ქალი და მამაკაცი კაცი,რომელიც 2 თვეა ავტობუსის გაჩერებაზე თავის სიყვარულს ელოდება 2013, 13 აპრილი, 8:46 ირკუტსკში, სამარშუტო ავტობუსის მგზავრები აი უკვე ორი თვეა ნახულობენ უცნაურ მგზავრს, რომელიც ყვავილებით ხელში ყოველ დღე დგას გაჩერებაზე.33 წლის ვიტალი შახნაზაროვი ხვდება და აცილებს ყველა № 80 ავტობუსს, სწორედ ამ ავტობუსში გაიცნო გოგონა."ჩვენ შემთხვევით ერთმანეთს შევეჯახეთ, ვიცინეთ, -იხსენებს ვიტალი-ამ გაჩერებაზე ჩამოვედით, გავისეირნეთ და შევთანხმდით მეორე დღეს შეხვედრაზე.შემდეგ აღმოჩნდა, რომ შთაბეჭდილებით აღსავსემ არ ჩავიწერე მისი ტელეფონის ნომერი.მაგრამ მაინც მოვედი მეორე დღეს და ველოდე საღამოს 10 საათამდე".როდესაც მარიანა არ მოვიდა, ვიტალიმ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა მოეძებნა გოგონა, გააკეთა განცხადებები ყველა ინტერნეტ ფორუმზე, თვითონ კი ყოველ დღე დაიწყო სიარული იმ გაჩერებაზე სადაც მარიანა უკანასკნელად ნახა."მე საერთოდ არ მეჯერა ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურებამდე შეყვარებული ვარ, -ამბობს ვიტალი-მას შავი გრძელი თმები აქვს, დამამახსოვრდა საყურეები მწვანე ქვით და ორი ბეჭედიც ხელზე ეკეთა.ეცვა მწვანე ქურთუკი და ლურჯი ჯინსი.მარიანა შენ თუ ახლა მხედავ, მინდა გითხრა, რომ მე შენ მიყვარხარ და გელოდები!" 228 7-ს მოსწონს |
ნეტა გამოჩნდა?