუდმივად საუბრობენ იმაზეც, თითქოს ბაჩანა ახალაია თავადაც სასტიკად აწამებდა პატიმრებს...


-( მაწყვეტინებს) სისულელეა, ეს იგივეა ახლა ხომ ორნი ვართ ოთახში, თქვენ რომ გახვალთ მე შევასკდე კედელს და ვთქვა, რომ დაზიანებები თქვენ მომაყენეთ. როცა ადამიანს ამდენი მტერი ყავს, მისთვის მსგავსი რამის დაბრალება ლოგიკურია. ბატონი სოზარი თავადაც ხედავს ახლა რა ხდება ციხეებში, დღეს რომ უარყოფენ თითქოს კამერები აღარაა ციხეებში ესაა სრული ზღაპარი. თუ აქამდე ერთ ციხეში 70 კამერა ეყენა დღეს 170 აყენია. სოზარ სუბარს კი საკუთარი თვალით აქვს საშუალება ნახოს რა თვითდაზიანებას იყენებენ პატიმრები, იმისთვის, რომ მერე მოითხოვონ უფლებადამცველების შესვლა ციხეში.
თუ ვინმეს წამება უნდოდა ახალაიას ისეთი სულელი იყო, რომ კამერაში ეწამებინა?


- სხვათაშორის ისიც ითქვა, თეთრაძის წამება სწორედ მის კაბინეტში განხორციელდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო...


- მორიგი უაზრობაა. როცა პროკურატურამ ბაჩო ახალაია დააკავა 6 ნოემბერს, 9 ნოემბერს უნდა განეხილა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. პირველ საათზე იყო ჩანიშნული სხდომა, 11 საათზე გამოვიდა კბილაშვილი და განაცხადა რომ,
ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ახალაიას ბრალს დაუმძიმებდა, თეთრაძის საქმეს წაუყენებდნენ კიდევ ერთ ბრალდებად. იმის შემდეგ გავიდა რამდენიმე დღე კი არა, რამდენიმე თვე და ბაჩო ახალაიას ვერ წაუყენეს ბრალად თეთრაძის საქმე. სამწუხაროდ დღეს პროკურატურა, იუსტიციის მინისტრიდან დაწყებული, რომელიც პირველი პროკურორია და დამთავრებული კბილაშვილით, დაკავებული არიან ჭორაობით. სხვათაშორის კბილაშვილმა მორიგი ჭორი ბაჩოს ბოლო ბრალდებასთან დაკავშირებითაც გაავრცელა, როცა განაცხადა, რომ სპეცრაზმელებს შემდეგი ფორმით აწამებდა, თითქოს თხრიდნენ მიწას, კისრამდე სვამდნენ ამ მიწაში და უკაცრავად ამ სიტყვაზე იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს სპეცრაზმელების თავზე.
მე ვეცნობი ამ საქმეებს. შვიდივე მოწმის ჩვენებები წავიკითხე ფურცელ- ფურცელ და მსგავსი რამ არსად წერია.
წულუკიანი თუ არ ჭორაობს და საქმის კეთებით არის დაკავებული მაშინ იმოქმედოს . სასაცილოა როცა აცხადებს, რომ გიგი კალანდაძე მოწმეებზე ახდენს ზეწოლასო . მინისტრი მსგავს რაღაცეებს არ უნდა ამბობდეს, თუ ასეთი ინფორმაცია აქვს და ეს უტყუარია, რატომ არის გიგი კალანდაძე თავისუფალი?! სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით რატომ არ მიმართავს?!
დღეს მე რომ პროცესებს ვესწრები და ადეიშვილის პროკურორებს ვუყურებ მართლა შოკირებული ვარ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ დიდხანს გაუძლია სააკაშვილის ხელისუფლებას ესეთი მართლმსაჯულების ხელში, რომელიც ადეიშვილმა შექმნა. ამ პროკურორებმა იციან მხოლოდ დავალებების შესრულება და არა საქმეების გამოძიება. ისინი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და ემორჩილებიან, როგორც წინა ხელისუფლების ასევე ახლანდელის მითითებებს . თუ რომელიმე სფეროს მიმართ მქონია ადრე კრიტიკა ეს განათლების სისტემასთან ერთად, იყო პროკურატურა. მაგრამ მსგავს უსუსურობას კიდევ არ ველოდი. თან უმეტესობა ძველი პროკურორია და ახლა, რომ უნდათ კანონის სახელით ბაჩო ახალაიას გასამართლება, მათ წესით უნდა სცოდნოდათ რა "ჯალათიც" იყო ბაჩო და საქმე მის წინააღმდეგ გაცილებით ადრე უნდა აღეძრათ.


ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთ შემოქმედადაც ბაჩო ახალაია სახელდება, ამის გამო გარდა იმისა, რომ შესაძლოა ბრალი კიდევ დაუმძიმდეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელები მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან, ამბობენ, თითქოს სწორედ ამის გამო დაბრუნდა იგი საქართველოში და ფაქტიურად თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში...


