თაკო გაჩეჩილაძე ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია. ის ჭორების ქარ-ცეცხლში ხშირად ეხვავა. რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ მის რომანტიკულ ურთიერთობაზე ბერა ივანიშვილთან. ჟურნალი "რეიტინგი" წერდა: "ამბობენ, რომ მასა და ბერას შორის მთლად მეგობრული ურთიერთობები არ არის და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მომღერალს შეუთვალა, მის ვაჟთან საქმე აღარ დაეჭირა... იმასაც ამბობენ, რომ ამისთვის მომღერალს გარკვეული თანხაც კი შესთავაზეს".
მომღერალმა ყველაფერი უარყო, მაგრამ აღიარა, რომ მას ადრე შეხვდა, განსაკუთრებული ურთიერთობა კი არ მაქვსო.
"კითხვა მაქვს - იცით ბერას ასაკი და მერე ჩემი? რანაირად შეიძლება, მასთან მქონდეს ურთიერთობა?! იჭორაონ, თბილისში ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ მგონი, ამ ჭორით უკვე ფარგლებს იქით გადადიან"-გვიამბობს თაკო. მომღერალის პირად ცხოვრებაში სიახლეები ჯერ არ არის, სამწუხაროდ თაკოს პრინცი ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს. მოწყენილი და ერთფეროვანი ცხოვრების გასახალისებლად მომღერალმა ტატუ გაიკეთა. I was born to be happy - დავიბადე, რომ ვიყო ბედნიერი, სწორედ ამ სიტყვებს ამოიკითხავთ თაკოს ხელზე. მან ეს წარწერა თავად შეარჩია და მარცხენა ხელზე ამოისვირინგა. ჟურნალ "პრაიმ ტაიმს" მომღერალმა უამბო: "ტატუ ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ვერასდროს ვიკეთებდი, მაბრკოლებდა ის მომენტი, რომ ერთსა და იმავე რაღაცას უნდა უყურო. გარდა ამისა, არ მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც სხვასაც აქვს და ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე თვითონ მომაფიქრდა, რომ დამეწერა I was born to be happy. ყოველთვის, როდესაც ტატუს ვუყურებ და ამ სიტყვებს ვკითხულობ, დადებითად ვიმუხტები“.