პოლიტიკა ჩრ.კორეამ დაასახელა ქალაქი,სადაც პირველ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს 2013, 14 აპრილი, 14:05 ადრე სამხრეთ კორეა და ა.შ.შ ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, ჰქონდა თუ არა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ბომბი.ომის შემთხვევაში კორეის ნახევარკუნძულზე ჩრ.კორეა პირველ ბირთვულ დარტყმას ტოკიოს მიაყენებს, ამის შესახებ იუწყება ჩრ.კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო."ჩრდილოეთ კორეას არასოდეს დაავიწყდება იაპონიის წარსული საქციელი, ვინმეს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ გადარჩება მორიგ ომში, მზად უნდა იყვნენ დაღუპისთვის, დაიწვან ბირთვულ ცეცხლში".ამასთანავე იაპონიას იმ შემთხვევაშიდაც დაარტყავს ჩრ.კორეა ბირთვულ იარაღს, თუ შეეცდება იაპონია ხელი შეუშალოს მათ ბირთვული იარაღის გამოცდაში.ჩრ.კორეას მეოთხე ბირთვული საცდელი რაკეტა 11 აპრილს უნდა გაეშვა პოლიგონ პუნგერიდან.როგორც იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რაკეტა სტარტზეა დაყენებული, მობილური მოწყობილობა "პუსადანა"გაშვების რეჟიმშია მომართული, თუმცა გაშვება დღემდე არ მომხდარა.ტოკიოს გათვალისწინებული აქვს ყველა სავარაუდო სცენარი."უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება"-განაცხადა იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა მდივანმა ესიხუდა სუგამ. 943 8-ს მოსწონს |
მიწისთვის იბრძვიან და სახელისთვის და ბოლოს ყველას ის მიწა გვრჩება სადაც გვმარხავენ და ის სახელი რაც ქვაზეა დაწერილი,არ ძღება ბევრის მუცელი და ამბიციები