x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
„ისტერიჩკა“ თინა კანდელაკს „შემოღობილ“ ზღვაში ბანაობა არ მოეწონა
ქართული წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ყურადღების ცენტრში, ამჯერად, საკუთარი უიღბლო დასვენების შედეგად მოექცა. გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა კანდელაკმა რუსულ ტუროპერატორ „სამხრეთის ჯვარს“, ჩაშლილი შვებულებისათვის სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციად მხოლოდ 280 ათასი რუბლი მიიღო. საჩივარში გაწიწმატებულმა ტელეწამყვანმა მიუთითა, რომ სასტუმროში ცხოვრების პირობებმა, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე მდებარეობს, არ დააკმაყოფილა. კანდელაკი თანხის ნაწილის, 850 ათასი რუბლის უკან დაბრუნებას ითხოვდა, ხოლო კიდევ ერთი ამდენს – მორალურ–სულიერი კომპენსაციისთვის, თუმცა, გაცილებით ნაკლები მიიღო.

ტელეწამყვანის ჭმუნვის მიზეზი ძვირფასი ვილა გახდა, პრივატული პლაჟით და საკუთარი აუზით, სადაც ათდღიან დასვენებაში კანდელაკმა ორი მილიონი რუბლი გადაიხადა. თუმცა, ოდიოზურმა ვარსკვლავმა იქ მხოლოდ ექვსი დღე გაატარა.

როგორც ირკვევა, თინა კანდელაკს იმედი ჰქონდა, რომ შვებულებას უძვირფასეს ვილაში, კუნძულზე, სრულ იდილიაში, რობინზონ კრუზოსავით გაატარებდა, თუმცა, არ გაუმართლა. ზუსტად იგივე სასტუმროში მომღერალი შაკირა და „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ჟერარ პიკე, ათი დღის წინ ისვენებდნენ. როგორც წამყვანის წარმომადგენლმა განაცხადა, ძვირადღირებულმა დასვენებამ კანდელაკი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. „ჩემი კლიენტი კი არ ისვენებდა, საშინელ ნერვულ მდგომარეობაში იყო, ვერ შეძლო გაეტარებინა საკმარისი დრო ბავშვებთან, რომელნიც დიდხანს ელოდნენ ამ დასვენებას“ – განაცხადა ადვოკატმა.

კანდელაკის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ნომერში თეთრეულს დღეში სამჯერ გამოცვლიდნენ, ამ დროს კი სასტუმროს თანამშრომლები ამას დღე–ღამეში ერთხელ აკეთებდნენ. ამას გარდა, ცალკე პლაჟის ნაცვლად, კანდელაკი იძულებული იყო საერთო პლაჟით ესარგებლა, რომელიც სასტუმროს ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი დამსვენებლისათვის იყო განკუთვნილი. აბაზანა დაზიანებული აღმოჩნდა, კედელს ნაპრალი ჰქონდა, რომელიც ზღვის ვარსკვლავით იყო დაფარული და არ მუშაობდა ლიფტი. თავისი პრობლემების შესახებ გამწარებული კანდელაკი „ტვიტერზე“ წერდა.


„თუ კანდელაკს სრული განცალკევება სურდა, მაშინ უკაცრიელ კუნძულზე უნდა წაბრძანებულიყო“ – განაცხადეს ტურისტულ ფირმაში. მათი თქმით, სასტუმრო ყველანაირად შეეცადა ტელეწამყვანის სურვილების დაკმაყოფილებინა. მისთვის პლაჟი ღობითაც კი გამოცალკევეს. მაგრამ კანდელაკმა ფეხები გაფშიკა, დასვენების გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სასტუმრო ისტერიკებით დატოვა... გამოვიდა თუ არა დეპრესიიდან ქარს გატანებული ორი მილიონის გადახდის შემდეგ კანდელაკი, უცნობია, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში თავად წერს, სასამართლოს მოგებამ ხასიათზე მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილ თანხაზე უარი განუცხადეს...image

1
11072
8-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
11072
  
0 1 1