x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ მიმართავენ ადამიანები თვითმკვლელობას?!
imageთვითმკვლელობა არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, თუმცა საზოგადოებისათვის ასეთი ფაქტები ყოველთვის ბადებს კითხვებს:“რატომ?", “რამ მიიყვანა ამ ზომამდე?", “როგორ გააკეთა და გაიმეტა საკუთარი თავი?" და ა.შ. აღნიშნულ კითხვებზე ფსიქოლოგები იძლევიან პასუხებს:


რა შეიძლება იყოს თვითმკვლელობის მიზეზი?

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სტრესი ან განმეორებადი სტრესული ფაქტები (დანაშაული, ფულის პრობლემები, წარუმატებლობა..) ხშირ შემთხვევაში ადამიანის შინაგან სამყაროში იბუდებს და როდესაც მათთან ბრძოლის ფსიქოლოგიური მხარე უძლურია, ადამიანი ეძებს სხვა გამოსავალს.უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პრობლემისადმი ადამიანებს განსხვავებული აღქმა და მიდგომა გააჩნიათ.ის, რაც შეიძლება შორიდან უბრალო მოვლენა ჩანდეს, ზოგიერთი ადამიანისათვის ძალზედ მძიმეა.


როგორ შეიძლება ამოვიცნოთ თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი ადამიანი?


საჭიროა სიფრთხილე, თუ ვამჩნევთ, რომ ესა თუ ის ადამიანი შეიცვალა ემოციურად, შეიცვალა მისი ფიქრები და ქმედებები.ხშირ შემთხვევაში, ასეთი ადამიანები წინასწარ ემზადებიან ამ ქმედებებისათვის.თუმცა ზოგ შემთხვევაში, ამგვარი საქციელის შემჩნევა ვერ ხერხდება, რადგან პიროვნება სრულიად ჩაკეტილი ხდება და არ აძლევს მის გარშემომყოფთ საბაბს, რაიმე იეჭვონ.ფრთხილად! - თუ პიროვნება დეპრესიის შემდეგ პოზიტიურად აზროვნებს და ქცევაც ამას ადასტურებს, მისი სუიციდის გადაწყვეტილება შეიძლება იმდენად მყარი იყოს, რომ იგი დარწმუნებულია საკუთარ თავში, ეს უნდა აუცილებლად გააკეთოს, აღარაა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.


როგორ მოვიქცეთ, თუ ვამჩნევთ, რომ ადამიანს თვითმკველობისაკენ აქვს მიდრეკილება?

ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ამ პიროვნებისათვის ყველაზე ახლობელი ადამიანი დაელაპარაკოს მას და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ეს პიროვნება.უმჯობესია ფსიქოლოგის ჩართვა.


არიან თუ არა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანები გულჩათხრობილნი?

ზოგადად, ადამიანებს ძალიან ცოტა პიროვნება ჰყავთ ისეთი, ვისთანაც გულახდილად ისაუბრებენ, ამიტომ, განსაკუთრებულ პრობლემებზე სასაუბროდ ნებისმიერ ადამიანს ვერ მიმართავენ, შესაბამისად, ხშირია საკუთარ თავში ჩაკეტვის ფაქტები.


რატომ იღებენ ადამიანები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას ცხოვრებისეული მძიმე კრიზისის შემდეგ?

კრიზისის დროს ადამიანი დაკავებულია გამოსავლის ძიებით, მასთან ბრძოლით.კრიზისი დაძლევის შემდეგ კი, ადამიანის შინაგანი სამყარო კვლავ არის პრობლემის დაძლევის მზადყოფნაში, თუმცა პრობლემა აღარაა და ჩნდება ე.წ.ემოცირი ხვრელი.


როგორია თვითმკვლელობაზე არამეცნიერული შეხედულება?

სტატისტიკურად მამაკაცები უფრო იშვიათად მიმართავენ თვითმკვლელობის აგრესიულ ფორმებს (მაგ, მატარებლის ქვეშ შევარდნა), ვიდრე ქალები.სუიციდის გადაწყვეტილება არ არის რაციონალურად მიღებული გადაწყვეტილება.ასევე ვერ აღიქმება პიროვნებისაგან რომელი ფორმაა უფრო “სიკვდილის გარანტი" - ეს არის მხოლოდ აქცია სრული უიმედობის წინააღმდეგ.


0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0