დები კარდაშიანების დედა კრის ჯენერი, 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს ეყრება. იგი დაქორწინებული იყო 57 წლის ოლიმპიის ჩემპიონზე ბრიუს ჯენერზე. კრისმა ჟურნალ-გაზეთებს აუწყა, რომ გაყრაზე საბუთები უკვე შეტანილი აქვს სასამართლოში.
''ჩვენ 20 წელიწადზე მეტი ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ როგორც ცუდს, ასევე კარგს ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ ბევრი ტკბილი მოგონებები შემოგვრჩა ერთად ყოფნის პერიოდში. გავხდით ბებიაც და ბაბუაც''- ყვება კრისი. ამ ამბავს მათი საერთო ორი შვილი, როგორ შეეგუა უცნობია.
როგორც ვიცით კრისის პირველი ქმარი ადვოკატი რობერტ კარდაშიანი იყო, რომლისგანაც ოთხი შვილი ყავს: კორტნი, კიმბერლი, ხლოე და რობერტი