x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
ჩემი პატარა სიტყვა არაბულ სამყაროს

...არაბული გაზაფხული არაბი ქალების გულებში ჯერ არ დამდგარა. ალბათ იქამდე არც მოვა, სანამ ისლამის ქვეყნებში მძიმე პატრიარქატი სუფევს..
ქალთა უფლებები ასეთ ქვეყნებში ძალიან შელახულია, ეს არც დამალულია და არც აკრძალული, თუმცა მსოფლიო დუმს. ჩარევის უფლება არავის აქვს, მაგრამ ხანდახან ჩემს გრძელ ენასა და თითებს ვერ ვაჩერებ, უბრალოდ არ შემიძლია, ამიტომ ეხლაც თამამად ვიტყვი ჩემს სათქმელს..

*ქალებს საუდის არაბეთში არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.
*ყველა ქალს ჰყავს თავისი "პატრონი"(კაცის სახით რა თქმა უნდა)
*ქალებს არ შეუძლიათ მანქანის ტარება.
*ქალთა მხოლოდ 21 % მუშაობს.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ამ ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ ეს ასე უნდა იყოს, საუდის არაბეთი-კი მსოფლიოს ეუბნება, რომ ქალთა უფლებები არის რელიგია, ეს კულტურაა.

ისინი საუბრობენ ქალთა ხარისხზე. მაგალითად მუჰამედის(ისლამის ფუძემდებლის) პირველი ცოლი ძალიან ძლიერი ბიზნესმენი იყო, მეორე არმიის ხელმძღვანელი, ამიტომ თვლიან, რომ "მათ ხელთ არსებული ქალები" ძალიან ძლიერები არიან.
წარმოიდგინეთ, რომ სასტუმრო "მერიოტის" საუდის არაბეთის ფილიალში ქალთა შესვლა სასტიკაც აკრძალულია.
მათ ასევე შეუძლიათ იყიდონ ძვირიანი, მოდური ტანსაცმელი და ატარონ ის თავიანთი ნაციონალური ტანსაცმლის ქვეშ. გათხოვილ ქალს არ უნდა უჩანდეს თმა, არაბეთის ზოგიერთ შტატში კი ყველა ქალს მხოლოდ ხელებისა და თვალების გამოჩენის უფლება აქვთ.

მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა საზოგადოებაში მკაცრად არის შეზღუდული. ბანკებსა და საზოგადოებრივ დაწესებულებებში მათი შესასვლელები არის ცალკ-ცალკე, კანონით-კი ქორწილები და პანაშვიდებიც გაყოფილი უნდა იყოს.
პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის და კაცებისთვის გამოყოფილია სხვადასხვა საათები, რომ არ შეხვდნენ ერთმანეთს, ეს ყველა კანონი კი სექსუალური სეგრეგაციიდან მოდის. მის დარღვევას არაბები "ხალვას" ეძახიან.
2008 წელს 75 წლის ქალბატონი გაასამართლეს იმისთვის, რომ კაცმა მას სახლში პური მიუტანა.
ეს ყველაფერი მარაზმია. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ამაზე ფიქრი, რომ ვიღაც, სადღაც, თავის თავზე განიცდის ამ ყველაფერს.
2009 წელს გამოვიდა ფილმი, რომელმაც დარწმუნებული ვარ თითოეული მაყურებლის სულზე გაიარა. ეს არის ვორის დირის ბესტცელერზე გადაღებული ფილმი "უდაბნოს ყვავილი".
აქ მოყოლოლოა არაბი წალის ამბავი, რომელმაც თავისი უფლებები ამერიკაში გამოიყენა და ცხოვრებაში ძალიან ბევრს მიაღწია. იგი შეუპოვრად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, და ასევე თვითონ იყო მათი მსხვერპლი.
წიგნსა და ფილმში მოთხრობილია ერთი ტრადიციის შესახებ, რომლის მსხვერპლი დღეს 6000-მდე ბავშვი ხდება ყოველდღიურად. 2-დან 6-წლამდე ასაკში გოგოებს აჭრიან სიამოვნების ორგანოს, რომ სექსუალური კავშირი მხოლოდ ბავშვის გაჩენის მიზნით დაამყარონ. უმეტესობა ამ ბავშვებისა ვერ იტანს პროცედურას და კვდება, იმის გამო, რომ პროცესი სახლის პირობებში, არასტერილური და ცხოველური ნივთების საშუალებით მიმდინარეობს. ყველაზე შოკისმომგვრელი ჩემთვის ის არის, თუ როგორ მიჰყავს შვილი დედას ამ საქმეზე.

სანამ ჩემს სტატიას დავამთავრებ, რამდენიმეჯერ გადავიკითხე რომ კარგი დასასრული დავწერო, ცრემლიანი imageთვალების მეტი კი არაფერი მივიღე. ვერ ვხვდები როგორ დავამთავრო, ვკითხულობ თავიდან და ვითრგუნები, მტკივა, განვიცდი..
ყველა მდედრს უფლება აქვს იგრძნოს რას ნიშნავს იყო ქალი და არც არავის, არც-ერთ კანონს, არც-ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია ვინმეს შეუზღუდოს თავის თავის -უფლება!!

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოლა
ნოლა
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0