– მალე აღარ იქნება მუხლი, რომელსაც ბაჩო ახალაიას არ წაუყენებენ. ამ სპეცოპერაციაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს, გრიფით საიდუმლოა. თუმცა როდესაც უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირებები გადაადგილდებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, თან აჰყავთ მძევლები, იარაღის ჩაბარება მოთხოვეს და არ დაყარეს იარაღი, რა უნდა ქნას სახელმწიფომ ამ შემთხვევაში? ჩაიწყოს ჯიბეებში ხელები და გამობრუნდეს უკან? ახლა ამბობენ, რომ შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან მათი გადაადგილება და სწორედ მათ ჩამოიყვანესო . გამოიძიონ კი ბატონო, ვისთან რა შეთანხმება ჰქონდათ, ბაჩოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უკანონო ფორმირებები გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისი ზომები მიეღო. ტყუილია რომ ამბობენ, ახალაია თითქოს შიშის გამო დაბრუნდაო . უბრალოდ დიდხანს ვერ ჩერდება სხვა ქვეყანაში. გერმანიაში რომ სწავლობდა წელიწადში ოთხჯერ ჩამოდიოდა, უჭირდა სამშობლოსგან შორს ყოფნა. საქართველოდან კი იმიტომ გაერიდა სიტუაციას, ალასანია გაიძახდა სამეგრელოში პროვოკაციას გეგმავსო .
რამდენიმე დღის წინ ასევე აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, ზედაპირული და რაც მთავარია არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა სოზარ სუბარმა .
მოვიყვან მის ციტატას: "საქართველოში თუ დაიჯერებს თუნდაც ერთი ადამიანი ბაჩო ახალაიაზე, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებები შეთითხნილი ჰგონია, მე ამას ვერ დავიჯერებ. ყველაფერი არის დასაბუთებული და ძალიან მალე სასამართლოზე დამტკიცდება ყველას ბრალი, ვისაც ეს ბრალი ჰქონდა წაყენებული და ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამომზეურებული, მომავალში გამომზეურდება " - ბოდიშს გიხდით გაუმართავი ტექსტისთვის, ეს სოზარის ნათქვამი წინადადებაა.
მე ფეისბუქით მივმართე და თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართავ მას: ბატონო სოზარ, თქვენ არ ხართ არც მოსამართლე, არც იუსტიციის მინისტრი, არც მთავარი პროკურორი, არც პროკურორი, არც გამომძიებელი და საერთოდ არ გაგაჩნიათ იურიდიული განათლებაც კი. ის ბრალდებები, რაც დღეს ბაჩო ახალაიას აქვს წაყენებული, მთლიანად მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, და მათ შორის თქვენც, დაკავებულები იყავით და ხართ დღემდე, ბაჩო ახალაიას დისკრედიტაციით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, ისტერიულად ცდილობთ იმ საზოგადოებრივი აზრის შენარჩუნებას, რომელიც წლების განმავლობაში თქვენ და თქვენაირებმა შექმნეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.
გაუგებარია, საიდან გაქვთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ინფორმაცია, თუ რა "ფაქტები არ გამომზეურებულა ", რომელიც მომავალში "გამომზეურდება".
იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, კონკრეტულად რაზე საუბრობთ, რომელმა საგამოძიებო უწყებამ მოგაწოდათ მსგავსი ინფორმაციები და რომელ კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით აკეთებთ, წინასწარ, საჯარო განცხადებებს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებებზე.


- თეა ბაჩოს ყველა ბრალდებაზე, , რომ დაგისვათ კითხვა რამდენიმე საათი კიდევ არ გვეყოფა...


- ქმედებები რასაც ბრალდების მხრიდან აქვს დღეს ადგილი და რაც დღეს მას აქვს წაყენებული, არის სრული აბსურდი . თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი აქვთ საქმეები და არანაირი მტკიცებულება არცერთ საქმეში ი არ არის, გარდა მოწმეების ირთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა და ჩვენ ვიცით, რომ პირის პასუხისგებაში მისაცემად მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს სახეზე. ბაჩო ახალაიას არცერთ საქმეში კი ასეთი ერთობლიობა არ არსებობს.


- ბოლოს კოჰაბიტაციაზეც მინდა გკითხოთ, "ნაციონალთაგან" ვინ მოერგო ყველაზე უკეთ ამ პროცესს?


- პროცესებს კარგად დავაკვირდეთ და ყველაფერი ნათელი მალე გახდება. ჯერ კიდევ არ მინდა ბევრ რამეზე ღიად საუბარი, საზოგადოებისთვის მიმინდია ფიქრი და განსჯა, თუმცა ფაქტია, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთაგან დღეს მხოლოდ ბაჩო ახალაიაა ციხეში, გარდა იმისა, რომ ის არის ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი, კიდევ ვისი მძევალია ამას უახლოეს პერიოდში დაინახავს საზოგადოება.

მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

3
1243
5-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
1243
  
2013, 21 აპრილი, 10:12
ტირე მაინც გამოიყენე დამაწყდა თვალები
2013, 19 აპრილი, 1:15
პრაბელის კნოპკა არ გიმუშავებთ რედაქციაში ბლიად????????
2013, 19 აპრილი, 1:14
სა
0 1 3